-თეჰიონ! თეჰიონ! გამოფხიზლდი ოე!
-გეყოფა! ჩვენც ვნერვიულობთ მასზე! მაგრამ ახლა ფიქრის დრო არ არის! უნდა გავარკვიოთ სად არის ჩვენი ბავშვი.
-მართალი ხარ ძმაო. ყველაფერი გავაკეთოთ მისთვის! ჯუნ ჯინს მისწერე, რომ დაგავაგვიანდება!!!!
მოგეხსენებათ თეჰიონს არ გაუჭორდებოდა ვინმეს, ან რამის მოძებნა, მაგრამ არც გუკი და არც დედამისი არსად ჩანდნენ, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. სინამდვილეში თეჰიონმა ძალიან კარგად იცოდა სადაც იყო მისი სიყვარული, უბრალოდ დიდ ყურადღებას არ აქცევდა. თითქოს ისევ იქ ვერ დაბრუნდებოდნენ, მაგრამ ეს ისეთი მარტივი ჩანდა, რომ თეჰიონი უბრალოდ ასე ვერ იტყოდა ამ ყველაფერს. გულის სიღრმეში გროძნობდა, რომ რაღაცის დათმობა მოუწევდა....
ყველგან დარეკა და შეამოწმა, ყველაფერი გადაქექა და როცა ვამბობ სიტყვა "ყველაფერი" თეჰიონთან მიმართებაში, ეს სრულიად ყველაფერს ნიშნავს.ბოლოს როცა მისი აზრები გამართლდა, ბიჭებთან ერთად უკან კარიბჭეში დაბრუნდა და უაზროდ რაღაცას დაუწყო ძებნა. ყველაფერი გადაქექა, შეამოწმა ყველა კუთხე,კუნჭული, მიბნელებული და მიმალული ადგილები, ყველა ოთახი...
ბიჭები გაოცებულები მისჩერებოდნენ ბიჭს, არცერთმა იცოდა რა ტრიალებდა ახლა მის თავში. სამაგიეროდ ის იცოდნენ, რომ გუკის "დედა" სახუმარო თემა არ იყო. თემა ამ ყველაფრისთვის ცოტა პატარა ნათქვამია... ოთახში დაძაბულობა ნელ-ნელა პიკს აღწევდა, ჰაერიც კი საშინლად დახუთული ეჩვენებოდათ ბიჭებს. თეჰიონი ისევ განაგრძობდა რაღაც სასურველის ძებნას, ხოლო ბიჭები იჯდნენ, შუგა და ნამჯუნი რეკავდნენ, რომ რამე გაერკვიათ. ხოლო ჰობი და ჯიმინი, ჯინს ამშვიდებდნენ, რომელსაც ფერი აღარ ედო სახეზე.
ძალიან მიეჩვივნენ ერთმანეთს ამ დროის მანძილზე, რთულია როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გართმევენ. ოთახში სიჩუმე თეჰიონის წამოკივლებამ დაარღვია.
-ვიპოვე! ვიპოვე! გველი! საზიზღარი! როგორ შეეძლო?! ან როგორ გაბედა?! საერთოდ როგორ შემოაღწია აქ? ამიხსნით?!
- რაზე ამბობ თეჰიონ?
-შეგიძლია უბრალოდ აგვიხსნა ეს დაწყევლილი?!
თეჰიონი ტრიალდება და ხელის გულზე რაღაც პატარ-პატარა მოწყობილობებს უჩვენებს, ბიჭებს.
-ეს რა არის თეჰიონ?
-ეს მოსასმენი და სათვალთვალო აპარატებია! ზუსტად ვიცოდი ეგ ქალი, რისი გამკეთებელიც იყო. რატომ? იმიტომ, რომ მეც ამას ვაკეთებდი! ყველა მისი შემდეგი ნაბიჯი ვიცი და სიმართლე გითხრათ არც ისეთი ჭკვიანია გეგმა, რომ შეცვალოს. ამიტომ აწიეთ ერთი ადგილო და მოვიფიქროთ გეგმა....
-კი, მაგრამ ჩვენ ისიც არ ვიცით გუკი სად არის.
-ეს თქვენ ფიქრობთ ეგრე, რომ არიცით მე კი დარწმუნებული ვარ სადაცაა!
