22. მიყვარხარ, სიკვდილამდე, ტკივილამდე.

1.5K 117 119
                                    

ომეგები დაღლილები სხედან ერთ - ერთ მაგიდასთან. თავიანთ ალფებს ელოდებიან, რომლებიც გაცხარებული საუბრობენ სხვა დანარჩენებთან ერთად. საბოლოოდ ამ დისკუსიაზე ნახევარ საათს ხარჯავენ.

- მორჩა, აქედან მივდივარ,- ამბობს მკაცრად ნამჯუნი და დანარჩენებთან ერთად ომეგებს უახლოვდება.

- მეც ასევე, თორემ ვიღაც შემომაკვდება,- ცრის კბილებში ჯონგუკი და თმებს უკან იყრის.

- ჰოსოკი სად არის?- კითხულობს თეჰიონი და ფეხზე დგება.

- მალე დაბრუნდება,- ამბობს ომეგებისთვის უცნობი ალფა.

- ეს სოკჯინია, გაიცანით, მარტოხელა ალფა,- ხასიათი მალევე ეცვლება ნამჯუნს და სიცილით აცნობს ომეგებს.

- რატომ ფიქრობ ასე, რომ იცოდე გარეთ ისეთი ლამაზი ომეგა მიცდის,- ოცნებებში დაფრინავს კიმი.

- ჰო და მე ფრენა შემიძლია, აბა რა,- დასცინის ჯონგუკი და იუნგისთან მიდის.

- თეჰიონ, აქ ვარ,- ამბობს ჰოსოკიც და კიმს ფეხზე აყენებს.

- სასიამოვნო იყო თქვენთან დროის გატარება, და ხო, ჯონ ჯონგუკ, მართლაც მელოდება ომეგა. ასე რომ ჩემი წასვლის დროა, მიხარია რომ შეგხვდით. იმედია ერთ დღეს ისევ ვნახავთ ერთმანეთს,- ღიმილით ამბობს ჯინი და ალფებს ემშვიდობება.

- ჩვენც უნდა წავიდეთ, ძალიან დავიღალე,- ამბობს თეჰიონი და ჰოსოკს ეყრდნობა.

- მოდით, ერთად ვივახშმოთ ამ დღეებში,- ამბობს ჯონგუკი. ყველას ძალიან მოსწონს ეს აზრი. ახლა ძალიან უნდათ სახლში ყოფნა, ამიტომაც დეტალების გარკვევას აღარ იწყებენ. ფეხზე დგებიან და ერთმანეთს ემშვიდობებიან.

- თავს გაუფრთხილდი, თე,- ეუბნებიან ერთდროულად ჯიმინი და იუნგი კიმს. შემდეგ კი მაგრად ეხვევიან. ნამჯუნი სანამ დანარჩენ ალფებს ემშვიდობება, ჯიმინი კიდევ ერთი ჭიქის დალევას ასწრებს.

- მოსაწყენი იყო,- ამბობს ნამჯუნი და მანქანში ჯდება.

- ჰო, იყო, მაგრამ თეჰიონი და იუნგის წყალობით  გავერთე,- ამბობს ჯიმინი ნაზი დაბალი ხმით.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now