ერთი ნაბიჯი გადადგა და უეცრად კარი გაიღო. ნერწყვი ღრმად გადაყლაპა, როცა დაინახა მის მიღმა ვინც იდგა.-გამარჯობა სარა.-ღმერთო, სამი წელზე მეტია რაც საკუთარი სახელი მისგან არ გაუგია და ახლა დარწმუნებით შეეძლო ეთქვა, რომ ეს ენატრებოდა.
-გამარჯობა ლინა... -ნაზად, მაგრამ ძალდატანებით გაუღიმა.
-არ ველოდი შენს აქ ნახვას, მეგონა რაიმე საბაბს მოიფიქრებდი და მოსვლას თავს აარიდებდი. -ლინამაც ღიმილით დაასრულა სიტყვები.
-აქ ვინმეს ყოფნა თუ გასაკვირია, ეს შენ ხარ და არა მე. -ირონიულად უპასუხა სარამ და თვალები გადაატრიალა, თუმცა გულის სიღრმეში სითბო ჩაეღვარა სევდასთან ერთად. ენატრებოდა მასთან ასეთი ლაპარაკი. თითქოს ყველაფერი ისევ ისე იყო, თითქოს ერთმანეთისთვის იმავეს წარმოადგენდნენ, რასაც ხუთი წლის წინ...
-კარგი, აქ საკამათოდ არ შემოვსულვარ, მინდა რომ ვილაპარაკოთ.
დაიბნა. ჯერ ზედმეტად ადრე არაა ამისთვის? ან საერთოდ, რატომ გაუჩნდა ამის სურვილი...
საკუთარი ფიქრებს ცოტა ხნით დაემშვიდობა და უპასუხა:-არ ვიცი რაზე გინდა ლაპარაკი, მაგრამ კარგი. ლინას გაეცინა.
-ამდენი ხნის შემდეგ ისევ შენი მოჩვენებითი, უინტერესო ტონით მპასუხობ... ნუ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, წასვლას აღარ ვაპირებ, ამიტომ პატარა ბავშვებივით არ უნდა მოვიქცეთ და არც სხვები შევაწუხოთ მსგავსი საქციელით.
-რაღაც ვერ გავიგე, ასე მარტივად, ამდენი ხნის შემდეგ ბრუნდები და ისე მელაპარაკები თითქოს უმნიშვნელო კამათი გვქონოდა და დამნაშავე მე ვარ, თუმცა არ მიკვირს, ყოველთვის ასე იყო.-ოდნავ უხეშად, მაღალი ტონით უპასუხა სარამ, მაგრამ მის აცრემლებულ თვალებს ნებისმიერი ადამიანი შენიშნავდა. -საერთოდ თუ ხვდები რომ ზედმეტად მალე ითხოვ ყველაფრის დალაგებას?
-ჰო, ხუთი წელი ძალიან "მალეა". -გაიცინა ლინამ.
-იცი რასაც ვგულისხმობ და არა ლინა, ახლა არ ვილაპარაკებთ და დაფიქრდი რას ითხოვ ან საერთოდ რას აკეთებ.