He said whaatt!!

1.9K 128 14
                                    

   ვერ ვიტან წვეულებებს! თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი ,რომ ვინმეს არ დავჯახებოდი. გოგოებს უმოკლესი კაბები ეცვათ,ბიჭებს კი ისე გამომწვევად ეცეკვებოდნენ.. ლიამს მივსდევდით უკან,მეშინოდა არ დავკარგულიყავი. უცებ დოვმა მკლავში ხელი მომკიდა და მიმატრიალა 

-რა გჭირს?მანქანაშიც არ ამოგიღია ხმა.

-ახლა არა კარგი? კამპუსში მოგიყვები. საერთოდ არც უნდა წამოვსულიყავი.

-გოგოებო!-დაგვიძახა ლიამმა-მოდით ,ვიღაცეებს გაგაცნობთ.- მასთან მივედით და ბევრი უცნობი სახე დავინახე.ყველა მოგვშტერებოდა,ურცხვად გვათვალიერებდნენ,ნუუ ამას ვამბობ ბიჭებზე.გოგოებმა გამარჯობაც არ გვითხრეს,ანდა საერთოდ რაში მანაღვლებს ეს გოგოები.

-გაიცანით,ეს ნაილი,ლუი ,ზეინი,ამანდა,ედისონი და..-არ დაცალდა დასრულება,როდესაც ჰარი მოვიდა, ხელჩაჭიდებული სხვა გოგოსთან ერთად. დივანზე დაჯდა და ის უსირცხვილოც კალთაში ჩაუხტა.ისე დაიწყეს კოცნაობა,თითქოს იქ არც ვიყავით. გვერდით გავიხედე და სახლს ვათვალიერებდი. უცებ წინ ვიღაც ამესვეტა. გავხედე და ზეინი დავინახე,გამიღიმა და ჭიქა მომაწოდა.

 გავხედე და ზეინი დავინახე,გამიღიმა და ჭიქა მომაწოდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

-მადლობა,მაგრამ არ ვსვამ.

-კაი რაა!! ერთი ჭიქა არაფერს გიზამს.-დავფიქრდი,გონება მეუბნებოდა არას!!მაგრამ ინსტიქტებს ვენდე და ჭიქა გამოვართვი.ერთ მოყუდებაზე დავლიე,რაზეც ზეინს სიცილი აუტყდა.

-ანუ არ სვამ ხო?- ამაზე მეც გამეცინა.დოვი და ლიამი არ ჩანდნენ,მე უკვე რაღაცეებს ვფიქრობდი მათზე და დებილივით ვიღიმოდი.ვგრძნობდი ალკოჰოლს ჩემს ვენებში,ენერგიაზე მოვედი,უფრო მეტის დალევა მომინდა..

So far and So close  (დასრულებულია)Where stories live. Discover now