თავი 33

1.8K 116 29
                                    

შუგა— როგორ მომენატრე შუმახეროო...— მთელი გულით ჩამეხუტა და თვალე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა... არასდროს წარმომედგინა რომ შუგა იტირებდა... მითუმეტეს ჩემს გამო... ის ერთი შეხედვით უგულო და ცივი ადამიანი ჩანს... ყოველთვის ცდილობს რომ ის დამალოს რასაც გრძნობს მაგრამ ეხლა... ეს სულ სხვა იყო... ის თავს არ იკავებდა... მითუმეტეს ტარტაროზი თეჰიონის წინაშე... რომელიც აუცილებლად შეახსენებდა ამ მომენტებს... და ყელში ამოადენს თავისი ხუმრობებით...

მე— მეც მომენატრე... ყველა ძალიან მომენატრეთ...— ყველას სათითაოდ გადავეხვიე და შემდეგ მაგიდასთან შემოვიპატიჟე...

დიდიხანი ვსაუბრობდით... ყველა თემაზე რაც ამ 3 წლის განმავლობაში მოხდა... ბიჭებმა და ჯონგმიმ ერთმანეთს კარგად გაუგეს და დამეგობრდნენ...

ჯინი— მინა რატომ არ გვითხარი რომ ცოცხალი იყავი?— უეცრად მკითხა და პასუხის მოლოდინი თვალებით შემომხედა...

მე— ჯინ... იცი?!.. როდესაც კომიდან გამოვედი და გავიგე რომ ის ბებერი გაიქცა... შემეშინდა რომ ის თუ არა მისი რომელიმე თანამძრახველი ჩემს შვილს ან ქუქის რამეს დაუშავებდა... ამიტომაც თუ თავს მკვდრად გამოვაცხადებდი ეგონებოდა რომ გაიმარჯვეს და გაჩერდებოდნენ... ამ დროის განმავლობაში რაც მე ნიუ იორკში ვიყავი ჩემი ბიჭები ბებერ ლის ეძებდნენ... და უკვე როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდა გადავწყვიტე რომ ჩამოვსულიყავი და ჩემი შვილისთვის ის ქვეყანა მეჩვენებინა რომელშიც დაიბადა...

ნამჯუნი— მოიცა ეგ როგორ შენ ხომ 7 თვის ორსული იყავი რო გაუჩინარდი... ანუ თავიდანვე კორეაში იყავი?...

მე— როდესაც მერვე თვეს ვამთავრებდი უკან დავბრუნდი... რადგან მინდოდა რომ ჩემი შვილი კორეის მოქალაქე ყოფილიყო... თან ამერიკაში ყველაფერი მოვაწყე და რო დაიბადა გამზადებულზე წავიყვანე...

ვი— და ჯონგუკს როდის ეტყვი?...— სევდიანი თვალებით შემომხედა და ჯონგმის თავზე ხელი გადაუსვა..

მაფიის შვილები (დასრულებული)Où les histoires vivent. Découvrez maintenant