ბიჭები გაკვირვებულად მისჩერებოდნენ თეჰიონს, ვერც ერთი აზრობდა რა ხდებოდა, მაგრამ ხვდებოდნენ, რომ თეჰიონმა რაღაც ნამდვილად იცოდა. ილაპარაკეს ბევრი და თეჰიონმაც გააცნო გეგმა. ძალიან მარტივი გეგმა იყო და ზოგადად ყველაფერი მარტივი ჩანდა, მაგრამ ხომ იცით?! ყველაზე მარტივი საქმეები, ბოლოს ყველაზე რთულად მოსაგვარებელი ხდება ხოლმე. თეჰიონს ეს ძალიან კარგად ესმოდა, უბრალოდ არ უნდოდა ბიჭებს უფრო მეტად ენერვიულათ. თეჰიონმა ჩათვალა რომ ღამე უკეთესად მოიყვანდნენ გეგმას მწყობრში, ამიტომ მანამდე დაიწყო საჭირო ნივთების მოპოვება, რაც ბიჭებს არ გამორჩენიათ, არც ჯიმინის და ჯინის ყბას, დანარჩენები უბრალოდ იღიმოდნენ თეჰიონის საფირმო ღიმილით! ყველაზე მეტად ეს შუგას გაუხარდა მათი დანახვა , ხომ იცით უყვარს მწამებლური რაღაცეები.. ( რა წამება?! ერთი პატარა ციბოიაა😂🥺) თითქოს მეგობრებს შეხვდაო...
მოსაღამოვდა. ირგვლივ საშიში სიბნელე გაბატონებულიყო. სიჩუმე კი ნათლად უსვამდა ხაზს სიტყვა "საშიშს".
თავიდან თითქოს ყველა ბედნიერი იყო, მაგრამ ყველაფერი მალე არ უნდა გაგიხარდეს! ექვსი ბიჭი მიიწევდა ერთი სასურველისკენ, ერთი ჯილდოსკენ. თითქოს ის ერთი უბრალო ადამიანი კი არა არამედ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, რაღაც უფრო განსაკუთრებული იყო მათთვის.
არ ეშინოდათ? რათქმაუნდა. უბრალოდ განსხვავება იმაშია, რომ არცერთს არ ქონდა შიში საკუთარი თავის გამო . აქ წამოსვლაც ხომ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავზე უფრო ძვირფასის დაკარგვა არ უნდათ და მას იცავენ?ყველას ტანში ჭიანჭველები დაურბოდნენ, ფეხები უკანკალებდათ და საშინელ ფაქტებს წარმოიდგენდნენ თავში...
-თეჰიონ, თეჰი?
-გისმენ ჯიმინ
- გიფიქრია იმაზე იქ, რომ მივალთ და გუკი არ დაგვხვდეს? არ ვგულისხმობ, რომ სადმე სხვაგან იყოს, უბრალოდ რომ....რომ....
-ჯიმინ! ეს არ მოხდება! ის ვერ შეძლებს!
-და რომ შეძლოს ამის დედაც? რომ შეძლოს და მოკლას? პაატარა, რომ მოკლას?!
-შუგა, დაწყნარდი! შენ გგონია ამაზე მე არ მიფიქრია?! ან აქ ისე წამოგიყვანდით, რომ მაგაზე არ მეფიქრა?! ის უბრალოდ ერთი ფულზე, ძალაუფლებაზე და წამებაზე შეყვარებული ძუკნაა! გუკისთვის უნდა დამეჯერებინა! ღმერთო ეს როგორ ჩავიდინე?!
ბიჭი ჩაეშვა, თავი გრძელ და მოხდენილ თითებში ჩარგო.
-თეჰიონ, დაწყნარდი! ახლა ამის დრო არ არის! ჩვენც დამნაშავეები გამოვდივართ, რომ არ დავუჯერეთ! მაგრამ ემოციებმა საშუალება არ უნდა მოგვცეს დასუსტდეთ! ახლა ამის დრო არ არის! ახლა არა! ხოდა აწიე ახლა შენი ფაფუკი საჯდომი და გვითხარი სად მივდივართ!
-ჯინ ხომ იცი მას რომ რამე დაემართოს....
-დრამა ქვინობა გადაწყვიტე თეჰიონ?!
- მანქანაში გეტყვით სადაც მივდივართ და დროზე!
