ბიჭი შეშინებული წამოჯდა და დამფრთხალი თვალები ოთახს მოავლო, ისევ დაუბრუნდა ჩვეულ ადგილს და ჭერს დაუწყო ყურება, თითქოს მასში რაღაცას ეძებსო.
ცოტახანში ადგა და უზარმაზარ სარკის კარებს მიუახლოვდა. გავიდა და აივანზე მდგომ პატარა სავარძელში შეიშმუშნა. ცივი ნიავი უბერავდა, უყვარდა ასეთი სეულის დანახვა. თითქოს ყოველდღე მასში რაღაც იცლებოდა, ყოველდღე რაღაც ახალს პოულობდა . უყვარდა როცა ასეთ სანახაობას მარტო შესცქეროდა. ვინიცის რატომ?
ნუნას ხმა გაიგო თუარა ოთახის კარი გამოაღო მეორე სართულზევე იგრძნო რაღაც გემრიელის სუნი და სიხარულით ჩირბინა კიბეები. სამზარეულოში შესულს გამზრდელი ნუნა დახვდა. ისე ტკბილად ფუსფუსებდა რომ სიამოვნებისგან ჩაგეღიმებოდათ. მას ხომ ასე ძალიან უყვარდა თავისი საქმე. ბიჭი მივიდა თბილად მოეხვია და სასიამოვდოდ აკოცა ფუმფულა ლოყებზე.
-ნუნა! დღეს რას გვიმზადებ საუზმედ, მე და ბატონ ლიის?
-პატარა გუკ, დღეს მარწყვის ფუნთუშები და ახლად დაწურული მარწყვის წვენი გვაქვს. თუ გინდა რამე შევცვალო?
-ნუნა ხომ იცი მარწყვი როგორც მიყვარს, მაგას რატომ ამბობ?
-ჩემო ბიჭო, როგორ გჩევია ხოლმე კითხვაზე კითხვითვე პასუხი.
უცებ მოუჭრა ქალმა და ბიჭი შეათვალიერა.
-შენ რა დაუბანელი სახით მაკოცე?!
-ასე ძაანაც არ მეტყობა დასაბანი რომ ვარ, ნუ აზვიადებ.
-როგორ არა! შემხმარი დორბლი საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ დასაბანი ხარ!
-კარგი ხო,მივდივარ.
ბიჭი კიბეებზე აცუნცულდა და ოთახის კარი გამოაღო, შევიდა და მთელი ძალით კარებს მიეყრდნო.ოთახს ისევ თვალი მოავლო და სიამოვნებისგან ჩაიღიმა. ეს ერთადაერთი ადგილი იყო სადაც თავს მშვიდად გრძნობდა, დაცულად. ოთახი საშუალო ზომის იყო, ძალიან ღია იისფერს დაჰკრავდა, თუ კარგად არ დააკვირდებოდით ვერც შეამჩნევდით. oთახის ცენტრში მოქცეული იყო მრგვალი საწოლი. მისგან მარჯვნივ კი უშველებელი წიგნების თარო იყო კუთხის ბოლომდე გაჭიმული, რა წიგნს ვერ ნახავდით იქ ან რა ჟარისას. უყვარდა კითხვა, მაგრამ ეს სწავლაზე არასდროს ასახულა. თაროს შუაში პატარა მაგიდა იყო, ლამაზად გამოკვეთილი, სადაც ნოუთბუქი იდო, მის გვერდით კი უშველებელი ქენონის ფოტოაპარატი. გადაღებაც უყვარდა, ფიქრობდა რომ მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი მოგონებების და ფიქრების ერთად გამოცოცხლება. თაროს წინ საშუალო ზომის კარადა იდგა, სადაც 90% სპორტული ტანისსამოსი ელაგა, ფეხსაცმელებიც ასევე იყო, მაგრამ დიდი და რახუნა ბათინქებიც იზიდავდა ბიჭს. კარადის გვერდით სარკე იდო, მის წინ კი ფუმფულა ხალიჩა ეგო. ასევე ქონდა საკუთარი აივანი, რომლისთვისაც სიცოცხლეს დათმობდა,ისე უყვარდა იქიდან ცქერა,ზამთარ-ზაფხულს. აივანზე პატარა სავარძელი მის მოპირდაპირედ კი შუშის მაგიდა იყო მოთავსებული, მაგიდაზე კი ჯერ დაუსრულებელი რომელიღაც წიგნი და ლარნაკი , რომელშიც ყვავილები ქონდა ნუნას ლამზად ჩადებული. უყვარდა გაზაფხულის ეს პერიოდიც, ბუნების სურნელს უკეთ გრძნობდა, რაც მას ჭკუას აკარგვინებდა. ბიჭმა გეზი სააბაზანოსკენ აიღო, დიდი ნაბიჯებით შევიდა და სარკეში ჩაიხედა.ნუნა არ ტყუოდა, სახეზე უშველებელი დორბლი ქონდა მიმხმარი. შევიდა კაბინაში და ბანაობას შეუდგა. გამოსულმა კბილები და თმა იდეალურად მოიწესრიგა და სკოლის უნიფორმის ჩაცმას შეუდგა. რათქმაუნდა ეს უკანასკნელიც მის სხეულზე იდეალურად მოერგო. უბრალოდ უნდა შესწრებოდით მთელ ამ სანახაობა. ბიჭი უზარმაზარი სარკის წინ იდეალურად დადგა და თავის თავს უსირცხვილოდ თვალი ჩუკრა, ჩანთას ხელი დაავლო და კიბეებზე ჩაირბინა. თავის საქციელზე დებლივით ჩაიღიმა და სამზარეულოში შევიდა. ნუნას როგორც ყოველთვის ყველაფერი იდეალურად მოემზადებინა. ნუნა და ბატონი ლიი ყავას და ფუნთუშებს მიირთმევდნენ.ბიჭმა ჩანთა სკამზე გადაკიდა და ბატონ ლიის მიესალმა.
