ℂ𝕙𝕒𝕡𝕥𝕖𝕣 2 (𝕓𝕠𝕤𝕤)

437 48 4
                                    

ველოდებოდი როდის იტყოდა იმ ხერხს, რითიც მე შემეძლებოდა უკეთ ყოფნა იქ წყვდიადში. მძღოლმა შემომხედა და საუბარი დაიწყო

-ამბობენ ნახევარი წელია რაც კიმი და მისი ცოლის სიკვდილის მერე ციხის დირექტორობა მათმა ვაჟმა კიმ თეჰიონმა ჩაიბარა. ამბობენ კარგი დირექტორიაო, მამამისისგან განსხვავებით ხალხს არ კლავსო, მაგრამ ეს უბრალოდ სმენებია. რაც გადამყავდა ციხიდან პატიმრები, ამბობდნენ რომ ბატონ კიმს საშინლად სიამოვნებს ტკენა, ასი პატიმრიდან სამ პატიმარს არჩევს, მთელი თვე აკვირდება მათ, გაცილებით კარგად ექცევა. ვინც იმსახურებს კომფორტს უგრძელებს, ვინც არ იმსახურებსო სცემდნენ მანამ, სანამ ტყავი არ ასძვრებათ. ფავორიტებში ყველას უნდა მოხვედრა მაგრამ რთულია. რახან დღეს თქვენ ექვსნი- წამით დაფიქრდა და შეასწორა- ხუთნი მიხვალთ ფავორიტი თუ არ ყავთ ერთერთ თქვენგანს აირჩევს. ფავორიტი თუ დიდხანს გაძლებს ასე გადაყავთ თეჰიონის საძინებელში, ამბობენ იქ ვინც დარჩა მეორე დილას ადრე არ გამოსულაო, მეტიც ხილის და შოკოლადის ასორტი აქონდათ, ოთახიდან სიცილის ხმა გამოდიოდაო. ბატონი კიმი სასჯელის მისაცემადაც არ გვესტუმრებოდაო. მთელ დღეს პატარასთან ატარებსო

-გამოდის რომ მისი ნაშა უნდა ვიყო? 11 წელი?-თავი ფანჯარას მივაყრდნე, მან მანქანა დაძრა. ყავას ნელა ვსვამდი და ვხვნეშოდი

-მორჩილი იყავი თეჰიონის მიმართ, სიჯიუტით ვერაფერს მიაღწევ ეგ იცოდე

დარჩენილი გზა ვდუმდით. მე ვფიქრობდი ის კი ტარებას აგრძელებდა. მალე ჭიშკართან გაჩერდა მანქანა, ჭიშკარი გაიღო და ეზოში შევედით, კაცმა ჩემი ყავის ჭიქა დამალა

-არ თქვა რომ ჩემთან ჭამე ან რამე დალიე, რომ მესაუბრე არაფერი თქვა პასუხს ამაზე ორივეს მოგვთხოვენ, წარმატებებს გისურვებ-გამიღიმა მან, საპასუხოდ მეც გავუღიმე მადლობა გადავუდადე და ტრანსპორტიდან ფრთხილად ჩავედი. ზურგჩანთა მოვიკიდე და ციხეს შევხედე

𝕌𝕟𝕕𝕖𝕣   𝕙𝕚𝕤   𝕚𝕟𝕗𝕝𝕦𝕖𝕟𝕔𝕖Where stories live. Discover now