ბოლოს როცა დანიშნულების ადგილთან თითქმის მივიდნენ,თეჰიონმა მანქანა ნაცნობ სახლთან გააჩერა და ბიჭებს უბრძანა გადმოსულიყვნენ.აქ ყოველი შემთხვევისთვის უკვე ნაცნობი სათამაშოები დაურიგა, თუმცა როცა ჯინის ჯერი დადგა ჯინმა გაიკვირვა
-არა თეჰიონ! მე ეს ბარბის დანა არ მჭირდება! საკუთარი მაქვს!!
-ბარბის ტაფაზე ამბობს, არ გაიკვირვოთ!
-რაიყო? დანაზე უკეთ ტაფით მოვუვლი მაგ ვირიშვილებს! ჩემი ცუცქა, რომ დაამწყვდიეს!
-კარგი ჯინ, არ აფორიაქდე, ხომ იცი გრძნობებს თავი არ უნდა დააჩაგვრინო!მოკლედ, გეგმა თავიდან განვიხილოთ, რომ პრობლემები არ შეგვექმნას! და მანამდე თელეფონებს აქ ტოვებთ! და walkie-talkie-ით ( გერმანულად რაციას ნიშნავს და ძაან მესაყვარლა😂) ვისაუბრებთ. მოკლედ შევდივართ,ვეძებთ ბაჭიას და გამოგყავთ. ზედმეტი წამიც კი არ უნდა დაკარგოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
-და ასე ძალიან რატომ გვაჩქარებ თეჰიონ?
-სიურპრიზია!
-მაშინ გზას გავუდგეთ, რა დაგვრჩენია?!
-წავედით!
ბიჭები მალე მიუახლოვდნენ საწყობს, რომელიც დროის გასვლის შემდეგ უფრო შემზარავად გამოიყურებოდა.
გარეთ ორი მანქანა და სამი დაცვა იდგა, კამერები არა, მაგრამ დაცვა შეიარაღებული იყო. თეჰიონმა ბიჭებს ანიშნა დამელოდეთო და გზას გაუდგა. რამოდენიმე ილეთით,შეუმჩნევლად სამი დავცა მარილზე გაუშვა. ბიჭებს მიუახლოვდა
-მზად ხართ? თუ ახლა წამომყვებით უკან ვეღარ დაიხევთ!
-თეჰიონ გვეკაიფები?
-მაშინ გეგმის მიხედვით! 40წუთი გვაქვს მხოლოდ! გუკი მესამე სართულის მეოთხე ოთახში იქნება!
-საიდან იცი?
-ყველაფერი მეორდება! ზუსტად ისე როგორც რამდენიმე წლის წინ!
-შენ სად გაგიწევია?
-რაღაც უნდა გავაკეთო! გუკის სანამ გამოიყვანთ მეც იქ ვიქნები!
-კარგი, დროებით!
თეჰიონი მარტო გაუდგა გზას! ბიჭები კი ჩუმად შევიდნენ საწყობში! რამდენიმე დაცვაც კი გათიშეს, ავიდნენ მესამე სართულზე და მართლაც მეოთხე ოთახთან რამოდენიმე დაცვა იდგა, რაც იმის მიმანიშნებელი იყო, რომ ბიჭი ზუსტად იმ ოთახში იმყოფებოდა. ჯინმა ჯიმინს რაღაც ანიშნა და ბიჭებს გადაულაპარაკეს"ახლა ჩვენი ჯერიაო" და წინ გაემართნენ. რამდენიმე დაცვა წამში ამოატაფავეს, გადაახვიეს გუფთასავით და კარგადაც ამოსცხეს ტაკოებზე... ბიჭები ამ ყველაფერს შოკირებული გაყურებდნენ. ბოლოს როცა უკვე წეღან ნახსენები დაცვა ტოლმად გადააქციეს, ოფლი მოიშორეს და ერთმანეთს ამოსცხეს ტაკოებზე, გამარჯვების ნიშნად.
-ჯიმინ ფუნთუშავ! არმეგონა ამდენი თუ შეგეძლო! რამე ხომ არ იტკინე?
-ჯინ ჩემო ქალღმერთო! შოკირებული ვარ! მინდა გეთაყვანო!
-ხელს რა გიშლის?! (ის ხომ ჯინია?!😂✊)
-მაპატიე! ახლავე!
