ბიჭები სკოლაში ზედმეტად მაღალი რეპუტაციით სარგებლობდნენ. ზედმეტად. არ არსებობდა სულიერი, რომელიც მათი დანახვისთანავე ფეხვეშ არ გაეგებოდა ხოლმე. ბიჭები სკოლაში "იდეალური ექვსეულის" სახელით იყო ცნობილი. გოგოები და ბიჭებიც კი ჭკუას კარგავდნენ მათზე, უბრალოდ ერთი იყო, მხოლოდ ექვსი ადამიანი,არც მეტი და არც ნაკლები. იყვნენ ისეთებიც ვისთანაც მეგობრულ ურთიერთობას იჭერდნენ ,მაგრამ როგორიც ექვსეული? არასდროს. ექვსეული ლაპარაკობდა ყველაფერზე, ყველა თემაზე. მათ ისიც იცოდნენ რაც ჩვეულებრივ ძმებმა არ იციან. ყველა ტკივილს ერთმანეთს უზიარებდნენ, ყველა გასაჭირს და ლხინს. ექვსეული იყო ერთმანეთისთვის, ერთმანეთის მოსასმენად და ეს ყველაფერი უანგაროდ,ძმობის საფასურად. უყვარდათ ერთად გართობა, მოისურვებდნენ თუ არა ყველა გოგო მათთან გაჩნდებოდა, მაგრამ არცერთს ჰოსოკის გარდა , გოგო არასდროს ყვარებია და ჰობიც მისმა სიყვარულმა უბრალოდ "მიაგდო". არცერთს არ უმართლებდათ სიყვარულში, ამიტომ გადაწყვიტეს ეთამაშათ სიყვარულით.
ავტორი:სანამ დაიწყებთ კითხვას BTS-RUN ნახეთ, თორემ დამერწმუნეთ ისეთ სიამოვნებას ვერ მიიღებთ როგორც მისი ნახვის შემდეგ!
ჰქონდათ ადგილი სადაც იკრიბებოდნენ. მას "ჯოჯოხეთის კარიბჭე" უწოდეს. ეს იყო მატარებლის ვაგონი, რომელიც რათქმაუნდა იდეალურად მოეწყოთ. ყველაფერი ჰქონდათ საჭირო სამზარულო ოთახი, სააბაზანო, მისაღები და საძინებელიც კი! ხშირად აწყობდნენ წვეულებებს, ოღონდ მხოლოდ ექვსისთვის! და მიდიოდნენ წვეულებებზე ყველასთან , რადგან შეუძლებელი იყო წვეულება მათ გარეშე....
სკოლაში შებიჯებისთანავე გაისმა გოგოების კივილ-წივილი. მათი სიარული, უბრალო მიხვრა მოხვრა აგიჟებდა ყველა სულიერს, ეს უბრალოდ იდეალურზე ბევრად მეტი იყო. ექვსეული მწკრივად მიაბიჯებდა სკოლის დერეფანში თან შეძახილები არ წყდებოდა. უეცრად გუკიმ შეჯახება იგრძნო, წონასწორობა ვერ შეიკავა და წაიქცა . ვიღაც თავხედმა, ექვსეულიდან ყველაზე პატარა წააქცია! ეს ხომ შეუძლებელია?! მათ ხელს ვერავინ ახლებს, მით უმეტეს უმცროსს!! ის ხომ ყველაზე პატარაა? მას განსაკუთრებული სიყვარულით ექცეოდნენ ბიჭები. პატარა გუკს ხელს ვერავინ დააკარებდა, ახლა კი ეს ვიღაც უცხომ გაბედა! ჰოსოკი და ჯიმინი გუკის მივარდნენ. შუგა, ჯინი და ნამჯუნი კი უცხოსკენ გაემართნენ.
-ჰეეი!
ყველა გაჩუმდა, ცოტაც და პოპკორნს მოიტანდნენ, იქვე სანახაობას ჩუჯდებოდნენო იფიქრებდი. ბიჭი შეჩერდა და შავი კაპიუშონი გადაიგო მხრებზე, შემოტრიალდა და ჯონგუკს გახედა. მხოლოდ მას, ხედავდა, ბიჭი ისევ იქ იჯდა და მკლავზე ხელი ქონდა მიდეუბული, გუკი ტკივილისგან შეიშმუშნა და თვალებიდან ცრემლები გადმოუვარდა. ღმერთოოოო! შეიძლება სულიერი ადამიანი ტირილის დროსაც ასეთი ლამაზი იყოს? უეცრად გაუელვა უცხოს ფიქრებმა და მალევე უკუაგდო. ცალყბად ჩაიღიმა, კაპიუშონი დაიხურა და შეეცადა გზას გადგომოდა. ნუ ყოველ შემთხვევაში ეცადა მაინც. შუგამ ხელი ჩაავლო და მოატრიალა.
