Date?

1.7K 123 6
                                    

დოვის POV

  კარზე კაკუნი გაისმა თუ არა,მაშინვე წამოვხტი. სისწრაფის გამო ფეხი საის საწოლს წამოვარტყი და ჩუმად ამოვგიმინე. გავაღე კარები და ვის ვხედავ. ვის არა,ვინებს. მომღიმარი ლიამი და კარებს აყუდებული ჰარი. ლიამის დანახვისას უნებურად გამეღიმა,გვერდით გავიწიე და შემოვუშვი. ორივემ ოთახს თვალი მოავლეს.

-ვაუ,კარგად გიმუშავიათ-თქვა ლიამმა.

-გუშიდელის მერე ბევრი რამე შეცვლილა.-დაამატა ჰარიმ.

-საი სადაა?-იკითხა ლიამმა,მე კი სიცილი ავტეხე.ორივემ ისე გამომხედეს,გეგონება გიჟი ვიყავი. თითით კი სანის საწოლზე ვანიშნე,რომელიც საბანში ისე იყო გახვეული,რომ აღარც ჩანდა.

-არ გაიგუდეს გეხვეწები,მოაშორეთ ის საბანი-სიცილი დაიწყო ლიამმა. ჰარი მას მიუახლოვდა,საბანი ოდავ გადმოსწია,თუმცა დავინახე თვალები როგორ გაუფართოვდა თვალები და უცებ მიაფარა. მე ჩამეცინა,რადგან უკვე წარმოდგენილი მქოდა,ასეთი ძილის პოზსიგან მისი ისედაც მოკლე შორტი,როგორ მაღლა ავიდოდა.

-მოდი საბაი ეფაროს-თქვა ჰარიმ,ბალიში თავიდან ააცალა და წამში მასზე თავი დაადებია.წუთით უყურა ,უცებ დაიხარა,მაგრამ გაახსენდა ჩვენც რომ იქ ვიყავით და წელში გასწორდა.

-აბა,რამ შეგაწუხათ-ვკითხე.

-სანისთან საქმე მქოდა..ისე შენც დიდი სიამოვნებით მოგიყვები და ხომ დამეხმარები?-მომმართა ლიამმა,რომლის მზერასაც ამ დროის განმავლობაში ვგრძნობდი.

-რავი კი,ვნახოთ ჯერ რაში გიდა დახმარება-ჰარი სანის საწოლის გვერდით ,სკამზე ჩამოჯდა და ხან ჩვენ გვიყურებდა და ხან სანის. მართლა არ ვიცი,რატომ სტკენს სანის გულს ამ სიტყვებით,მაგრამ ცხადია,რომ რაღაცას გრძნობს და მთლად გულცივი არაა.

-ესეიგი,ერთი გოგო გადამეკიდა..-წარბები შევჭმუხნე,ანუ მათ რამე ქონდათ?-არაფერი გვქონია!-დაამატა ლიამმა,რაზეც უნებურად ჩამეღიმა-ხოდა,მოვატყუე შეყვარებული მყავს-მეთქი და გამაცანიო,სანის ისეთი ენა აქვს წამებში გააქცევს,შენც არანაკლები,ხოდა ხო წამომყვები?-დავფიქრდი,რატომაც არა,გადავარჩენ.

So far and So close  (დასრულებულია)Where stories live. Discover now