20. უმშვენიერესი.

1K 101 21
                                    

ნამჯუნი გაბადრული სახით დაიარება მთელი დღე. სამსახურში აღარ წასულა, ჯიმინთან ერთად სურდა დროის გატარება, პაკმა ყველა მსახური დაითხოვა სამი დღით, მიზეზად კი მათთვის თავისუფალი დროის მიცემა გამოიყენა. ჯიმინი ოთახში ვერ გადიოდა ისე ალფა უკან რომ არ გამოკიდებოდა, ხან უკნიდან ეკვრიდა და წელზე ხელებს უცურებდა, ხან კისერში პატარა კოცნებს უტოვებდა, რაზეც პატარას ეღიტინებოდა, იშმუშნებოდა და თან იცინოდა. ალფას კი სიამოვნებას ანიჭებდა ეს ყოველივე.

- დღეს წვეულებაზე მივდივართ, ხომ არ გახსოვს?- კითხულობს კიმი და სარკის წინ მდგარ ჯიმინს უღიმის.

- კი, მახსოვს მაგრამ რა უნდა ჩავიცვა? მე თითქმის არაფერი მაქვს,- დამწუხრებული ტრიალებს მისკენ, ალფა ქვედა ტუჩს კბენს, ზურგით საწოლზეა გადაწოლილი და ხელებს ეყრდნობა. ჯიმინისთვის ზედმეტად სექსუალური პოზაა.

- მაგაზე არ იდარდო, შუადღეს მოიტანენ ტანსაცმელს,- თვალს უკრავს ომეგას. ჯიმინი ეშმაკურად იღიმის და მის გვერდით ეცემა.

- დავიღალე, მთელი დღეა ვწევარ,- ბუზღუნებს და ნამჯუნისკენ ტრიალებს.

- ჩემთან ყოფნა გღლის?- კითხულობს უეცრად ალფა. ჯიმინს კი თვალები უფართოვდება.

- რა სისულელეს ამბობ?- წარბებს ჭმუხნის და ტუჩებს წინ წევს.

- მაშინ რას მივაწერო შენი ეს ნათქვამი?- ალფა სრულიად მშვიდად საუბრობს, არანაირი გაღიზიანება არ იგრძნობა მის ხმაში.

- ეგ არ მიგულისხმია, ჯუნი. უბრალოდ მთელი დღე სახლში ყოფნა და წოლა მოსაბეზრებელია. აი შენ, დადიხარ კომპანიაში, მუშაობ. მე კი არაფერს ვაკეთებ,- ბუზღუნს განაგრძობს ომეგა.

- შენთვის საქმეს აუცილებლდ გამოვნახავ, პატარავ. ნუ მოიწყენ, გთხოვ,- ნამჯუნი მისკენ იწევა და ცხვირზე ჰკოცნის. ჯიმინს მისკენ აჩოჩებს და მკერდზე ზურგით იკრავს, თავს მის კისერში რგავს და ლოყით მის ფუმფულა ლოყას ედება.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now