Tᴀᴇʜʏᴜɴɢ ᴘᴏᴠ
გასულ საათში დაცვამ მოასწრო ჩემს მიერ მიცემული დავალების შესრულება. ოთახში მას კვალად ხუთი პატიმარი შემოყვა. ჩემდა გასაკვირად ერთი გოგონა იყო
-მაშ ასე, მე თქვენ განდობთ ჩემი საყვარელი ადამიანის სიცოცხლეს. მე თქვენ გაძლევთ შანსს რომ იცხოვროთ როგორც პატიმრებმა და არა როგორ მონებმა. აქედან გასვლის შემდეგ დიდი რაოდენობით თანხას მოგცემთ, წლებს მოგიჭრით. სახლსაც გიყიდით თითოეულ თქვენგანს. მაგრამ საპასუხოდ თუ ვერ გაუმკლავდით ამ საქმეს თქვენს მხრებს თავი მოსყდება. როგორც ვიცი ყველაზე მოხერხებულები თქვენ ხართ და ვატყობ თქვენგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს ჩემს მოქალაქეობას. გამეცანით და თქვით მზად ხართ თუ არა რომ ეს გამოწვევა მიიღოთ
ისინი დაფიქრდნენ შემდეგ სათითაოდ დაიწყეს
-ბრედ ვაილდი. ჩემი ასაკი 36 წელს შეადგენს. დაპატიმრებული ვარ ცამეტი კაცის მკვლელობისთვის მომისაჯეს 20 წელი-სიტყვების პატრონი დიდ სხეულს ფლობდა, მისი თავდაჯერებულობა მომწონდა
-ტერუ დოსაკომი. 26 წლის დამაპატიმრეს ცხრა მაღაზიის გაქურდვის გამო. მეტი რა დავამატო არც ვიცი-გაეცინა. სხეული სულ ტატუებით იყო სავსე, პირსინგებით და იაპონელის ფონზე კარგ ტანს ფლობდა. მომწონს
-მეისი ლოენი-გაიცინა ქერათმება გოგონამ და ტუჩი მოიკვნიტა- 23 წლის ვარ. დამიჭირეს ბარში იარაღის მოხმარების გამო როგორი საწყენია
მისი სახე მოიღუშა, მაგრამ აშკარაა რომ ყალბად რადგან წამებში ისევ სიცილი დაიწყო
-მეისი, რა გაგაჩნია ისეთი რაც სხვას შეიძლება არ გააჩნდეს?-ვკითხე გრძელთმებას და დავაკვირდი
-ტვინი, მიუხედავად იმისა რომ გიჟს ვგავარ და გიჟი ვარ ძალა და ტვინი მაქვს რაც სულ მეხმარება
ეს გოგონა მომწონს, როგორი მონდომებულია
-ნება მომეცით, კიმ სომბაი. 41 წლის. დაპატიმრებული ვარ პოლიციის ოფიცერის მკვლელობის გამო. მეტს ვერ დაგაკმაყოფილებთ ჩემზე ინფორმაციით-თქვა თუ არა მზერა ამარიდა. საინტერესოა
YOU ARE READING
𝕌𝕟𝕕𝕖𝕣 𝕙𝕚𝕤 𝕚𝕟𝕗𝕝𝕦𝕖𝕟𝕔𝕖
Adventureმის წინ ატირებული ვიდექი, ის მიყურემდა. მიყურებდა და იღიმოდა. იჯდა სავარძელზე, არ აღელვებდა არაფერი, ხელთ მოქცეული ქამარი მწარედ შემომარტყა ბარძაყებზე, სიამოვნების ღიმილი არ ტოვებდა მის სახეს -იტირე პატარავ, მეტი შეგიძლია. იტირე-გახურებულ ქამარს სხე...