გამარჯობა, მე სანი ვარ.17 წლის და ვცხოვრობ ტულსაში,ოკლაჰომაში. ვიცი,ბევრს არ გეცნოთ ეს სახელი,მაგრამ გეტყვით რომ ძალიან ლამაზია,აი ისიც.
მაგრამ არ მინდა იფიქროთ,რომ მეც ასეთ დიდ კორპუსში ვცხოვრობ,სრულებითაც არა. პატარა ორსართულიან სახლში ,რომელიც ძალიან მშვიდ და წყნარ ადგილას მდებარეობს.სანამ იმ ისტორიაზე გადავიდოდე,რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა,მოდით ცოტა რაიმეს გეტყვით ჩემზე.
როგორც უკვე გაიგეთ მე სანი ვარ,სანი ჯოუნსი. იკითხავთ,სანი,ანუ მზიანი? დიახაც! ჩემი სახელი მზიანს ნიშნავს და როგორც ოჯახის წევრები მეუბნებიან საოცრად მიხდება და შემეფერევბა. ლონდონში დავიბადე,2 წლამდე იქ ვიზრდებოდი,მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო აქ გადმოვედით. სკოლა წარმატებით დავამთავრე,გამოცდებში უმაღესი ქულები ავიღე და სტიპენდიაც მოვიპოვე!! ჩემი მშობლები სტომატოლოგები არიან,კარგი შემოსავალი აქვთ,ამიტომ არც ღარიბები ვართ და არც მდიდრები.
არ ვგავარ აქაურ გოგონებს,რომლებიც საოცრად გარუჯულები,გამხდრები და ლამაზები არიან.სრულებით განსხვავებული ვარ მათგან,არ ვეწევი,არ ვეკიდები ბიჭებს კისერზე,არ მაქვს გარყვნილი გონება,არ დავდივარ კლუბებში და არ მიყვარს ჩემი ფორმების გამოჩენა.ამის გამო ისინი დაკომპლექსებულ ძროხას მეძახიან,რადგან ვიტილიგო მჭირს.ესაა დაავადება,რომელიც გამოწვეულია კანის პიგმენტაციის დარღვევით.
YOU ARE READING
So far and So close (დასრულებულია)
Romanceსანი ერთი ჩვეულებრივი გოგონაა ოკლაჰომადან,რომელიც ემზადება კოლეჯში წასასვლელად,თუმცა ის კი არ იცის,რომ წინ უამრავი თავგადასავალი ელოდება. შეხვდება ნაცნობ,მაგრამ საძულველ ბიჭს,რომელმაც თინეიჯერობის წლები ჯოჯოხეთად უქცია..ვნახოთ რა იქნება? ნუთუ შესაძლ...