Enjoying the moment!!

1.7K 122 9
                                    

  კამპუსში როგორ შევედი აღარც მახსოვს. ისე მივდიოდი ოთახისკენ,როგორც ზომბი. თვალებს არ ვახამხამებდი,ხელებს არ ვამოძრავებდი,ფეხები კი ისე დამქონდა,თითქოს 20კილო იყო.როცა ოთახთან მივედი ბრაზი მომერია,შევედი და კარი იმხელაზე მოვიჯახუნე,რომ ლამის ჩამოვაგდე. ამ ხმაზე დოვმა თავი აბაზანიდან გამოყო და გაკვირვებულმა შემომხედა. პირში კბილის ჩოთქი ჰქონდა,ამიტომ თითით მანიშნა 1 წუთიო და კვლავ შებრუნდა აბაზანაში. ყუთი ტუმბოზე ჩამოვდე და ჰარის მაისური,რომელიც ჩემს საწოლზე იდო,სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე,მასვე მივაყოლე სკამზე გადაკიდებული შავი ჟაკეტი.

   დოვი გამოვიდა თუ არა,მაშინვე საწოლზე დახტა და სწრაფად მომაყარა კითხვები

-რა მოხდა გუშინ?ჰარიმ რა გითხრა? როდის გამოგიცვალაა? - ამ კითხვებზე დიდი სიამოვნებით ვუპასუხებდი,კაფის ინციდენტი რომ არ მომხდარიყო.

-არაფერი.ერთი დიდი იდიოტია ისიც და მეც,რომ მეგონა რომ ვითომ შეიცვალა.-ღიმილიანი სახე უცებ დაასერიოზულა.

-რა მოხდა?

-საიდან დავიწყო? 

-ვაბშე თავიდან! როგორც გეტყობათ,თქვენ უკვე იცნობდით ერთმანეთს.

-აჰამმ-თავი დავხარე და ის დამცირება გამახსენდა რაც გადავიტანე.თვალებზე ხელები ავიფარე და თავი დავხარე. დოვმაც წამიერი რეაქცია მოახდინა,მომეხვია და თმაზე მეფერებოდა.

-თუ გინდა სხვა დროს მომიყევი

-არა.ახლა მოვყვები,მართლა ამდენის დატოვება გულში,აღარ შემიძლია.-წელში გავსწორდი და ერთ წერტილს მივაჩერდი.დავიწყე მოყოლა თავიდან,სულ თავიდან. მოვუყევი ყველაფერზე,რასაც ვგრძნობდი მაშინ,როდესაც მამცირებდა. ცრემლებს ვერ ვიკავებდი ღაპაღუპით მომდიოდა და ვხედავდი დოვსაც როგორ აუცრემლიანდა თვალები.დღევანდელიც მოვუყევი ,იმ იდიოტ ბიჭზეც და ჰარიზეც.ბოლოს მკითხა

So far and So close  (დასრულებულია)Where stories live. Discover now