On the road..

1.8K 116 10
                                    

  დიდი მინის კარიდან თვალი მოვკარი შავ რეინჯ როვერს, როგორც ვხვდები ეს ლიამის მანქანაა.იქვე ლიამიც დავლანდე,დოვს ხელი მოვკიდე,ნაბიჯი უნდა გადამედგა ,თუმცა ისეთი რაღაც დავინახე,რომ ფეხი ჰაერშივე გამიჩერდა და პირი დავაღე.მანქანის წინა ბამპერთან შევნიშნე შავებში გამოწყობილი ჰარი,რომელიც სიგარეტს ეწეოდა და ტელეფონში იყურებოდა. მისი თითის მოძრაობით თუ ვიმსჯელებთ,ინსტაგრამს სქროლავდა.როდესაც დამინახა ოდნავ ჩაეღიმა,მე თავი დავხარე,თუმცა ჩვენთან არ მსოულა.მადლობა ღმერთს!!

 ლიამმაც დაგვინახა და ჩვენსკენ წამოვიდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

 ლიამმაც დაგვინახა და ჩვენსკენ წამოვიდა . ის გაკვირვება,რაც ჰარის დანახვამ გამოიწვია ღიმილით შევცვალე და ლიამს ჩავეხუტე. მანაც მომხვია უზარმაზარი მკლავები. უცებ დოვს შეხედა და რასაც ჰქვია თვალები ზედ დარჩა.დოვმაც დაიმორცხვა და თავი დახარა. ვუუმეე!!საყვარლებიი!!

  ლიამს თვალწინ თითები გავუტკაცუნე და შევძახე

-დედამიწა იძახებს ლიამს!!- მანაც თვალები სწრაფად დაახამხამა და ამ ჩემს ბავშვობაზე გაიცინა.-გაიცანი,ეს დოვია, ჩემი ოთახის მეზობელი. დოვ,ეს კიდე ლიამი,ჩემი მეგობარი.-მე უკან დავიხიე,არ ვიცი რატომ.მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და კვლავ დაიმორცხვეს. უნებურად მანქანისკენ გავიხედე სადაც ჰარი აღარ იდგა. ამოვისუნთქე, გავიფიქარე ,,რა კარგია,წავიდა,იქნებ მთელი ღამე არც ვნახო".ლიამი და დოვი რაღაცეებს ლაპარაკობდენ,მე ყურადღებას არ ვაქცევდი,მაგრამ უცებ ვიგრძენი,რომ ვიღაცამ მხარზე თავი ჩამომადო და წელზე ხელები მომხვია. შევხტი და წამოვიკივლე,ჩვენმა გვრიტებმა გამომხედეს,მეც უკან მივიხედე და იდიოტი ჰარი დავინახე.მაშინვე მოვიშორე მისი ხელები,მხარი,სადაც თავი ედო ჩამოვიბერტ( ვითომ ცუდი აურა მოვიშორე) და დოვის გვერდით დავდექი. 

So far and So close  (დასრულებულია)Where stories live. Discover now