ნამჯუნი მუხლებზე მოექცა და თაყვანის მიზნით თავი რამდენჯერმე დაუკრა!
-ახლა გული ამერევა! გუკი სულ დაგავიწყდათ?!
-ახოოო, შევიდეთ...
გააღეს რკინის კარი და შიგნით, საშინელი მდომარეობა დახვდათ.გუკი რაღაც რკინის სკამს იყო მიბმული, რომელიც წაქცეულიყო, დასისხლიანებული ქონდა მთელი მუცელი და ზურგიც. საშინელი სანახავი იყო, შეშინებული სიბნელისგან და აკანკალებული სიცივის გამო, დანარჩენებზე ხმას არ ვიღებ!
ბიჭები წამში მიუახლოვდნენ და თოკების შეხსნა დაიწყეს, გუკი წამში გამოფხიზლდა, ძლივს ამოყო თავი
-გთხ...ოვთ! არ გინ..დაათ! შემე.....შვით! გთხო.ვთთთ!
ძლივს გასაგონად ამბობდა ბიჭი
-გუკ ეს ჩვენ ვართ!
-პატარავ შენი ჯინი მოვიდა, არ ინერვიულო
-გუკ გამაგრდი ახლავე გაგიყვანთ!
წამოაყენეს ბიჭი და კარებითან კი თეჰიონი შეეჩეხათ!
-გუკ? გუკ! პატარავ, ჩემო ერთადერთო! გუკ გესმის? ჩემო ბაჭიავ
თეჰიონს თვალებიდან ცრემლები წასკდა, ბიჭს იხუტებდა და ყველგან კოცნიდა
-აიი.. მტკივა თეჰიონ!
-გუკ ბავშვო,
პირდაპირ მის გახეთქილ ტუჩებს დაეწაფა, ხარბად და თან ნაზად, მთელი გულით, მთელი სიყვარულით დაუწყო კოცნა, ეხუტებოდნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს, ეს ისეთი საოცრება იყო, ორივეს ეგონა, რომ სამოთხეში იყვნენ. ბოლოს თეჰიონმა შეწყვიტა კოცნა და გუკის ხელები ბიჭებს გადახვია.
-გადით და რაც შეიძლება სწრაფად მოშორდით აქაურობას, ქოხში შედით და გუკს მოუარეთ, მარტო არ დატოვოთ!
და ყელიდან ამოიძვრინა ძველებური, მაგრამ უკამაზესი გასაღები. გუკის ყელზე მოათავსადა თბილად აკოცა
-გუკ, ბაჭიავ შენ არაფერში ხარ დამნაშავე! იცოდე ყველაფერს ვხედავ და ჭკვიანად იყავი, სხვა ბიჭებთან არასდროს დალიო! და ყველა იმ ადგილას წადი, სადაც გინდოდა, რომ გემოგზაურა!
-თეჰიონ რას აკეთებ?!
-არაფერს ბაჭიავ! უბრალოდ ერთი საქმე დამრჩა მოსაგვარებელი! არდაგავიწყდეს რომ მთელს მსოფლიოს მირჩევნიხარ და შენს გამო ყველას გადავუდგები! ჩემო ბაჭიავ თავს გაუფრთხილდი! ახლა კი დროზე! მხოლოდ 25 წუთი დაგრჩათ! ჩქარა მოშორდით ამ საწყობს! რაც შეიძლება ჩქარა! თქვენი იმედი მაქვს ძმებო! რაციაზე შეგატყობინებთ დანარჩენს!
-კარგი თეჰიონ! ქოხში დაგელოდებით!
ბიჭები გაუდგნენ გზას, მაგრამ გუკი ხვდებოდა, რომ თითქოს რაღაც რიგზე არ იყო. თან ეს ყველაფერი იმაზე მარტივი ჩანდა ვიდრე მოელოდა....
YOU ARE READING
Hate you, love you (დასრულებული)
Romance-იცი ამ მომენტზე დიდი ხანი ვფიქრობდი, მაგრამ რეალობად არასდროს აღვიქვამდი. -ბავშვო, გეშინია? დარწმუნებული ხარ რომ მართლა გინდა ეს? ხომ იცი მე შემიძლია დაგელოდო... გამომცდელად შეხედა, უფროსმა.