They are so cutee!!

1.7K 125 14
                                    

დოვის POV

   პატარა კაფესაც მივაღწიეთ,ლიამმა ჯენტლმენურად გამიღო კარები და ხელჩაკიდებულები შევედით შიგნით. თითქოს მართლა ნამდვილ პაემანზე მივდიოდით ,ყველაფერი სრულყოფილად იყო. ლიამი ერთი მაგიდისკენ წამიძღვა,სადაც უკვე იჯდა ერთი გოგო. დაგვინახა თუ არა დეკოლტე გაიღრმავა და კაბა უფრო მაღლა აიწია. ლიამს ხელი მოვუჭირე,მანაც იგივე გააკეთა,გამომხედა და გამიღიმა. იმ გოგო მაგიდასთან მივედით,ამრეზით გადმომხედა და ლიამისკენ გაიწია,ხელები გაშალა რომ უნდა ჩახუტებოდა, მე კი იცით რა ვქენი? ანუ ჯერ იმიტომ რომ ლიამმა მთხოვა და მეორედ იმიტომ,რომ რაღაც ეს გოგო არ მომწონდა.ხოდა იამის წინ დავდექი,მისი ხელები ავიღე და წელზე შემოვახვევინე,იმ გოგოს კი სწერვული მზერა ვესროლე და გვეულურად გავუღიმე. ლიამმა ჩაიცინა,რადგან ვიბრაცია ვიგრძენიმისი სუნთქვა კისერზე მეცემოდა.ოდნავ დაიხარა და ყელში მაკოცა,მისი წვერი მიღუტუნებდა,ამიტომ გამეცინა. ის გოგო კიდე პირდაღებული გვიყურებდა.

-მოდი დავსხდეთ-ვთქვი,ლიამს ხელი მოვკიდე და გვერდიგვერდ მოვთავსდით.

-ანუ ლიამ,ესაა შენი შეყვარებული.-ვაიმე!! იმისი წიკვინა ხმა,დღემდე ნერვებს მიშლის!!

-დიახ,მე ვარ-ლიამს არ ვაცადე.-როგორც გავიგე,ჩემი გაცნობა ძალიან გინდოდა,ხო?-ლამი ზურგიდან ამეკრო და მისი თითები ჩემსაში ახლართა.

-ხო,რავი-დაიბნა ის გოგო.

-შენი სახელი>დამავწიყდა.

-საბრინა.

-სახელიც შესაბამისი გქონია.

-რისი შესაბამისი?-გაიკვირვა და წარბები აწია.

-აი იმათი,სხვის შეყვარებულებს რომ ეფლირტავებიან ხოლმე,ანუ..მოდი არ ვიტყვი მაგ სიტყვას,მგონი შენც უკვე ხვდები.

-მგონი შენმა  შეყვარებულმა პირველმა დამიწყო ფლირტი.-მე გამეცინა.

-ჩემო ძვირფასო,რა გგონია ,როცა ჩემნაირი ადამიანი ჰყავს გვერდით სხვისკენ გაიხედავს? განსაკუთრებით შენსკენ?-საბრინამ,თუ ვიღაცამ,პირი დააღო და შეიცხადა. თავის ჩანთას  დაავლო ხელი და გავარდა.მე კიდე სიცილი ავტეხე.

So far and So close  (დასრულებულია)Where stories live. Discover now