18. ვნებიანი კოცნა.

1.1K 103 40
                                    

ჯიმინი ნამჯუნთან ერთად საწოლზე წევს. მშვიდად ფშვინავს, კიმის მარცხენა ხელი მკერდზე მიეხუტებინა, მეორეთი კი ბალიშს ეკვრის. ნამჯუნსაც სძინავს, ტანსაცმელთან ერთად. გუშინ ორივე ზედმეტად მთვრალი დაბრუნდა სახლში. ძლივს ამოაღწიეს ნომრამდე, გახდის თავი არცერთს ჰქონდა, ამიტომაც პირდაპირ ტანსაცმლით გადაწყვიტეს დაძინება. ფრენა სამ საათზეა, ახლა კი შუადღის პირველია, რაც იმას ნიშნავს რომ კიმ ნამჯუნი უნდა ადგეს და საბოლოოდ მოათავოს საქმეები.

წამსვე ახელს თვალებს, პირველი რასაც ხედავს ეს პაკის აბურდული თმები და დაბუშტული ტუჩებია. მკერდზე მიხუტებულ ხელზე გრძნობს მის რიტმულ გულისცემას, ეღიმება, მისკენ იხრება და ნაზ კოცნას უტოვებს ტუჩებზე, შემდეგ კი ფრთხილად აცლის ხელს და სააბაზანოში გადის რომ როგორმე მოიცილოს ალკოჰოლის სუნი. იქიდან გამოსული კვლავ ჯიმინს აკვირდება, რომელსაც იგივე პოზაში სძინავს. პატარა სტიკერზე წერს რომ ერთ საათში დაბრუნდება და მანამდე მოემზადოს, შემდეგ კი კარებზე აკრავს და ნომერს ტოვებს, მიმღებში აბარებს რომ ნახევარ საათში საუზმე აიტანონ, შემდეგ კი ჰოსოკთან მიდის.

ჯიმინს კარზე კაკუნი აფხიზლებს, დგება და გაბურძგნული მიდის მისაღებში, როგორც იგებს ოთახის მომსახურებაა, რომელმაც საუზმე ამოუტანა. იქვე მაგიდაზე ადებინებს, შემდეგ კი ოთახში გადის, მხოლოდ მაშინ ამჩნევს ნამჯუნის იქ არ ყოფნას. დარეკვას აპირებდა რომ კარებზე მიკრულ სტიკერს ნახულობს, ეღიმება. სააბაზანოში მიდის თავის მოსაწესრიგებლად, გუშინდელიდან დიდად არაფერი ახსოვს, მხოლოდ თეჰიონთან საუბრამდე რაღაც ნაწილები, ხოლო თეჰიონის და მისი ალფის გამოჩენის შემდეგ კი ყველაფერი ბუნდოვანი ხდება. მაგრამ ის იცის რომ მართლაც კარგად გაერთნენ და ახლა ეს მისთვის ერთ - ერთი დასამახსოვრებელი მომენტი ხდება მთელს ცხოვრებაში.

პაკი ტილოს იხვევს და თეთრ ფუმფულა ხალათს იცვამს. შემდეგ კი სასაუზმოდ მისაღებში გადის. სველ თმებს გზადაგზა უკან იყრის. ჭამის დასრულების შემდეგ ოხრავს, რადგან თმები კვლავ სველი აქვს, გაშრობა კი ეზარება, ამიტომაც პირდაპირ იცვამს ტანსაცმელს და თავზე კაპიშონს იფარებს. კარების ხმა ისმის და ისიც ბედნიერი სახით მიდის მისაღებში.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now