Passion 2

638 37 2
                                    

თეჰიონი უბრალოდ იჯდა და ფიქრობდა გუკზე, ფიქრობდა ახლა სად იყო, ან რას აკეთებდა. ყველაფერი ცუდი უტრიალებდა თავში, შფოთვამ და შიშმა აიტანა, ვერ გაუძლო წამოხდა და კარებისკენ გაემართა. ბიჭებს არ შეუჩერებიათ. გარეთ გამოსულმა თეჰიონმა არ იცოდა სად მიდიოდა, სად უნდა მოეძებნა გუკი, ან რომ მოძებნიდა რა უნდა ეთქვა. ის დიალოგი ისე ჩანდა თითქოს თეჰიონს გუკის არ ესმოდა, ეს კი სრული აფსურდი იყო, თეჰიონი ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ყველაზე კარგად შეეძლო  გუკის გაგება.
მიდიოდა წინ, მიაბიჯებდა და ნერვიულად აქნევდა აქეთ-იქით თავს, იმ იმედით, რომ სადმე გუკის გადააწყდებოდა, მაგრამ უშედეგოდ. ბიჭი არსად ჩანდა. დიდი ხანი იბორიალა, ღამის მოჩვენებასავით, როცა უკვე საათს დახედა, უკვე ორ საათზე მეტი იყო, რაც გუკის ეძებდა. იფიქრა "ალბათ უკვე კარიბჭეში დაბრუნდა-ო" და ისევ ნაცნობ ადგილას გაემართა. აუყვა ბილიკებს, ვაგონებს შორის გაიკვლია გზა და კარიბჭეში შეაბიჯა ფეხი დაუკითხავად. გაკვირვებული ბიჭები გუკის ეძებდნენ, ფიქრობდნენ, რომ თეჰიონთან  იყო და რადგან ამდენ ხანს არ დაბრუნდნენ იფიქრეს რომ, მარტო ყოფნა გადაწყვითეს. როცა თეჰიონმა კარი დახურა, ბიჭებს თითქოს ტანში რაღაც ცუდმა შეგრძნებამ დაუარეს.
-თეჰიონ, გუკი სადაა?
-რაა? ჯინ, გუკი არ მოსულა?!
-ჩვენ ვიფიქრეთ რომ შენთან იყო!
- მე მას ვეძებდი! მაგრამ ის არსად იყო! ყველა ადგილი მოვიარე სადაც ასეთ მომენტებში დადის ხოლმე, გაბრაზებულზე ან როცა ნაწყენია, ან როცა ფიქრების დალაგება უნდა. არსად არის! ჩემი ბავშვი არსად არის ჰობი!
თეჰიონი  იქვე ჩაიმუხლა და მოულოდნელად მისი სახე  მარილიანმა წვეთებმა დაფარეს, თითქოს იცოდა რომ, რაღაც ცუდი ხდებოდ.მალე მთლიანი სახე სველი ქონდა, წამითაც არ უფიქრია შემშრალება. ჯიმინი და ჰობი მასთან მივიდბენ და შეეცადნენ ბიჭი დაემშვიდებინათ, მაშინ როცა ეს მათაც ძალიან შჭირდებოდათ. ჯუნი, ჯინი და შუგა კი რეკავდნენ ყველგან სადაც შეეძლო გუკის რომ მისულიყო, ყველგან სადაც ეგულებოდათ. უშედეგოდ. ბიჭი არსად იყო. თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.  არცარავის უნახავს, არც არავის სმენია მის შესახებ, მითუმეტეს ის არ იცოდნენ სად იქნებოდა. ყველა ეიფორიაში იყო, ცდილობდნენ ყველანაირად, ყველა ძალის თუ ხერხის დახმარებით,  ბიჭის ადგილსამყოფელი გაეგოთ, როცა თეჰიონმა ჯიბეში ჩადებული ტელეფონის ვიბრირება გაიგო წამში ამოაძვრინა, იფიქრა რომ გუკი იყო. ნუ თითქმის მართალი იყო თეჰიონი,
"-თეჰიონ, როგორც იქნა ისევ მოგვეცა საშუალება ერთმანეთს შევხვდეთ!" წერილი იყო გუკის ნომრიდან, მაგრამ ნაწერი გუკისას არ ჰგავდა...
-ოღონდ ეს არა, ოღონდ ახლა არა! ღმერთო გთხოვ ოღონდ არა!
-თეჰიონ რა მოხდა?
-თეჰიონ!
