1 კვირის შემდეგ
ხალხოო!!!დღეს უკვე Fashion weekიაა!!! ახლა მაკიაჟს ვიკეთებ და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. ტაირა წამდაუწამ გვამოწმებს,რათა დარწმუნდეს,რომ ყველაფერი კარგადაა. დედა და მამა ჩამოვიდნენ,ყველაფერი გადადეს და ჩემთან ჩამოვიდნენ. ლიამი და დოვი უკვე ერთად არიან.კიდევ რა გითხრათ?სწავლა დამეწყო და ძალიან კარგად ავუღე ალღო. მე და ჰარი,კი საოცრად კარგად ვართ. არ ვიცი ამას რა დავარქვა,ერთად ვართ? არ ვიცი. მიყვარს? არ ვიცი.მას ვუყვარვარ? არ ვიცი. ყველაფერი ჩახლართულია,მაგრამ მინდა ასე დ ავტოვო. პირველად ვგრძნობ თავს ბედნიერად და არ მინდა ყველაფერი გავაფუჭო. ჰარი ყველანაირად გვერდში მიდგას,როდესაც ჩემი წარმატების შესახებ გაიგო,უზარმაზარი წვეულება მოაწყო და უულამაზესი ყელსაბამი მაჩუქა,რომელიც ახლაც მიკეთია. მთხოვეს მოიხსენიო,მაგრამ მე სასტიკ უარზე ვარ.
ტაირა შემოვიდა
-აბა გოგონებო!!ხომ არ ნერვიულობთ?
-კიი!!-ყველამ ერთად დავიყვირეთ,რაზეც ტაირა შეხტა. ისე,ამ გოგოებს ძალიან მალე შევეწყვე,ძალიან საყვარლები და მხიარულები არიან. მაკიაჟი და თმა უკვე გაკეთებული მაქვს,ამიტომ პირდპაირ კაბის ჩაცმაზე გადავალ,მაგრამ უცებ მესიჯი მომივიდა დოვისგნ
,,ჩვენ უკვე აქ ვართ"
შევყვირე და კულისებში გავიქეცი. ფარდა ოდნავ გადავწიე და გავიჭყიტე. დავინახე დედა,მამამ,დოვი ,ლიამი მაგრამ ჰარი ვერა. კაითრაა!!ზეინი,ნაილი და ლუიც აქ იყვნენ,მაგრამ არა ჰარი..
,,არაფერია ალბათ საცობშია"-ჩავილაპარაკე და გასახდელში გავედი. ტაირას ვთხოვე,რომ ჩჩემთვისძალიან ამოღებული კაბა არ მოეცათ,რადგან კვლავ დაკომპლექსებული ვარ ჩემი ფორმების გამო.
YOU ARE READING
So far and So close (დასრულებულია)
Dragosteსანი ერთი ჩვეულებრივი გოგონაა ოკლაჰომადან,რომელიც ემზადება კოლეჯში წასასვლელად,თუმცა ის კი არ იცის,რომ წინ უამრავი თავგადასავალი ელოდება. შეხვდება ნაცნობ,მაგრამ საძულველ ბიჭს,რომელმაც თინეიჯერობის წლები ჯოჯოხეთად უქცია..ვნახოთ რა იქნება? ნუთუ შესაძლ...