16. გამაღიზიანებელი.

1K 106 70
                                    

ნამჯუნი ბოლო ათი წუთი იმაზე წუწუნებდა რომ წასულიყვნენ და ენახათ ბოლოს და ბოლოს პოსტდამერ პლაცი. ჯიმინს წარბაწეული გაჰყურებს მას, ამ წუთას ვიღაცას გაცხარებული ელაპარაკება, პაკი კი საერთოდ აღარ ახსოვს. ჯიმინი ნელ - ნელა ღიზიანდება, გაღიზიანება კი სიბრაზეში იზრდება. აქ მასთან ერთად მოვიდა, ალფას ელაპარაკება თუ ომეგს არ აქვს მნიშვნელობა, აქ მთავარი ის არის.

- ჯანდაბა, კიდევ რამდენ ხანს გაგრძედება,- ბუზღუნებს პაკი, ხელებს იჯვარედინებს და გამჭოლ მზერას არ აცილებს ნამჯუნის ზურგს. თითქოს არ აინტერესებს, მაგრამ მაინც ძალიან უნდა გაიგოს ვის ელაპარაკება. ან რაზე. იქნებ ომეგაა, რომელთანაც შეხვედრა ჰქონდა დანიშნული და ვერ მიდის? იქნებ საყვარელია?

პაკი უფრო ბრაზდება მისი ასეთი იდიოტური ფიქრების გამო, რაში აინტერესებს. ნამჯუნზე ასეთი რამ არ უნდა იფიქროს, არ არის ისეთი ალფა რომ როდესაც გვერდით ომეგა ჰყავს, სხვა ვინმე გაიკაროს. ჯიმინს სიყვარულს ეფიცება და სხვა ომეგას ვერ დაიყენებს გვერდით, მითუმეტეს რამდენიმე დღის წინ მომხდარის შემდეგ. თუნდაც ჯიმინი არ გამოუტყდეს გრძნობებში, არ მისცემს უფლებას ვინმე სხვას რომ მისი ალფა მიისაკუთროს.

პაკს ტანში ჟრუანტელი უვლის, როდესაც ახსენდება რომ ნამჯუნი მისი ალფაა, მხოლოდ მისი და სხვა არავისი.

- ჯიმინ?- კითხულობს ნამჯუნი. თვალწინ ხელს უფრიალებს.

- ხო, რა გინდა,- პასუხობს ცივი ხმით. - ოხ, მორჩი საუბარს? კიდევ კარგი, შეიძლება ახლა წავიდეთ?

ნამჯუნი თავიდან დაბნეული უყურებს, შემდეგ იღიმის და წინ წასულ ჯიმინს ეკიდება.

- რა მოხდა, პატარავ, გაბრაზებული ხარ ჩემი უყურადღებობის გამო? თუ ეჭვიანობ?- წარბებს ათამაშებს კიმი. ჯიმინს წელზე ხელებს უცურებს და სხეულზე იკრავს. - წავიდეთ, გათენდა,- იმეორებს კიმის სიტყვებს, მაგრამ ნამჯუნის ხელებიდან თავს ვერ აღწევს.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now