გვიან ღამით გუკი ნამჯუნმა სახლში მიაცილა და ურჩია რომ გარეთ არ გასულიყო, რომ სადმე თეჰიონს არ გადაყროდა. გუკს ბიჭებისთვის არ უთქვამს რომ ის უკვე მის ოთახშიც ნამყოფი იყო, კიარადა შიშველიც ნახა და ყელზეც აკოცა. არ იცოდა რატომ უმალავდა ბიჭებს ამ ამბავს. თითქოს გაკიცხავდნენ, ალბათ ეშინოდა მათი რეაქციის ან რამე მსგავსი, მაგრამ ახლა თეჰიონი რომ ენახა ყველაფერს მასზე ანთხევდა და ცოცხალი ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა. სახლში უხასიათოდ შევიდა და პირდაპირ თავისი ოთახისკენ გაეშურა. ოთახში შესულმა კარი სწაფად მიხურა და სააბაზანოში შევიდა. ახლა ცხელი წყალი ყველაფერი იყო რაც სჭირდებოდა. იდგა დუშის ქვეშ და ფიქრობდა თეჰიონზე, მომხდარზე და ნამჯუნის ნათქვამზე. რა თქმა უნდა ჯუნი სიმართლეს ამბობდა, უბრალოდ გუკს არუნდოდა ამის დაჯერება, თვითონაც არ იცის რატომ. სააბაზანოდან გამოსულმა პიჟამა ჩაიცვა და სამზარეულოში ჩავიდა. ნუნა იქ დახვდა. გუკიმ უხასიათოდ სთხოვა, ჩაი მოემზადებინა მისთვის და ქალმაც სწრაფადვე მოუმზადა იგი. დიდ ჭიქაში გაუკეთა, როგორც უყვარს ხოლმე და შეეცადა მისი უხასიათობის მიზეზი გაეგო.
-გუკ ჩემო საყვარელო, რა გჭირს? ხელი ხომ არ აგტკივდა? იქნებ ავად ხარ? (ქალი მივიდა და მზრუნველად შუბლზე ტუჩები მიადო, რომ ტემპერატურა გაესინჯა. ნუნა ხვდებოდა,რომ აქ ავადმყოფობა, ან ხელის ტკივილი არაფერ შუაში იყო. ყველაფრის მიუხედავად იცოდა ბიჭებთან არ იჩხუბებდა, რადგან ისინი არასდროს ჩხუბობენ ხოლმე. ვერაფრით მიმხვდარიყო რა იყო მისი ცუდად ყოფნის მიზეზი)
-არა ნუნა, არ ინერვიულო, უბრალოდ გუშინ სველი თმით აივანზე გავედი და მთელი დღეა თავი მტკივა.
-ოჰ ჩემო ბიჭო, ასე როგორ შეიძლება? მიდი ჩაი დალიე, თუ მაინც არ გაგიარა ტკივილმა, სუპერმენი თუ როგორაა? ნუნა შენს გვერდით არის!! (ქალი მიხვდა რომ ბიჭს საუბარი არ სურდა, ამიტომ მისი გამხიარულება სცადა.)
ბიჭს ნუნას სიტყვებზე გაეღიმა, ღიმილის დროს თეჰიონი გაახსენდა და სიბრაზე კიდევ უფრო მოაწვა. ოთხში ავიდა და მაგიდასთან დაჯდა. ფინჯანი (თუ შეიძლება მაგ ჯამს ფინჯანი ვუწოდოთ) იქვე დადგა და ფოტოაპარატს ჩაავლო ხელი. დიდი ხანია სურათები არ გადაუღია, ყველაფერი შეიცვალა მისი გამოჩენის შემდეგ. ხვდებით ალბათ ხომ ვისაც ვგულისხმობ? ბიჭი ათვალიერებდა სურათებს და იღიმოდა, სიამოვნებდა იმ მომენტების გახსენება, რასაც გადაღების დროს გრძნობდა. ამ ყველაფრით გართულმა, ისიც კი ვერ შენიშნა მის ოთახში რომ ვიღაც შემოვიდა.მხოლოდ მაშინ გამოერკვა ფიქრებიდან, როცა უკნიდან მის თმებზე მერყევი ჰაერი იგრძნო. შეშინებული სწრაფად შემობრუნდა და ზედმეტად ახლოს,ოცდათორმეტივე კბილგადმოყრილი თეჰიონი შერჩა. ისეთი ლამაზი იყო მისი მუქი ფერის თმა. რაღაცით მისას წააგავდა, მაგრამ თან უფრო მუქი იყო. ფიქრები უკუაგდო, როცა ნამჯუნის სიტყვები გაახსენდა. წამოდგა და მთელი ძალით კრა ხელი.
-გუკ? რა გჭირს?
