19. მინდა ვცადო.

1K 108 28
                                    

ჯიმინს სასიამოვნო სურნელი აფხიზლებს, თვალებს იფშვნეტს, არც კი ახსოვს აქ როგორ აღმოჩნდა, მაგრამ მადლობელია რომ უკვე სახლშია და სიარული კვლავ არ უწევს.

წელი ზედმეტად სტკივა, ზუსტად ასე მოსდის, როდესაც საჭირო დროზე მეტ ხანს სძინავს. წუწუნით შედის სააბაზანოში და სახეზე წყალს ისხამს.

- რა გჭირს, ჯიმინა?- ეკითხება საკუთარ თავს და ნიჟარას ეყრდნობა, ცალ ხელს კი სველ სახეზე ისვამს. - რა მჭირს?

კვლავ კითხულობს, ცოტახანში თავს აქნევს, სახეს იმშრალებს და ქვედა სართულზე ჩადის. მსახურები სამზარეულოში რაღაცას ამზადებენ, ნამჯუნი კი არადა არ ჩანს.

- ნამჯუნი ხომ არ გინახავთ?- კითხულობს ჯიმინი.

- ბატონი კომპანიაშია,- პასუხს სცემს ფელიქსი და თან თავს უკრავს. ჯიმინს სახე ეღუშება, ოდნაც იღიმის და კვლავ ოთახში ადის. თავის ქურთუკს ეძებს რომ ტელეფონი ამოიღოს. საბოლოოდ სავარძელზე ნახულობს გადაფენილს.

- ნამჯუნ,- როგორც კი იღებს, მაშინვე ჩაჰყვირის ტელეფონში.

- გისმენ, პატარავ,- ოხრავს ალფა.

- სად ხარ? დიდი ხანია ჩამოვედით? რატომ არ გამაღვიძე? ან რატომ წახვედი?- ქვედა ტუჩს აგდებს და მიწყენილი საუბრობს.

- ახ, პატარავ, რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა,- კვლავ ხვნეშის ნამჯუნი, ესმის პატარა ხმაური, მაგრამ ჯიმინი თავს იკავებს ზედმეტი კითხვებისგან.- ამ ბოლო დროს ზედმეტად დიდ ყურადღებას ითხოვ, თუ მეჩვენება?

ჯიმინი დაიფიცებს რომ ალფა ცალყბად იღიმის.

- თუ არ გსურს, მაშინ შემიძლია...

- არა, არა, ეგ არ მიგულისხმია.როგორ არა მინდა. თანაც ძალიან. ხომ იცი არა, ამას დიდხანს ველოდი. მალე დავბრუნდები, პატარავ,- ხავერდოვანი ხმით პასუხობს ნამჯუნი. ჯიმინის თანხმობის შემდეგ კი ტელეფონს თიშავს.

- მალე დავასრულებთ?- ეკითხება მის წინ მჯდარ ასისტენტს, რომელიც ლეპტოპში რაღაცას ეძებს.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now