უკვე 2 საათია რაც ოთახში ვზივარ,მაგრამ როგორც 2 საუკუნე ისე მეჩვენება..ცრემლებიც აღარ მომდის ,უბრალოდ ერთ წერტილს ვაშტერდები და ეგაა.იატაკზე ვზივარ,ფეხები მოკეცილი მაქვს ,თაავი კი კედელზე მიდებული. ვიცი,მეძებენ,მაგრამ ეგეც საკითხავია. მეძებენ? თუ ჩემი არ ყოფნა ისევე ვერ შენიშნეს,როგორც ჰარიმ. გული ათას ნაწილად დამიშალა,ხელი მკრა და ხრამიდან გადამაგდო.
უცებ ფეხის ხმა მომესმა,წამოდგომის თავიც არ მქონდა..მუმიასავით გამოფიტული ვიჯექი და არაფერს ვაკეთებდი. კარი გაიღო,იქ კი სრულიად უცხო ბიჭი დავინახე.
-გამარჯობა.-მითხრა მშვიდად. მე კიდევ არაფერი მიპასუხია,ერთი თავი დავუქნიე და კვლავ იმ წერტილს მივაშტერდი. ბიჭი,რომლის სახელიც არ ვიცოდი,გვერდით მომიჯდა და ფეხები გაშალა.
-მე ბლეიქი ვარ..
-სანი-მხოლოდ ეს ვუთხარი.
-მზიანობის არაფერი გეტყობა-ჩავიცინე და კანკალით ვუთხარი
-ნეა ოდესმე მეტყობოდა? პირველად ვგრძნობდი თავს ბედნიერად და მიმაგდეს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს..მე ხო ვერადავერ ვისწავლე ხალხის ამოცნობა..ყოველთვის მათთან ვიჭერ ურთიერთობას,ვინც გულს მტკენს..-თავი ხელებში ჩავრგე და ტირილი დავიწყე. ბლეიქი ახლოს მოიწია და დიდი მკლავები მომხვია.ერთი ხელი წელზე მომხვია,მეორე კი კისერზე.თავი მხარზე ჩამოვადე და ტირილი დავიწყე..
-ჩშშშ..-თავზე მეფერებოდა ბლეიქი.თავი ავწიე,ცრემლები მოვიშორე და ვუთხარი
-ბოდიში,პიჯაკი დაგისვარე.
-არაფერია,მაინც არ მომწონდა-გამეცინა.-ბლეიქ,შეგიძლია აქედან წამიყვანო?აქ გაჩერება აღარ შემიძლია..-თავი დამიქნია,ადგა და წამომაყენა.
-ასე ვერსადაც ვერ გამოხვალ.გარეთ პაპარაცების ჯგროა,ხოდა ხვალ შენზე უკვე სტატიები იქნება,ამიტომ მოდი იქნებ ამ ოთახში რაიმე ვნახოთ-კარადასთან მივიდა.შარვალი,ჰუდი და კედები გამოაძვრინა.
YOU ARE READING
So far and So close (დასრულებულია)
Romanceსანი ერთი ჩვეულებრივი გოგონაა ოკლაჰომადან,რომელიც ემზადება კოლეჯში წასასვლელად,თუმცა ის კი არ იცის,რომ წინ უამრავი თავგადასავალი ელოდება. შეხვდება ნაცნობ,მაგრამ საძულველ ბიჭს,რომელმაც თინეიჯერობის წლები ჯოჯოხეთად უქცია..ვნახოთ რა იქნება? ნუთუ შესაძლ...