-მგონი აქ ვიღაცამ ბოდიში უნდა მოიხადოს! (უბრძანა შუგამ)
-საბოდიშო არაფერია, თქვენ მთელი დერეფანი მიგქონდათ, სადაც შევძელი იქ გავედი. (მოუჭრა თამამად)
ყველა შოკირებული იყო ბიჭის ამ საქციელით, სითამამით!
-როგორ ბედავ?! (შუგა განრისხდა)
-იუნგს დანწყნარდი მე მივხედავ, მისმინე შუგას მოთმინების უნარი ეკარგება! დროზე ბოდიში მოიხადე და გაგვეცალე! (ჩაერია ნამჯუნი და უსერიოზულესად შეხედა. ეს ყველას კლავდა მაგრამ ახლა რაღაც არ მუშაობდა, ისე არ მიდიოდა ყველაფერი, როგორც საჭირო იყო.)
-მაგას მერე მივხედავთ! ჩვენი ბავშვი ცუდადაა! ხელი იტკინა! (უკვე ღრიალებდა ჰობი)
-არ გეგონოს რომ დაგვიძვრები! უარესად იქნება შენი საქმე ბიჭო, გესმის? უარესი გელის. მე მინ იუნგი გპირდები ამას არ შეგარჩენ. დაიმახსოვრე ჯეონ ჯონგუკი, ეს ბოლო იქნება რასაც მოისმენ.
ბიჭები მივარდნენ უმცროსს, შეშინებული თვალებით იყურებოდნენ ხუთივე, როცა მათი ბავშვის ცრემლიანი სახე დაინახეს. ზიზღის გრძნობა მოაწვათ, ვინმეს მოკვლის ან უკეთეს შემთხვევაში დასახიჩრების! დამერწმუნეთ ყველაზე საშინელი რამ ახლა იწყებოდა უცნობი ბიჭის ცხოვრებაში. საშინელი კოშმარი და ეს გარდაუვალი იყო. გუკი სწრაფად მიარბენინეს სკოლის ექიმის კაბინეტში და საათნახევარი უცადეს გარეთ შეშინებულებმა, როცა ბიჭი გამოვიდა ხელი თაბაშირში გაეხვიათ, მაგრამ ეგ ახლა მეორე ხარისხოვანი იყო, რაც მთავარი გუკი აღარ ტიროდა, ყველას გულზე მოეშვა და დამშვიდებით ამოისუნთქეს.მთავარი ახლა იწყებოდა. არავინ შარჩენდა "უცხოს" გუკის წაქცევას, დამცირებას და ყველაზე უარესს მის სახეზე ცრემლის ჩამოვარდნას. შეიძლება ეს ბანალურად მოგეჩვენოთ მაგრამ ეგ არავის აინტერესებს. ბიჭი სახლში მიიყვანეს. ნუნა ახლა ერთერთი არ იყო ვისაც უცხოს მოკვლა სურდა.გუკი ამბობდა რომ არ ტკიოდა და ყველაფერი წარსულში დარჩა, მაგრამ გაინტერესებთ ვინმემ მოუსმინა თუ არა? რათქმაუნდ არავინ. გუკიმ ნუნას ოთახიდან გასვლა სთხოვა თუ არა ძმები წრიულად შემოუსხდნენ პატარას.
-გუკი ნამდვილად კარგად ხარ? (წყლიანი თვალებით კითხა ჯიმინმა)
-კი ჯიმინ-ში კარგად ვარ.
