ℂ𝕙𝕒𝕡𝕥𝕖𝕣 1 (𝕝𝕚𝕗𝕖 𝕚𝕟 𝕥𝕙𝕖 𝕔𝕒𝕤𝕥𝕝𝕖)

546 51 3
                                    

როგორც ყოველთვის, ძილს რკინის კარზე კაკუნის ხმა მაღვიძებს. იძულებული ვარ ავდგე, გავემზადო. ჩემს ხელებს ვაკვირდები, კანი ჩვეულებრივზე თეთრია, რათქმაუნდა მე ხომ არაზრდასრულების ციხეში ვარ და არა ჰაით კლასის სასტმროში. აქ ხალხი კვდება, ხშირად თავს იკლავენ. ისინი სუსტები არიან, მე კი დავიცდი მანამ სანამ არ შემოაღებენ კარს და იტყვიან:
-"ჯონ ჯონგუკ, დროა ხელშეკრულება დავწეროთ და გაგანთავისუფლოთ აქედან"
მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ სურვილია, ამას არავინ მისრულებს.

კარი შემოიღო, დაცვა შემოვიდა და რკინის ჯოხი საწოლის კუთხეს მიარტყა

-ლამაზად ჩაიცვი, 15 წუთში არ იქნები გარეთ და მზად იყავი მათრახით გცემო-თქვა დაცვამ, გაიღიმა და გავიდა

მისი სიტყვების მერე საწოლიდან სწრაფად ჩამოვედი, შავი ჯინსი და თეთრი მაისური ჩავიცვი, კიდევ კარგი ნორმალურ ტანსაცმელს მაინც არ მიზღუდავენ. გარეთ გამოსული სააბაზანოში შევედი, თავი მოვიწესრიგე და სარკეში საკუთარ თავს დავუწყე ცქერა. ღია ვარდისფერი სახის კანი თეთრი გამხდარიყო, ყელზე მკრთალი გამონაყარი საშინლად არ მსიამოვნებდა, მინდოდა რომ რამით დამეფარა მაგრამ მხოლოდ მაღალყელიანი ჯემპრებით შემეძლო.

თაფლზე ალერგია მაქვს, იციან ეს მათ მაგრამ რატომღაც თაფლიანი პურის გარდა დილაობით სხვას არ მაჭმევენ

როდესაც მოვრჩი სარკეში ცქერას გარეთ გამოვედი. მისაღებ ოთახში შევედი, სადაც პატიმრები მწკრივში იდგნენ. დაცვამ ხელი მკრა, მანიშნა რომ მათ შევერთებოდი, მეც იქვე დავდექი და იატაკს დავუწყე ცქერა. როდესაც პატიმრების რაოდენობა ხუთს აღდგენდა კარები დახურეს. დაცვა წინ დაგვიდგა და ყველას სათითაოდ დაგვაკვირდა. ჯოხი იქვე დააგდო და ლაპარაკი დაიწყო:

-როგორც მოგეხსენებათ, თქვენი ასაკი მალე სრულწლოვნობას მიაღწევს, თქვენ აქ ვეღარ გაჩერდებით, გადახვალთ ჩვეულებრივ ციხეში. ახლა სათითაოდ ჩამოვთვლი წლების რაოდენობას თუ ვის რამდენი წელი დარჩა ციხეში გასატარებელი, კრების მერე ჩაალაგებთ ტანსაცმელს და გადახვალთ სხვა ციხეში. მაშ დავიწყოთ
ლი იონგმეი - ორი წელი სამი თვე
მინ სანგმაო - წელიწად ნახევარი
ლი დუ საი - შვიდი წელი
მოი რიო - ცხრა წელი
ჯონ ჯონგუკი - თერთმეტი წელი და ორი თვე
აქ ვასრულებ კრებას, კითხვები თუ გაქვთ ათ წუთს გაძლევთ

𝕌𝕟𝕕𝕖𝕣   𝕙𝕚𝕤   𝕚𝕟𝕗𝕝𝕦𝕖𝕟𝕔𝕖Where stories live. Discover now