ბიჭები არ ჩერდებოდნენ, აინტერესებდათ რამ გამოიწვია თეჰიონის სახეზე შიში, გაოცება,სიძულვილი და ტკივილი ერთად....
-მგონი, ვიცი გუკი სად არის.
- რაა? რას ვუცდით? სად წავიდეთ?
-ჯუნ! გუკი მას ყავს! მან წაიყვანა, ჩემი ბავშვი!
-რაა?  ვის? ვის გულისხმობ? ამის დედაც ამოღერღე თეჰიონ (განრისხდა შუგა)
-დედამისს, მისი წერილი მომივიდა!
- ახლა რა უნდა ვქნათ? სად არის? ან გუკი სად ყავს? ჩემი შვილიკო? წარმომიდგენია როგორ არის! ჩემი პატარა. ( ტირილის პირას იყო დედა ჯინი)
- არვიცი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ რომ გავიგო, ხომ დამეხმარებით?
-ამას კითხვა რად უნდა?!
- მაშინ დროზე გავიდეთ, ჯინ საყვარელო შენ, ჯიმინი და ჰობი აქ იყავით! აქედან უნდა დაგვეხმაროთ! (ჯუნმა თბილად მოხვია ხელები ჯინს)
-კარგი ჯუნ.
სწრაფად ქურთუკებს დასწვდნენ და კარებიდან გაუჩინარდნენ.  ექვსი ბიჭი ფიქრობდა, ბავშვზე. ყველა იმაზე ფიქრობდა ის ერთი, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორ გადაერჩინათ, არცერთს უფიქრია თავის სიცოცხლეზე, იმაზე რომ მათ რამე დამართნოდათ, მხოლოდ გუკიზე ფიქრობდნენ, ის მათთვის ისევ პატარა ბავშვი იყო, რომელსაც მოვლა და პატრონობა სჭირდება. განსაკუთრებით კი დაფასება, რასაც დანამდვილებით გეტყვით, რომ დედამისი ვერ შეასრულებდა, ვერც ერთს შეასრულებდა. ის ერთი ეგოისტი, ხარბი და ფულზე დამოკიდებული ალქაჯი იყო. მას არ უყვარდა შვილი, რომელიც 9თვე მუცლით ატარა, შეიძლება არ გაუზრდია, მაგრამ ის მაინც მისი შვილი იყო. რანაირი ადამიანი იყო? (თუ საერთოდ იყო ადამიანი)მის ერთადერთ შვილს ასე რომ ექცეოდა? სინამდვილეში კი ის გუკს შვილადაც არ თვლიდა, ის უბრალოდ ფულის დიდი ტომარა იყო მისთვის და მეტი არაფერი, მორჩა. მამამისზეც ასე ფიქრობდა, ზუსტად ამიტომ გამოასალმა სიცოცხელს, მითი შვილის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა, ძალიან უყვარდა ბავშვი. გუკის დედას მისი ქმარი არასდროს ყვარებია, მას უბრალოდ ფულის სიყვარულის გამო გაყვა, რასაც ბატონ ჯეონზე ვერ ვიტყვით, მას ცოლიც და შვილიც სიგიჟემდე უყვარდა და თვლიდა რომ ფული უბრალოდ მატერიალური სამყოფელი იყო, ჭუჭყი, რის გამოც სულს ყიდიდნენ ადამიანები. როგორც ქალბატონი ჯეონი! ქალს დღითი დღე არ ყოფნიდა თანხა, სულ უფრო და უფრო მეტის ძიებაში იყო. ეს კი ბატონ ჯეონს ძალიან აწუხებდა, როცა ქალს მობეზრდა კაცი და მისი ვაჟი,  ისედაც დიდ ჭუჭყად ტვილდა მათ, გადაწყვიტა ისინი უბრალოდ გაექრო, გაენადგურებინა და ყველფერი მას დარჩენოდა, ყველაფერი. მთელი ქონება,ობლიგაციები, ვილები, სასტუმროები და კომპანია. მის "ქვეშევრდომს" დაავალა მანქნის მუხრუჭის გადაჭრა, რამაც მშვენივრად ჩაიარა. ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც ქალს სურდა, მაგრამ ბოლოს კაცმა გადაწყვიტა რომ დღეს მისი ვაჟი მის მძღოლს წაეყვანა, თვითონ კი მარტო წასულიყო კომპანიაში. დილით შვილს თბილად ჩაეხუტა, კოცნა დაუტოვა შუბლზე და როგორც ყოველთვის თბილის სიტყვები დაუტოვა:"შვილო, ყოველთვის გახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანი ხარ! მიყვარხარ!"
