თავი 10

2.6K 143 2
                                    

უკვე 1 კვირა გავიდა იმის შემდეგ რაც ჯონგუკმა თავისი გრძნობების შესახებ მითხრა. მთელი ამ დროის განმავლობაში ერთმანეთი არგვინახავს, რადგან სულ გადარბენაზეა ქორწილის განო. მალე ჩვენი ქორწილია და ცოტას ვღელავ. არვიცი ეს რატომ ხდება მაგრამ როდესაც ჩემს ქორწილს ახსენებენ მაშინვე კანკალი მიტანს მთელ ტანში. ვფიქრობ ეს ან შიშია ქორწილის და შემდეგი მოვლენების რომლის ერთად განვითარებაც მოგვიწევს და ან მოლოდინი იმისა თუ რა მელის დაახლოებით 5 დღეში.
ცოტახანში ჯეიქეის დედა მოვა და საქორწინო ნივთების საყიდლად უნდა წავიდეთ. ვუთხარი მარტოც შემიძლიათქო თუმცა რააზრიაქვს ის ისეთი ჯიუტია არიანნ...
მოკლედ საყიდლების შემდეგ ვახშამიგვაქვს სადაც ჩემი მეგობარი მეიც იქნება.
სანამ წასასვლელად მოვემზადებოდი ვიფიქრე ცოტახნით საწოლზე წამოვწვები და ინსტაზე ვიძრომიალევთქო. მაგრამ რააზრიაქვს ჩემი კაპარჩხანა დაქალი რის დაქალია თუ არ ჩამაშხამა ეს ნებივრობა.
მეი— მინაა— მეძახის მისთვის უჩვეულო ნაზი ზმით რაც მისგან ძალიან მაკვირვებს.
მე— რაგინდა მეიი?! — ვეძახი მობეზრებით და ოდნავ თავს ვწევ ბალიშიდან— ნიკოფშიიდან დარუბანდამდე რო მეძახი და გადაგიტყავდა ყანყრატო, ამოდი და მითხარი რაგინდა.— თან საწოლზე ვგორაობ და ინსტაზე ვაგრძელებ ძრომიალს.
მეი— საყვარელო ჩამოდი გელოდებიან.— ისევ ნაზი ხმა.
საწოლიდან წამოვდექი და მისაღებისკენ გავეშურე. თან მივფორთხიალობდი და თან ვბუზღუნებდი რომ კომფორტს მომაშორეს.
მე— შენ რაიყო კვერცხი გადაგაყლაპეს თუ ყანყრატო ამოგიტრიალეს ესე ნაზად რო მეძახი.— ვეუბნები და უკვე მისაღებში უნდა შევსულიყავი როდესაც ჯონგუკი დავინახე. გეფიცებით პირდაპირ შოკში ჩავვარდი. წარმოიდგინეთ როგორია როდესაც თქვენი მომავალი საქმრო თქვენთან სტუმრად მოდის და ამდროს თქვენ ჩიტის ბუდესავით აბურდული თმით, აჩაჩულ-დაჩაჩული პიჟამოებით, სახლის ფაჩუჩებით, რომელიც ძალიან დიდია და ამავდროულად ზედ დათუნია აზის და საშინლად აზელილი სახით ხვდებით?!. ნუუ ალბად თქვენზე მეტად ის ჩავარდებოდა შოკში ასეთი კლოუნის დანახვისას და ქორწილსაც გადაიფიქრებდა, რაც გასაკვირი არუნდა იყოს ამ შემთხვევაში.
მეი— მინაა სტუმარი გვყავს.— ისეთი ხმით მეუბნება თითქოს პირდაპირ დედას მაგინებს ასეთი მდგომარეობით რომ გამოვეცხადე წინ.
ჯკ— მშვენივრად გამოიყურები— მეუბნება და სიცილს ძლივს იკავებს.
მე— დიახაც ძალიან კარგად გამოვიყუდები. შენ ის მითხარი აქ რაგინდა.
ჯკ— როგორც იცი აქ დედაჩემი უნდა მოსულიყო.
მე— კი და მერე?
ჯკ— მერე ის რომ მის მაგივრად მე მოვედი და მე უნდა წაგიყვანო საყიდლებზე.
მე— და შენ რატომ?
ჯკ— იმიტომ რომ ვერ ახერხებს მოსვლას და ამიტომაც ჩვენ მოგვიწევს წასვლა. ვახშამზეც იქიდან გავივლით.— მეუბნება და ეშმაკურად მიღიმის.
მე—ეჰჰ სამწუხაროა მაგრამ ტყუილად გიწვალია, რადგან მე არ ვაპირებ შენთან ერთად სადმე წამოსვლას. ამიტომ ჯობია უკან გაბრუნდა საყვარელო.
ჯკ— მე აქედან არსად არ წავალ გარდა სავაჭრო ცენტრისა რომლის შენთან ერთად შემოვლასაც ვაპირებ. სოუ... ეხლა ახვალ გამოიცვლი და აქ დაგელოდები. თუმცა რაღა გამოცვლაა საჭირო ისედაც კარგად გამოიყურები.— მითხრა და ცინიკურად გაიცინა.
მე— უუხხ იდიოტი— ჩავიბუტბუტე და მაღლა წავედი გამოსაცვლელად. სიმართლე გითხრათ შემეძლო შევწინააღმედეგებოდი მაგრამ არმინდა, არმაქვს იმის თავი რომ იმ უჯიშოს ვეკამათო.
მოკლედ ავსქურე გამოვიცვალე და გამოვსქურე.