-როგორ ხართ, ბატონო ლიი?
-მშვენივრად ჩემო ბიჭო, უძილობაც აღარ მაწუხებს თუ ამას გულისხმობ.
-დიახ, ზუსტად მაგას ვგულისხმობდი. სასიამოვნო ამბავია,მიხარია თავს კარგად თუ გრძნობთ.
-მადლობა, ჩემო ბიჭო.
-პატარა გუკ,რას უცდი? ჭამე თორემ ყველაფერს ბატონი ლიი შეგიჭამს, ხომ ხედავ როგორი გაუმაძღარია?
-მართალს ამბობს ჩემო ბიჭო,თან სკოლაშიც დავაგვიანებთ!
-ახლავეეე, ახლავე.
ქალმა ფართოდ გაიღიმა, როცა დაინახა ფუნთუშებს რა მადიანად შესცქეროდა ბავშვი. ხელით ანიშნა დროზე ჭამეო და ბიჭიც შეუდგა საქმეს. რამოდენიმე წუთში ბიჭი წამოდგა, ჩანთას ხელი სტაცა და ბატონ ლიისთან ერთად ოთახიდან გავიდა. გასასვლელში კეტები მოირგო და ქურთუკი ჩაიცვა, ნუნას გადაეხვია და სახლიდან გავიდა.
ბატონმა ლიიმ სკოლამდე მიიყვანა.ბიჭმა უფროსს კარგი დღე უსურვა და მანქნიდან გადასულმა გეზი სკოლის წინ მდგომი ბიჭებისკენ აიღო.
-ჩვენი ტკბილი პუდინგიც მოსულაა!(შეიცხადა ჯიმინმა)
-გეყოფა,ჯიმინ. პუდინგს შენი ლოყები უფრო გავს ვიდრე მე!(ცალყბად მოუჭრა ბიჭმა)
-გუკ, როგორ მოიხსენიებ ჩიმის?! ის ხომ შენი ჰიონია?
გამწარებით უთხრა იუნგიმ და ისევ ჯიმინს მიუბრუნდა. ბიჭს სიცივისგან ლოყები აწითლებოდა. მარტის თვე იდგა და თითქოს იანვარი ყოფუილიყო, სუსხი ნიავი ისე უბერავდა სულსაც ჩაგიყინავდა. შუგა აკვირდებოდა ბიჭს და სიამოვნებისგან მავნე ღმილი ასახვოდა სახეზე. ჯიმინის სახე ხელებში მოიქცია და ისევ მავნე ღიმილი გამოესახა, როცა ბიჭი დაინახა ახლა უკვე თავის ხელებში.
-ჰობი ჰიონ, ნამჯუნ და სოკჯინ ჰიონები სად არიან?
-ჯერ არ მოსულან გუკ, რატომ?
-მეჩვენება თუ მათაც "შუგა&ჯიმინ" სენი შეეყარათ?
-რას გულისხმობ გუკ?
-შეხედე და მიხვდები!
ერთდროულად შეტრიალდნენ ბიჭებისკენ და ფართოდ გაიღიმეს.
-ამაზე ვამბობ, ჰობი ჰიონ,ამაზე.
ამდროს ნამჯუნი და სოკჯინიც გამოჩდნენ.
-დილამშვიდობის ბიჭებო, ასე ფართოდ რაზე იცინით?
-თქვენს მოსვლამდე შუგა ჰიონმა და ჯიმინ ჰიონმა მთელი გეი პარადი მოგვიწყვეს! (მორცხვობით წარმოთქვა გუკმა)
-გუკ ეგ რას ნიშნავს?
ნამჯუნმა გაკვირვებით იკითხა. ამ დროს ჰობიმ და გუკმა დრამატულად ჯიმინის და შუგასკენ ხელი გაიშვირეს და ერთდროულად წამოიძახეს "ამას!" ყველამ ერთად გადაიხარხარა დანახულის გამო და ეცადეს ის ორი რეალობაში დაებრუნებინათ. მოახერხეს თუარა გადაწყვიტეს სკოლაში შესულიყვნენ,
და არა ეს ასე ეფექტურად არავის გამოსდიოდა, ასე იდეალურად.
ისინი ხომ იდეალური ექვსეული იყვნენ!!!!!!
1 თავის დასასრული!
მოგესალმებით👋
ეს ჩემი პირველი ფიკია და ზოგადად ხშირად ვწერდი, თუმცა არასდროს მიფიქრია ეს სხვისთვის მეჩვენებინა. იმედი მაქვს ოდნავ მაინც მოგეწონებათ🥺💗
YOU ARE READING
Hate you, love you (დასრულებული)
Romance-იცი ამ მომენტზე დიდი ხანი ვფიქრობდი, მაგრამ რეალობად არასდროს აღვიქვამდი. -ბავშვო, გეშინია? დარწმუნებული ხარ რომ მართლა გინდა ეს? ხომ იცი მე შემიძლია დაგელოდო... გამომცდელად შეხედა, უფროსმა.