-გპირდები, მაგ საზიზღარს თვალებს ამოვგლეჯ და ბულიონს გავაკეთებ. ჩემს შვილიკოს როგორ აწყენინა? (მზრუნველად, თქვა ჯინმა)
-მე შენს გაკეთბულ საწამლავსაც შევჭამ (დარწმუნებით წარმოთქვა ნამჯუნმა)
-შენ რა ახლა ჩემს საჭმლებს საწამლავი უწოდე? (წამოვარდა ჯინი და ოთახიდან გავიდა)
-არა პაწუ , ეგ არ მიგულისხმია.. (გაეკიდა ნამჯუნიც)
ჰობიმ და გუკიმ ერთმანეთს გახედეს და ისტერიული სიცილი აუტყდათ.
-რა გაცინებთ? შეიშალეთ? (გაკვირვებული ამბობდა ჯიმინი)
-კი ჩვენ შევიშალეთ , ჩვენ! (სიცილით წარმოთქვა ჰობიმ).
ბიჭების წასვლის შემდეგ გუკი ვერ ისვენებდა, აქეთ იქით დადიოდა და ვერ ხვდებოდა რა სჭირდა, თვითონაც უკვირდა. რაღაცაზე დარდობდა და არც კი იცოდა ეს რაღაც რა იყო. უედრად საღი ხელი ჟაკეტს სტაცა და ოთახიდან ჩუმად გავიდა, რომ ნუნას არ შეემჩნია. სახლიდან გამოსვლისთანავე ფიქრებში წავიდა. არ იცოდა სად მიდიოდა ან ამ დროს გარეთ რატომ იყო, მაგრამ ის უბრალოდ გზას მიუყვებოდა და თავის თავს ეკითხებოდა ამ ყველაფერს. უეცრად მოუნდა დაელია. დამერწმუნეთ არც ეს იცის არავინ. მახლობლად მყოფ ბარში შეაბიჯა, სადაც რატომღც არასდროს იყო ნამყოფი. სახლის ტანისაცმლითაც უნაკლო იყო და რათქმაუნდა იქ მყოფების ყურადღება წამში მიიქცია სადაც მხოლოდ ბიჭები ისხდნენ, იფქრა ძალიან გვიანია და გოგოებიც ამიტომ არ არიანო, სხვა აზრებისთვის არც ეცალა. ბართან მდგომ სკამზე შემოჯდა და ბარმენს გასძახა "რამე ძლიერი მომიტანეო". ბარმენმა წამში მოუტანა დასალევი. გუკიმ გადაკრა სასმელი, რომ გენახათ იფიქრებდით წყალს სვამს-ო. ბიჭმა სასმლის კიდევ 4-5 ჭიქა გამოცალა, რომელიც საკმაო ზომის იყო. გუკი არ იყო მთვრალი, მაგრამ ნასვამი ნამდვილად. დროის გასვლის შემდეგ იგრძნო, რომ გვერდითა სკამზე ვიღაც ჩამოჯდა და თვალს არ აშორებდა. ეს უბრალოდ მისი ინსტიქტების ბრალი იყო, ყოველთვის გრძნობდა საფრთხის მოახლოვებას, არქონდა მნიშვნელობა ვიღაც წინ იდგა, გვერდით თუ ორ კილომეტრს იქით, მზერის მოწოლას წამში იგრძნობდა. ასეთი შემთხვევა იყო ახლაც. გაიხედა გვერდზე და არაფრის მთქმელი მზერა ესროლა უცხოს, გაოცებული დარჩა და ალბათ პირსაც დააღებდა რომ არა მისი თავმოყვარეობა. ეს ის უცნობი იყო, სკოლიდან, რომელმაც მას ხელი მოტეხა. თვალებში უყურებდა გუკის და თან ეშმაკურად იღიმოდა, მრავლის მთქმელად.შეიძლება გაოცება კი მაგრამ ენა ვერ დაიმორჩილა და უცნობს შესძახა:
-ჰეი, ეს შენ ხარ?
-კი, ეს ნამდვილად მე ვარ!2 თავის დასასრულიი!!
შეიძლება ჩემი ფიკი არავინ წაიკითხოს დდ ან უბრალოდ ზედმეტად ვნერვიულობ და მოუთმენელი ვარ🥺😶
YOU ARE READING
Hate you, love you (დასრულებული)
Romance-იცი ამ მომენტზე დიდი ხანი ვფიქრობდი, მაგრამ რეალობად არასდროს აღვიქვამდი. -ბავშვო, გეშინია? დარწმუნებული ხარ რომ მართლა გინდა ეს? ხომ იცი მე შემიძლია დაგელოდო... გამომცდელად შეხედა, უფროსმა.