5. დანებდი და სამყაროს დაგანახებ.

1.1K 121 40
                                    

იმ ღამეს ნამჯუნი სახლში არ ბრუნდება. ჯიმინი კი თავის ოთახში ზის, საწოლზე, ყურებდაქცევტილი და კარებს შეჰყურებს. ყოველ გაჯახუნებისას ფეხზე ხტება, მაგრამ თავს იკავებს და ისევ საწოლზე ჯდება.
ფრჩხილებს იკვნეტს და ოთახში ბოლთას ცემს. თავში მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებს " სად წავიდა ნამჯუნი" არ სურს მსახურებთან გასვლა და კითხვა. რადგან იცის, როდესაც ბატონი კიმი სახლში დაბრუნდება, ყველაფერს მოახსენებენ. ისედაც სულ უკან დაჰყვებიან.

ბოლოს ვეღარ ითმენს და ოთახიდან გადის, სირბილით ჩადის პირველ სართულზე. ამჩნევს რამდენიმე დამლაგებელს, რომელიც მისაღებს ასუფთავებენ, ჯიმინის დანახვაზე სამივე თავს ხრის, შემდეგ კი ზიზღით აყოლებენ მზერას და ერთმანეთში ჩურჩულს იწყებენ. ჯიმინი გზას აგრძელებს, მაგრამ კარებთან მისვლისთანავე ჩერდება, უკან ტრიალებს, რითაც მსახურების შეშინებას იწვევს.

- რაიმე არ მოგწონთ?- კითხულობს და წარბებს ჭმუხნის, შემდეგ კი ნელი ნაბიჯებით უახლოვდება მათ. მსახურები სწორდებიან და ბოდიშს იხდიან, მაგრამ ჯიმინი არ ნებდება.

- მიპასუხეთ როდესაც გეკითხებით, რაიმე არ მოგწონთ?- კვლავ იმეორებს კითხვას, უფრო ხმამაღლა და გარკვევით. მსახურები კი თავს აქნევენ უარის ნიშნად და ჩურჩულებენ რომ ყველაფერი რიგზეა.

- მაშინ იქნებ ამიხსნათ, რატომ გაქვთ წაგრძელებული ენები და რატომ იფხანთ ზურგს შუა მისაღებში?- მისი ხმის ტონი ნელ - ნელა მკაცრდება, მსახურებს კი უკვე აკანკალებთ.

- ბოდიშს ვიხდით, ბატონო. მოგვიტევეთ,- ქედს იხრის სამივე და როგორც კი ჯიმინი თავს აქნევს, მაშინვე გარბიან მისაღებიდან.

ჯიმინი კმაყოფილი იღიმის. რადგანაც ამ სახლში მოვიდა, მითუმეტეს ამ სტატუსით, თავს არავის დააჩაგვრინებს. ბოლომდე შეეცდება იყოს ის, რაც აქამდე იყო და გამოაჩინოს მისი ის თვისებები, რომელსაც აქამდე არ აჩენდა. ამჯერად კვლავ კარებთან მიდის, სახელურს როგორც კი წევს წინ დაცვა ეჩეხება, რომელსაც ოცდაოთხი საათი მისი დაცვა ევალება.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now