On the roof

474 33 7
                                    

                           6-თვის შემდეგ!

  თვალების გახელის თანავე უაზროდ მიმოიხედა ოთახში, არა არაფერს ეძებდა, უბრალოდ მიეჩვია უაზრობას. მთელი მისი ცხოვრება ერთი დიდი უაზრობა იყო! ძალიან დიდი უაზრობა. დაიღალა. ძალიან დაიღალა, რომ მის გამო ბევრ ადამიანს ავნეს, დაიღალა, რომ ყველაფერი მის გამო ხდებოდა. ხშირად ეკითხებოდა საკუთარ თავს ასეთი რა დააშავა წინა ცხოვრებაში, მაგრამ თქვენი აზრით პასუხს ვინ გასცემდა? სიცარიელე? კედლები? თუ სარკე? 
  

     მისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი შეცვლილიყო, აბსოლუტურად ყველაფერი. ისიც არ იკმარა მისმა უიღბლობამ მისი ერთადერთი სიყვარულის ფერფლიც ვერ იპოვეს,
მისი "დედი"-სგან განსხვავებით, რომელიც მდიდრულად დაიკრძალა,პირქუში და ბოროტი ადამიანების თანხლებით. ზუსტად ისეთი ადამიანები ესწრებოდნენ მის დაკრძალვას, როგორიც თვითონ იყო...

ფიქრებს როგორც ყოველთვის ვიღაც აწყვეტინებს!
-გუკ? კარგი რა! კარგი რა! არცერთი არ გეცოდებით? დაიბანე, დაივარცხნე და ჭამე მაინც, იქნებ ადამიანს დაემსგავსო!
გუკ, ხომ იცი გვესმის შენი...
-ჰაჰაჰ გესმით? თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ ახლა რას ვგრძნობ! ჯინ ნამჯუნი ცოცხალია! შენ შეგიძლია ჩაეხუტო, მოეფერო, აკოცო, ელაპარაკო! გესმის?! წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რას მეუბნები? არ გესმით ჩემი! ოდნავადაც არ გესმით! საერთოდ არ გესმით ჩემი! გთხოვ გადი და დამტოვე! ალბათ ის მაინც გესმის, რომ მარტო თავს უკეთ ვგრძნობ...
-გუკ, მე არც მიფიქრია, მე უბრალოდ...
ხომ ხვდები არა?! უკვე 6-თვე გავიდა ის აღარ დაბრუნდება! მაგრამ შენი ცხოვრება ამით არ დამთავრებულა, ახალგაზრდახარ და ჩვენგყავართ სულ, რომ არაფერი! იცი რომ ყოველთვის, ყველა სიტუაციაში შენს გვერდით ვიქნებით! უბრალოდ არ მსიამოვნებს ასეთი ჩაკეტილი, რომ გახდი! გამოფხიზლდი ბაჭიავ! მოგვენატრე, მომენატრა გუკი, რომელიც ადამიანს გავს და არა იმ ჩონჩხს სკოლაში ბიოლოგიის კაბინეტში, რომ გვაქვს. ჩემს მომზადებულ საჭმლებსაც აღარ ჭამ! ხვდები ეს ჩემთვის რამხელა სტრესია?!
-ჯინ, ვიცი მაპატიე, მართალი ხარ! მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, ყველგან ის მახსენდება, საითკენაც არ უნდა გავიხედო ყველგან ის დგას და მე არშემიძლია.... უბრალოდ....
-კარგი მოდი ასე მოვიქცეთ, ახლა დაწექი დაისვენე და უბრალოდ დაფიქრდი ყველაფერზე! ხვალ კი როცა გაანალიზებ რა მონსტრს გავხარ ალბათ დაბანას გადწყვეტ, საშინელი სუნი გდის! ფუუუ, ბოლოს როდის იბანავე?
-არმახსოვს!
- არა! გადავიფიქრე! ახლავე სააბაზანოში! უსიტყვოდ და სწრაფად!
   ბიჭი მიხვდა, რომ აზრი არ ქონდა ჯინთან კამათს, თან ეს საშინელი სუნი უკვე ნერვებს უშლიდა და როგორც იქნა სააბაზანოში წასვლა გადაწყვიტა. ოთახიდან გასვლისას ყველა მისაღებში მყოფი დადუმდა, და გუკის მიაჩერდა, თითქოს დედამიწამაც შეწყვიტა მოძრაობა. უხმოდ სააბაზანოს დაადგა, როცა მიხვდა, რომ უკან ვიღაც მოყვებოდა და გაიხედა
  -შენ რა აბანოში მომყვები?
-აბა შენ შენით ამ ჭუჭყს მოირეცხ! რა განერვიულებს? საერთო აბანოში ერთადაც ვყოფილვართ და შენი ძმობილიც ნანახი მყავს! დამიდგა აქ ვითომ უმანკო, დაიმორცხვა ბიჭი დროზე აბანოში, ვერ დამისხლტები ბავშვო იცოდე!
   გუკს გულში გაკრა, "ბავშვი" ის მისი ბავშვი იყო! გუკი მხოლოდ მას ეკუთვნოდა! ბაჭია მხოლოდ ერთი ადამიანის საკუთრება იყო, რომელიც მოკვდა!

Hate you, love you (დასრულებული)Where stories live. Discover now