4. რატომ, უბრალოდ რატომ.

1.2K 131 44
                                    

გამთენიისას ნამჯუნი აივანზე დგას, სველი თმებით. შავ როლინგსა და კლასიკურ შარვალში გამოწყობილი, გრძელ თითებს შორის სიგარეტი მოექცია და ეწევა. მზის ამოსვლას უყურებს, მაგრამ მზე, რომელიც მხოლოდ მისთვის ასხივებს, ახლა საწოლში წევს და სძინავს. ნამჯუნი ტრიალებს და მოაჯირს ეყრდნობა, ფეხებს იჯვარედინებს და აივნის კარებიდან შესცქერის მძინარე ჯიმინს, რომელსაც ბალიში მიეხუტებინა. ნიავის გამო ფარდა ფრიალებს, ალფის თვალში კი  ანგელოზს ჰგავს, რომელიც დედამიწაზე დაიარება და რომელიც სპეციალურად ნამჯუნისთვის შეიქმნა.

- რომ შეგეძლოს უბრალოდ დანებდე და დაივიწყო შენი სიამაყე,- ჩურჩულებს ალფა და კიდევ ერთ ნაფაზს არტყამს, სიგარეტს საფერფლეში აგდებს და ამჯერად ხელებს იჯვარედინებს. - შემიძლია გაგტეხო, შემოვაღწიო შენ გონებაში, სხეულში, მაგრამ არა გულში. ჯიმინ, მე შენი გული მჭირდება. მე მთლიანად შენ მჭირდები. იმისთვის რომ ვიცოცხლო.

ჯიმინი ოდნავ ირხევა, მაგრამ არ იღვიძებს. ნამჯუნი ომეგის ოთახს ტოვებს და ემზადება, ზედმეტად ადრე გადის სახლიდან, რადგან აქ თუ კიდევ დარჩება, თავს ვეღარ შეიკავებს. ჯიმინი დიდი მაცდუნებელია, ეშმაკი ანგელოზის სახით. სასჯელი ნამჯუნისთვის.

ჯიმინი ალფის ოთახიდან გასვლის შემდეგ, თვალებს ახელს. საწოლზე ჯდება და აივანს გასცქერის, ოთახში ჯერ კიდევ ტრიალებს ნამჯუნის სურნელი, რომელიც ამ დროის განმავლობაში ჯიმინს ძალიან შეუყვარდა. ჰაერს ღრმად ისუნთქავს, ტანში ჟრუანტელი უვლის. თავს თოკავს და ზეწრის ამარა გადის აივანზე, ტანზემოთ შიშველია, არ ახსოვს ნამჯუნმა გახადა თუ თავად გაიხადა, მაგრამ ის იცის რომ ეს უკანასკნელი იქნება. რომ ნამჯუნი მის ოთახში ფეხს ვეღარ შემოადგამს მისი ნებართვის გარეშე, ჯიმინს არ აინტერესებს ის რომ ეს თავად ალფის სახლია.

სუსხიანი დილა თენდება, ცივი ჰაერის გამო მთელს სხეულში ჟრუანტელი უვლის, ხედავს ნამჯუნი როგორ გადის სახლიდან, როგორ მოჰყავთ მისთვის მანქანა. ალფა ჩაჯდომამდე სახლს უყურებს, ჯიმინი უცებ იმალება. დარწმუნებული არ არის მართლა დაინახა თუ არა, მაგრამ აღარ აინტერესებს. მანქანის ხმა როგორც კი ესმის, სწორდება და სწრაფად შედის ოთახში. კარებს კეტავს და ზედ ეყრდნობა, ზეწარს ხელს უშვებს და დილის ხუთ საათზე სააბაზანოში შერბის, რათა ცოტა გამოფხიზლდეს. წყლის გავსებამდე სარკესთან დგას, მის სახეს აკვირდება, მის ლამაზ ტუჩებს, თვალებს, ნაკვთებს და საკუთარ თავზე გული ერევა. იცის რომ ნამჯუნს ის უყვარს, უყვარს როგორც მისი შინაგანი ბუნება. უყვარს, რადგან მისი ომეგაა, სხვა შემთხვევაში ჯიმინი სახეს შრამებით გაივსებდა რომ ამ გზით მაინც შესძლებოდა ალფისგან თავის დაღწევა, მაგრამ ბუნებამ ეს არ ისურვა.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now