-გუკ? პირველ რიგში, მე შენთვის ჯეონ ჯონგუკი ვარ და ფიქრობ რომ რამე მჭირს? მოდიხარ იხედები ჩემს ცხოვრებაში და დაუკითხავად აფათურებ ხელებს. როგორ ბედავ? ვინ გგონია საკუთარი თავი? იცი სად ვცხოვრობ, მაშინ როცა ახალი გადმოსული ხარ. შენს გამო მთელი სკოლის თვალწინ შევრცხვი. შენ მე დამაცირე. მეც და ჩემი ძმებიც. შემოდიხარ ჩემს ოთახში ფანჯრიდან, დაუკითხავად და კიდევ მე რა მჭირს? რაგინდა? რას ცდილობ? ვინ ხარ საერთოდ კიმ თეჰიონ?
-მეგონა რომ უფრო დიდი ხანი დაგჭირდებოდა მისახვედრად?
-რის მისახვედრად?
გუკი მიუახლოვდა, ყელში ჩაავლო ხელი უჭერდა, მაგრამ თეჰიონი უბრალოდ იდგა. კიდევ უფრო მოუჭირა ბავშვმა, კისერს ხელი.თეჰიონი არ ინძრეოდა.
-რომ დედაშენმა გამომგზავნა.
ახლა კი ბიჭი ნამდვილად ვერ გადარჩებოდა. ბავშვმა მუჭი ძლიერად დაარტყა თეჰიონს. ის კი ფსიქოპატივით არ ინძრეოდა, მაგრამ ჭკუის შემშლელად დაიწყო ხარხარი. გუკი კიდევ უფრო განრისხდა და რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა თეჰიონის დასასისხლიანებლად.შეხვეული ხელი მოსვენებას არ აძლევდა, ამიტომ ცალი ხელით განაგრძო საქმე, თეჰიონი კი ერთხელაც არ შეწინააღმდეგებია. ურტყამდა გუკი, მთელი ძალით, სანამ ბიჭმა გონება არ დაკარგა. გუკი ადგა და სწრაფად ნამჯუნს დაურეკა, რადგან არ იცოდა რა ექნა. ეს ერთადერთი შენთხვევა არიყო როცა გუკი მწყობრიდან გამოვიდა.ბიჭები მალევე მოვიდნენ. ოთახში შესვლისთანავე საშინელი სურათი დახვდათ. თეჰიონი უგონოდ ეგდო, ძალა გამოცლილი და დასისხლიანებული. თმებშიც კი გაევლო სისხლის. საშინელი სანახავი იყო. ჰობი და ჯიმინი გუკს მივარდნენ, რომელიც ჩაკეცილიყო და მის სისხლნარევ ხელებს შესცქეროდა. ნამჯუნმა კი ბიჭს სწრაფად პულსი გაუზომა და სიცოცხლის ნიშანწყალს დაუწყო ძებნა.
-გუკ შენი ხელი? რამოხდა? აქ როგორ აღმოჩნდა? (გუკის ფერმკრთალი სახის დანახვისას, ჰობიმ შეშინებით ჰკითხა)
-ფანჯრიდან. უკვე მეორედ მოიქცა ასე.
-რა? ეს ჩვენთვის არ გითქვამს!
-ვიცი, მაპატიეთ. მე რეაქციის შემეშინდა, უბრალოდ...
-ჩშშშშ წყნარად გუკ, არგინდა. ხომ იცი ჩვენ სულ შენს გვერდით ვიქნებით. სამუდამოდ.
ჯიმინმა მიიხუტა ბავშვი და ისიც წამში აქვითინდა. ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ გათიშული თეჰიონიც და გუკიც "ჯოჯოხეთის კარიბჭეში" წაეყვნათ. ნუნას წერილი დაუტოვეს და ბიჭი ჩუმად გაიყვანეს სახლიდან. იქ კი იფიქრეს, იმსჯელეს და გადაწყვიტეს რომ ყველაფერს დილით გაარკვევდნენ. გუკს დამამშვიდებელი აბი დაალევინა ჯინმა და გვერდით დაუწვა "რამე რომ დასჭირდეს მასთან ვიქნებიო". მთელი ღამე თვალი არცერთს მოუკრავს, თეჰიონს და თუ არ ჩავთვლით რომელიც გონზე ჯერ კიდევ არ მოსულიყო და გუკს რომელსაც ფსიქოზური შემოტევის გამო დამამშვიდებლები მისცეს.6თავის დასასრული!
ყველაზე პატარა თავი გამომივიდა🤔🤔
YOU ARE READING
Hate you, love you (დასრულებული)
Romance-იცი ამ მომენტზე დიდი ხანი ვფიქრობდი, მაგრამ რეალობად არასდროს აღვიქვამდი. -ბავშვო, გეშინია? დარწმუნებული ხარ რომ მართლა გინდა ეს? ხომ იცი მე შემიძლია დაგელოდო... გამომცდელად შეხედა, უფროსმა.