1. შენი არასდროს გავხდები.

2.9K 143 128
                                    

ჩაბნელებულ ოთახში კარი ჭრიალით იღება. მაღალი, ქერა თმიანი ალფა მოხდენილად მიაბიჯებს და ოთახის კუთხეში მოკუნტულ ომეგას ხედავს, რომელსაც მუხლები მოეხარა და თავი ზედ ჩამოედო. ხმაურზე თავს მაღლა წევს და აცრემლებული თვალებით ათვალიერებს ალფას.

- გამარჯობა, ჯიმინ,- ღიმილით ამბობს ნამჯუნი. მასთან ახლოს მიდის და დამფრთხალ ომეგას ხელზე ეხება, ჯიმინი ხტება. აცახცახებული ცდილობს აკრულ კედელს კიდევ უფრო აეკროს, ნამჯუნი კი ხელს უკან წევს რომ უფრო არ შეაშინოს პატარა. - ნუ ტირი, მე დაგეხმარები. აქედან წაგიყვან.

კვლავ უღიმის, ჯიმინი კი მაინც შეშინებული შესცქერის. ნამჯუნი ხელს წელზე ხვევს და ჰაერში იტაცებს. ომეგა ფართხალებს, ყვირილი უნდა, მაგრამ ტირილისგან ხმა ჩახლეჩილი აქვს და უბრალოდ ხავის. ნამჯუნი გვერდს უვლის ჯიმინის მამას, ალფა კი მკლავში ეჭიდება და აჩერებს.

- საფასური?- წარბებს წევს კაცი და თითებს წინ იშვერს.

- შენ მას შეეხე. საფასურს მთხოვ, არა?- ცრის კბილებში და ცივად ათვალიერებს ალფას, რომელსაც ღიმილი სახეზე შეშრობოდა. ოთახში ნამჯუნის დაცვა შემოდის, კიმი კი გზას განაგრძობს მომტირალ ჯიმინთან ერთად. ალფას დაცვა აკავებს, გასასვლელში ნამჯუნი ჩერდება და თავს გვერდით ატრიალებს.

- ის თითები მოამტვრიეთ, რომლითაც ჩემს ომეგას შეეხო. შემდეგ კი თქვენია,- ბრძანებას აძლევს დაცვის უფროსს, ჯექსონს. შემდეგ კი ისტერიკაში ჩავარდნილ ჯიმინს მანქანაში სვამს.

• • •

ჯიმინი ფიქრობდა რომ ოდესმე ისეთი ცხოვრება ექნებოდა, როგორზეც ოცნებობდა ან მინიმალური იმისა, რასაც ღამ - ღამობით სიზმრებში ნახულობდა. ვინ წარმოიდგენდა რომ ახლა ისეთი ცხოვრებაზე ინატრებდა, სადაც ნამცეცები მისთვის უფრო ბედნიერების მომტანი იქნებოდა, ვიდრე მდიდრულად გაწყობილი მაგიდა. ახლა მოკუნტული წევს უზარმზარ საწოლში, პატარა ბალიშს ეხუტება.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now