avtor pov
დღე დღეზე ისე გადიოდა რომ გუკი ვერ ამჩნევდა ცვლილებებს. თეჰიონი მას უფრთხილდებოდა, ცივ ნიავს არ აკარებდა. საკანი ბიჭს დაევიწყა და შეჩვევა თბილი საწოლის მიმართ დაიწყო.
მის მიერ შეკვეთილ საჭმელს ნახევარ საათში აწვდიდნენ პიდნოსით, რაც შეეხება თეჰიონს ის დიდად ვერ იცლიდა რომ მის პატარასთან დამჯდარიყო
ახაოვდა რამე კომფორტულ საწოლში მწოლიარე ბიჭს? ნუთუ კვლავ არაფერი ახსოვდა? მას პატარ-პატარა სცენები უტრიალებდა თავში წარსულიდან, მაგრამ იმის აღიარება რომ თეჰიონი მისი ყოფილი იყო ერთ დროს დღესაც ვერ შეძლო
ერთი კვირა იქნებოდა გასული მას მერე რაც ჯონგუკი მიჩვეულიყო ამ კედლებს. ერთი საღამო მეტად უცნაური აღმოჩნდა პატარასთვის, ვერ გაეგო რა ხდებოდა თეჰიონის თავს
საღამო იყო, ღამდებოდა. ჯონგუკი საწოლზე იჯდა და ფურცელზე უაზროდ ხატავდა, მაგრამ ეს უაზრო ნახატები ძალზეც ლამაზი იყო
თეჰიონი ოთახში შევიდა, ხელში საბუთები ეჭირა გაღიზიანებული იყო. მაგიდაზე დაყარა ფურცლები და ხელები მაგიდის კუთხეებს მიაყრდნო. აკვირდებოდა ხელშეკრულებებს და სიმწრისგან მაგიდას მუშტებს ურტყავდა
ჯონგუკი ჩუმად წამოდგა საწოლიდან, თეჰიონს ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და გვერდით დაუდგა
-თეჰი, მოხდა რამე?-თითები მხარზე შეახო და სცადა თვალებში ჩაეხედა მაგრამ შერცხვა და ვერ გაბედა
-პატარავ, დაიძინე ყველაფერი რიგზეა. მიდი უსიტყვოდ დაწექი და დაიძინე, თორემ მოგხვდება
რათქმაუნდა პატარა არ დაჯერდა მის სიტყვებს, თითებზე ნაზად შეეხო. სირცხვილს ებრვოდა, ბოლოს კი როდესაც სითამამე გამოიჩინა თვალებში შეხედა და ცერა თითით მის ხელის გულებს დაუწყო ფერება
-თეჰიონ, მე არ გაძალებ რომ მომიყვე. უბრალოდ ასე განიცდი, ვერ გიყურებ ასეთს არ შემიძლია-ამოიჩურჩულა ბაჭიამ და მას სხეულზე მიეკრო
YOU ARE READING
𝕌𝕟𝕕𝕖𝕣 𝕙𝕚𝕤 𝕚𝕟𝕗𝕝𝕦𝕖𝕟𝕔𝕖
Adventureმის წინ ატირებული ვიდექი, ის მიყურემდა. მიყურებდა და იღიმოდა. იჯდა სავარძელზე, არ აღელვებდა არაფერი, ხელთ მოქცეული ქამარი მწარედ შემომარტყა ბარძაყებზე, სიამოვნების ღიმილი არ ტოვებდა მის სახეს -იტირე პატარავ, მეტი შეგიძლია. იტირე-გახურებულ ქამარს სხე...