Cozy night

1.7K 130 7
                                    

   უკვე მოსაღამოვებული იყო, მე და დოვს არაფრის თავი არ გვქონდა,ამიტომ ორივე საწოლზე ვიწექით გაშოტილები. კარზე კაკუნი და დოვის წამოხტომა ერთი იყო.მე ყურადღება არც მივაქციე,პირიქით ბალიში ავიღე და თავი მის ქვეშ დავდე. ყურსასმენები მეკეთა,ამიტომ ხმა მოგუდულად მესმოდა. იცით რა პოზაში ვიწექი? ერთი ფეხი მოკეცილი მქონდა,მეორე გაშლილი,ისედაც მოკლე შორტი კი მაღლა მქონდა ასული.კიდევ კარგი საბანი მეფარა. 

  ვიგრძენი ვიღაცამ უცებ საბანი როგორ გადამხადა.

-დოვვ!!გაჩერდი,თორემ მიგახრჩობბ!!-საბანი მაინც არ დამიბრუნდა, ამიტომ ფეხების აქეთ-იქით ქნევა დავიწყე.საბოლოოდ როცა გავჩერდი საჯდომზე საშინელი წვა ვიგრძენი,არა ეს დოვი ვერ იქნებოდა. თავი უსწრაფესად წამოვყავი და მომღიმარი ჰარი დავინახე. 

-დოვი სადაა?

-გარეთ.

-რატო?

-იცი? ამდენი კითხვებით უკვე მომაბეზრე თავი.

-იცი? ჩემს ოთახში ხარ და ვერაფერს ამიკრძალავ.

-ანუ ბოსი აქ შენ ხარ?

-დიახაც!ხოდა გაეთრიეე,სანამ ბოსი წამოხტა და სახე არ გაგიალამაზა-უკვე მართლა გავბრაზდი.

-ძალიან  მეშინია-თქვა,მე კი წარბები შევჭმუხნე.

-გაეთრიე,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.-მაინც ერთ ადგილას იდგა გაჩერებული და მე მიყურებდა.მე წამოვხტი,ბალიში ავიღე და რაც ძალი და ღონე მქონდა ვურტყამდი.ჰარიმ დოვის ბალიშს დაავლო ხელი და გამომიქანა.მე საწოლზე ვიდექი და იქიდან ვურტყამდი,უცებ ჰარიმ მაჯაში ხელი ჩამავლო და საწოლზე დამაგდო,თვითონ კი ჩემს ზემოდან მოექცა და შუბლზე ჩამოგდებული რამოდენიმე კულულა გაისწორა. ფართხალი დავიწყე.

-გამიშვი ჰარი!!

-შანსი არ გაქვს. ნუ ფართხალებბ!!

-ნუ იქცევი ისე,თითქოს არაფერი მომხდარა.

-კაი რაა!სულ მავიწყდება როგორი გულჩვილი ხარ.

So far and So close  (დასრულებულია)Where stories live. Discover now