ჯკ— წავედით?
მე— უუჰჰმმ.
უკვე მანქანაში ვიჯექით და სავაჭრო ცენტრისკენ გვქონდა აღებული გეზი. მანქანაში სიჩუმე სუფევდა, თუმცა როგორც ყოველთვის ჩვენ ორიდან სიჩუმეს ერთი არღვევს და ის ერთიც აი ეს კურდღელია რომელიც გვედით მიზის.
ჯკ— მინა ჩემს კითხვაზე პასუხი არგაგიცია.—მეუბნება და საჭეს არ აშორებს თვალს.
მე— რომელ კითხვაზე?— რათქმაუნდა ვიცოდი რასაც გულისხმობდა მაგრამ მოდი ესე ვთქვათ თავს ვიდებილებ.
ჯკ— დავიჯერო არიცი რაზე გეკითხები?
მე— და რომ ვიცოდე რაგგონია იმდენად სულელივარ რომ შენ გკითხავდი?
ჯკ— კარგი მაშინ ესე გეტყვი. წინა დღეებში რომ გკითხე გქონდა თუარა ჩემს მიმართ რაიმე გრძნობა სიძულვილის გარდა, აი ამაზე გეკითხები. მაინტერესებს რას ფიქრობ ჩემზე.
მე— ჯეიქეი იცი... შენ ამ ბოლოდროს კარგი ბიჭი გახდი მაგრამ მე შენს მიმართ არანაირი გრძნობა არმაქვს. თან მიუხედავად იმისა რომ ჩვენ დაახლოებით 2 თვეში ისევ უნდა გავქორწინდეთ გრძნობია გაჩენა ზედმეტია რადგან ამ შემთხვევაში ორივე დავიტანჯებით.
ჯკ— აჰაამ გასაგებია. მაგრამ მინდა გითხრა რომ მოგვიწევს ერთმანეთის ატანა მიუხედავად იმისა რომ მალე ცოლქმარი გავხდებით.
მე— კარგი.—დავეთანხმე და თავი დაბლა ჩავხარე დამნაშავე ბავშვივით.
ჯკ— მაშინ ესე ვქნათ არანაირი 2 თვე...—საუბარი არ დავასრულებინე.
მე— რაა? მოიცა ანუ სამუდამო?! მე არვაპირებ სამუდამოდ...— არც მან დამამთავრებინა.
ჯკ— ჯერ დამასრულებინე. ე.ი ბინც რამდენი ხანი გაძლებს ისწ ვიყოთ. ოღონდ 1 თვეზე ნაკლები არა გაწყობს?— ახლა უკვე გზას მოაშორა თვალები და მე შემომხედა.
მე—ანუ ვინც რამდენიხანი გაძლებს და 1 თვეზე გაკლები არა? ჰჰმმმ სარფიანია. კარგი იყოს ეგრე.— ხელი გავუწოდე და მანაც ჩამომართვა.
თურმე რა ძლიერი და მამაკაცური ხელი ჰქონიააააა. ოოხხხ მინა მოკეტე რეებს ამბობ იდიოტო.
უკვე სავაჭრო ცენტრში ვიყავით და ძალიან ბევრი რაღაც ვიყიდეთ. უკვე ორი რაღაც გვქონდა საყიდელი. საქორწინო კაბა და 1 ღამის საცვლები რომლის ყიდვასაც არვაპირებს.
უკვე სალაროსთან ვიყავით რომ ბოლო საყვარელი კაბა ვიყიდე და ჯეიქეი მეუბნება რომ ჩემთვის "სიურპრიზი" აქვს. მეც დავთანხმდი და გავყევი. თვალებზე ხელი მქონდა აფარებული და სადღაცას მიმათრევდა. როდესაც ხელი მომხსნა კინაღამ ჭკუიდან გადავედი და ერთი მაგრად ვუთავაზე მხრებში. მან მე საცვლების მაღაზიაში მომიყვანა სადაც მხოლოდ პირველი ღამის თეთრეული იყიდებოდა.
მე— სულ გადაირიე? აქ რატომ მომიყვანე?
ჯკ— აქ იმიტომ მოგიყვანე რომ გადახედო რა გვჭირდება და ჩვენც ვიყუდოთ. აბა რაგინდა პორველ ღამეს პიჟამოებით უნდა მომიწვე?— ეშმაკურად ჩაიცინა და კონსულტანტებს გახედა რომლებიც ჩუმად იცინოდნენ.
მე— მომისმინეე შენი ცოლი კი ვხდები მაგრამ არანაირი პირველი ღამე არიქნება გაიგე?— ისე ჩუმად ვეუბნები რომ მის გარდა ვერავის გაეგო.
ჯკ— აა საყვარელო ანუ გონდა რომ მე აგირჩიო?— მეუბნება ოდნავ ხმამაღლა რომ მთელი მაღაზიის ყურადღება მიიოყროს. ნუუ ასეც მოხდა და მინდა გითხრათ ძალიან შემრცხვა.
მე— ხოო კარგი მე ავარჩევ იღონდ შენ აქედან გადი სირცხვილია.
ჯკ— არაა მეც აქ ვიქნები. მაინტერესებს რასაირჩევ ან მოიცა მე აგარჩევინებ. — მივიდა და ერთ ტანგა ტრუსიკს დაავლო ხელი. ამდროს მე უხერხულობისგან ვკვდებოდი და ამიტომაც მე გარედ გამოვედი და მას დაველოდე როდის მოიფხანდა გულს. ისიც მალევე გამოვიდა და...

მაფიის შვილები (დასრულებული)Onde histórias criam vida. Descubra agora