12. მათრობელა, როგორც ალკოჰოლი.

1.2K 118 46
                                    

პრესკომფერეციიდან დაბრუნებული ნამჯუნი, სახლში შედის, მაგრამ ღიმილი სახეზევე ახმება, როდესაც ჯიმინს ვერ ხედავს. თითქოს წამიერად მოაწვა ის მოზღვავებული გრძნობები და განცდები, რასაც აქამდე მალავდა. პირველი რაც გონებაში ამოუტივტივდა იყო " ნუთუ გაიქცა".

სასტუმროს ნომრიდან დერეფანში გავარდა.

- პაკ ჯიმინი ხომ არ დაგინახავს?- კითხულობს და ცდილობს თავი დაიმშვიდოს რომ ომეგა არ შეაშინოს. მის წასვლას არ შეეგუება, ვერ გადაიტანს, მომხდარის შემდეგ თითქოს უფრო მიეჯაჭვა. ჯიმინი ტვინში და სხეულში გაუჯდა. მის გარეშე ვერ გაძლებს.

- თუ არ ვცდები ეზოშია,- მხრებს იჩეჩს და მის სამუშაოს აგრძელებს. ნამჯუნი გიჟივით მირბის ლიფტთან, მაგრამ არ იღება. ამიტომაც კიბეებით წყვეტს ჩასვლას.

სასტუმროდან გარეთ გასული, უკანა ეზოსკენ მირბის, რომელიც სპეციალურად გაეშენებინათ ყვავილებით და სხვადასხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური ბუჩქებით. უამრავი სკამი იყო, გასართობი ადგილი, აუზი გადახურული თუ ღია. ნამჯუნი მიაბიჯებს და თვალებს აქეთ - იქით აცეცებს. გული ლამისაა საგულედან ამოუხტეს, როდესაც ჯიმინს ხედავს ომეგასთან ერთად, მშვიდად ზის და რაღაცაზე ესაუბრება. ყავისფერთმიანი ომეგა კი უღიმის და ხანდახან თმებს უჩეჩავს, შიგადაშიგ კი ხელზე ეხება და აღტაცებული რაღაცას ყვირის. ჯიმინი ქირქილებს, მაგრამ ღიმილი სახეზე ახმება, როდესაც ნამჯუნის ხმა ესმის.

ფეხზე დგება თუ არა, ალფა მკერდზე იკრავს. ისე რომ განძრევის საშუალებას არ აძლევს, ჯიმინი გაკვირვებული იყურება აქეთ - იქით. არ იცის რას მიწეროს ნამჯუნის ეს უცნაური ქცევა.

- რას აკეთებ?- გაკვირვებული ეჩურჩულება ყურში. ნამჯუნი იცილებს, ხელს ავლებს და გვერდით გაჰყავს.

- გარეთ რომ გადიხარ, არ უნდა დაიბარო?- თითქმის ყვირის, ჯიმინი კი იმდენად იკუნტება რომ პატარა გორგალს ემსგავსება. - ვიცი, გეშინია, თავისუფლებაც გინდა, მაგრამ
ხომ შეგიძლია რომ ჩემზეც იფიქრო? მოვდივარ სახლში და შენ შინ არ მხვდები, იცი მაინც რა გადავიტანე? ასე უცებ როგორ ქრები და ჩნდები ხოლმე.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now