7. სიმშვიდე და ჰარმონია.

1.2K 132 33
                                    

პატარა ჯიმინი, რომელსაც მასზე ორჯერ დიდი ჩანთა მოეკიდებინა, ახლა კედელთან ჰყავს ატუზული საკუთარ მამას, რომელიც განრისხებული დაჰყურებს ზემოდან.

- ჯიმინ, ხომ გაგაფრთხილე რომ სახლში ადრე უნდა დაბრუნდებულიყავი,- ხმას უწევს მამაკაცი, პატარა კი მის ხელებში ცახცახებს. სკოლის შემდეგ პირდაპირ სახლში უნდა დაბრუნებულიყო, ჯიმინმა კი გზად პარკში შეიარა და მეგობრებთან თამაში გადაწყვიტა, რომელიც დიდ ხანს გაუგრძელდა.

- მამა, გთხოვ,- აცრემლებული თვალებით შეჰყურებს კაცს. ტუჩები უთრთის, ცრემლით სავსე თვალების გამო დაბურულად ხედავს ყველაფერს. ფერადი, ბავშვური კეპი, რომელიც მისი თავისთვის მართლაც რომ დიდი იყო, ჯერ კიდევ თავზე ჩამოეფხატებინა, რაც მის მხედველობის არეალი უფრო ავიწროებდა. ჯიმინი პატარა, ბოტოტა თითებს სხეულზე იხვევს, მამა კი მისკენ ექაჩება. დივნის სახელურზე სვამს და ხელს ძლიერად ურტყამს. პატარას იატაკზე ვარდება, ლოყა ეწვის, ხელს სტკივა. ხმამაღლა იწყებს ტირილს, კაცის უკან მდგარი ომეგა კი არაფერს აკეთებს. არც კი ინძრევა.

- გთხოვ, დამეხმარე,- ლუღლუღებს დივნიდან გადმოვარდნილი ჯიმინი, ომეგა კი არ ინძრევა.- გემუდარები, რამე გააკეთე.

თავბრუ ეხვევა, მაგრამ გონზე მაინც რჩება.

- გემუდარები, რამე მოიმოქმედე,- ლუღლუღებს ჯიმინი, იატაკზე კვლავ ბრუნავს და ემბრიონს ემსგავსება. თვალებიდან ცრემლები ღაპა - ღუპით სდის, ჩურჩულიდან ყვირილზე გადადის. სხეულზე ხელს ისვამს, ნამჯუნი ჯიმინის კარებთან დგას და ტაბლეტიდან აკვირდება მის ქცევებს, ნერვიულობა იპყრობს. გული საშინლად წიწკნის, ტაბლეტს ხელიდან აგდებს და გასაღებს ეძებს, ჯიბე ცარიელია. მის ძიებას აღარ აგრძელებს, ოთახის კარებს ანგრევს და პაკის წინ იმუხლება, რომელიც ხელებს ჰაერში უაზროდ იქნევს.

- გეხვეწები. არ გინდა, მამა,- ხმაჩახლეჩილი გაჰყვირის. ნამჯუნი იატაკზე ემხობა მუხლებით, ჯიმინის სხეულს ხელში იყვანს და გულზე იხუტებს.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now