ℂ𝕙𝕒𝕡𝕥𝕖𝕣 4 (𝚒𝚗 𝚖𝚢 𝚖𝚒𝚗𝚍)

379 42 3
                                    

არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა, მაგრამ როდესაც გავიღვიძე გვერდით თეჰიონი იწვა. მშვიდად ეძინა. საბანი არ ეფარა, რადგან მთელი საბანი რაც საწოლზე იყო ჩემს სხეულზე გადაენაწილებინა.

მისი მეშინია, მეშინია რომ თავი მკერდზე დავადო და საბანი მასაც დავაფარო. არ ვიცი რას მიზამს ამის გამო. რაც შევძელი მხოლოდ საწოლიდან ფრთხილად ჩასვლაა. ფეხშველა ოთახში დავდიოდი და ვათვალიერებდი გარშემო მყოფ ნივთებს.

საწოლს დავაკვირდი, საწოლის ქვეშ პატარა საკანსაც. როდესაც მაღლა ავიხედე თეჰიონი წამომჯდარიყო და მზერა ჩემზე გაეჩერებინა

ამ მზერის დანახვაზე შევშინდი, თავი დავხარე და რამოდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი

მან რაცია აიღო იქვე მყოფი, თითი ღილაკს მიაჭირა და ხმადაბლა თქვა:

-შეგიძლიათ შემოხვიდეთ

ოთახის კარი გაიღო, შემოვიდა კაცი თეთრი პერანგით, მის უკან დაცვა რომელიც კართან დადგა, თეჰიონი კი საწოლიდან ჩამოსვლას არ კადრულობდა

-გამარჯობა ჯონგუკ, მე პაკ მონგსაი ვარ. ახლა უცბად ჩაიცვი და წამომყევი. ზედმეტი კითხვების გარეშე რომ ვიყოთ უკეთესი იქნება-თქვა თეთრებში გამოწყობოლმა და თეჰიონს შეხედა

თეთრი შარვალი მეცვა, ფართო. თეჰიონის მაგიდაზე კი ვარდისფერი მაიკა იდო რომელიც აშკარად ჩემთვის იყო განკუთვნილი. მაისური ჩავიცვი და თეჰიონის საწოლთან მივედი. ფრთხილად ავძვერი მასზე და თეჰიონს ხმადაბლა ვკითხე:

-ვინ არის ეს კაცი?

მას ჩაეცინა და მხრები აიჩეჩა

-სანამ არ გამოგიშვებს მასთან იყავი

იძულებული საწოლიდან ჩავედი და მამაკაცს გავყევი. დერეფნებში მისი სიარულის ხმა ისმოდა, მე კი მის უკან ისე მოვბაჯბაჯებდი, ფიმ ჩემი ფეხსაცმლის ხმა ბავშვის სირბილის ხმას შეედრებოდა

𝕌𝕟𝕕𝕖𝕣   𝕙𝕚𝕤   𝕚𝕟𝕗𝕝𝕦𝕖𝕟𝕔𝕖Where stories live. Discover now