ეს იყო ბოლო სიტყვები, რაც ბატონმა ჯეონმა გუკის დაუტოვა, იმ დღეს ის გარდაიცვალა, ეს ყველაფერი კი ფულის გავლენით შემთხვევით ავარიას მიაწერეს! ყველაფერმა გაიარა, მაგრამ ქალს ხელს ისევ რაღაც უშლიდა და გადაწყვიტა რომ ეს შვილი იყო. ესეც მის ქვეშევრდომს დაავალა. მან გამტაცებლები დაიქირავა, რომ შემდეგ ბევრი მითქმა-მოთქმა არ მოყოლოდა." ბავშვს მოიტაცებდნენ, მოკლავდნენ და ყველაფერს მის გარდაცლის მამას დააბრალებდნენ, თითქოს ეს მისი მტრების გამო მოხდა, არადა ისეთ ადამიანს როგორიც ბატონი ჯეონი იყო, ვერავინ გაუბრაზდებოდა, რადგან ის ყოველთვის ყველას კარგად ექცეოდა, ყოველთვს! ".
ქალმა ამჯერად ვერგათვალა, რომ ბიჭი სახლში ბევრ მოსამსახურეს უყვარდა ერთერთი კი ლუნა და ბატონი ლიი გახლდათ, მათ გააქციეს ბიჭი, მაგრამ გამტაცებლებმა მაინც იპოვეს პატარა გუკი, დაიჭირეს და დიდ ბნელ ოთახში ჩაკეტეს, ბრძანება ქონდათ ასეთი, რაც შეიძლება უნდა გაეწელათ სიკვდილის დრო, ასეც იქცეოდნენ. ბავშვს თითქმის არ აჭმევდნენ. ყოველ მათ შემოსვლაზე, ბავშვის კანს ერთით მეტი ნაიარევი უჩნდებოდა. რამოდენიმე დღის გასვლის შემდეგ, პატარა გუკი ბნელ ოთახში ხელ-ფეხ შეკრული იწვა და თვალები მინაბვოდა, პატარა ხმაურზეც წამში წამოიწია და კარისკენ გაიხედა, მისდა გასაკვირად იქ არავინ იყო, იფიქრა რომ მოესმა და ისევ წამოწვა. ცოტა ხანში ხმა მოესმა გვერდიდან
-ცცცცცცცც
ბიჭი უსმენდა
-ოე დაყრუვდი?!
ჩუმად მაგრამ შესამჩნევად გადაუძაღა ბიჭმა, გუკი მიხვდა, რომ შავი სილუეტი, მისი ასაკის ბიჭი უნდა ყოფილიყო, ამიტომ გადაწყვიტა ეპასუხა მისთვის, იქნებ ის დახმარებოდა.
-მესმის! შეგიძლია დამეხმარო?
-შენი აზრით ამ მიყრუებულ ადგილას, რა აბა მინდა?!
-რააა? ჩემს გადასარჩენად მოხვედი?
გაოცებული იყო ბავშვი და თან სიხარული იბყრობდა, როცა კარის ხმა გაიგო და ბიჭი გაირინდა
-ბიჭო შენ რა შენ თავს ელაპარაკები?
გუკი არ დაიბნა და თამამდ უპასუხა
-დიახ აჯუში, მე უბრალოდ მოვიწყინე და.....
კაცმა დასრულება არ აცადა, მკვეხად მოუჭრა
-კარგი, რაც გინდა გიქნია. ხვალ მაინც მოკვდები!
შეტრიალდა და გავიდა, ბიჭმა სილუეტის ძებნა დაიწყო მაგრამ უშედეგოდ, ის აღარ იყო.სილუეტი გაქრა, ბავშობიდან ასწავლიდა მამა რომ ყველაფერი მალევე არ უნდა გახარებოდა, მაგრამ ყველაფერი ყოველთვის პირიქით ხდებოდა...
-გუკ, გესმის?
ბიჭს მაშინვე საყვარლად თვალები გაუფართოვდა და სილუეტის ძებნა დაიწყო, იპოვა და ისევ ის შეგრძნება დაუბრუნდა "ბედნიერების"!






გამარჯობააა😁😁😁
ვიცი ძაან ინტრიგის ქალღმერთი ვარ, მაგრამ უარესისთვის მოემზადეთ😂😂👋💆‍♀️
მიყვარხააართ🥰🥰🥰🥰

Hate you, love you (დასრულებული)Where stories live. Discover now