დილაადრიან გუკიმ გაიღვიძა, გვერდზე როცა გაიხედა დაინახა სავარძელში შეკუჭული ჯინი, რომელსაც დაღლილობისგან ჩასძინებოდა. საათს დახედა ჯერ მხოლოდ შვიდი საათი იყო, იფიქრა ''ბიჭებს დაველოდები, როცა გაიღვიძებენ ერთად გავარკვევთ ყველაფერსო''. გაუჩერებლად დაბორიალობდა აქეთ-იქით ოთახში და როცა ვეღარ მოითმინა ადგა და სადაც თეჰიონი ყავდათ დაბმული იმ ოთახში შეაბიჯა. გზად დიდი ჯამი აავსო წლით, როცა შევიდა და ბიჭი დაინახა სიძულვილის საშინელი გრძნობა მოაწვა და გაყინული წყალი თეჰიონს პირდაპირ სახეში შეასხა. ბიჭმა თვალები ძლივს გაახილა და ბავშვს ახედა.
-მიკვირს მსგავსი სიმამაცე შენგან, ბავშვო!
-არც გაბედო! არც კი გაბედო და ბავშვი არ დამიძახო!
-ჰაჰააჰაჰ შენი გოშიები სად არიან?
გუკიმ განრისხებული იყო, თეჰიონის საქცელით, კიდევ ამდენს რომ ბედავდა და მუშტი უთავაზა ძლიერად მუცელში.
-ააააააჰ ბავშვო.
გუკიმ თმაში ჩაავლო ხელი და თავი აუწია
-რა გითარი?
-კარგი, კარგი.
-ყველაფერი დაფქვი.
-კონკრეტულად?
-უკვე ჩემს ნერვებზე მომედებ და ბოლოს მახსოვს რაც დაგემართა.
-მოკლედ უკვე ერთი წელია გითვალთვალებ, ვიცი სად დადიხარ, სად ჭამ, სად ატარებ ღამეს, ვისთან, რომელ საათზე მოდიხარ და მიდიხარ სახლიდან. შენს მეგობრებზეც ბევრი ვიცი. დედაშენმა ერთი წლის წინ ზუსტად ამ დღეს დამავალა შენთვის მეთვალთვალა და შემდეგ მისთვის მომეყოლა ყველაფერი. ხომ იცი უყვარს როცა ყველაფერს აკონტროლებს, მაგრამ როცა ყველაფერი გავიგე შენზე გადავწყვიტე ეს ყოველივე დამესრულებინა, ზუსტად მაშინ გამოვჩნდი შენს ცხოვრებაში. დავფიქრდი და მივხვდი, რომ დედაშენი ხუმრობა არაა. ალბათ ფიქრობ ''რატომ არ დაურეკე და არ უთხარი, რომ სამსახურიდან წასვლა გინდა-ო'' იმიტომ, რომ თუ მე ამიყვანა მგონი დიდი ფიქრი არ სჭირდება იმასაც, რომ არც სხვისი აყვანაა რთული, მითუმეტეს ყველაფერს მიხვდებოდა და ეს მე ნამდვილად არ მაწყობს, რადგან სიცოცხლე კიდევ მინდა. ყველაფრის მიუხედავად ეს საიდუმლო მხოლოდ იმიტომ გავიგე რომ ამის ნაწილი ვარ.
ბიჭი ცოტახნით გამოშტერებული იდგა, უგონოდ. თითქოს იქ იყო მისი სხეული,მაგრამ სული სადღაც სხვაგან. როცა გამოერკვა ფიქრებიდან, თეჰიონს შეხედა და შეეცადა ხმა ამოეღო, აქ შემოსვლამდე ბევრი კითხვა აწუხებდა, მაგრამ ახლანდელთან შედარებით ეგ არაფერიიყო.
-რას გულისხმობ იმაში რომ დედაჩემი ხუმრობა არაა? ან იმაში რომ საიდუმლო გაიგე? რა საიდუმლოზე საუბრობ? ან რისი ნაწილი ხარ? ვერგავიგე. ვერაფერი გავიგე.
-გუკ, საიდუმლო რომელიც ბავშვობაში გადაგხდა. ზუსტად ამ საიდუმლოს ნაწილი ვარ და როგორ ფიქრობ დედაშენი რომ გაიგებს იმას რასაც წლებია მალავს, ვიცი ან უარესი რომ გადაგარჩნე ან კიდევ უარესი ახლა ამას რომ გიყვები, მაცოცხლებს? მგონი არც ფული და არც გავლენა აკლია.
-საიდუმლო? რა? როგორ? საიდან გაიგე?
-გუკ ყველაფერი ერთმანეთს დავუკავშრე.შენი იარა სახეზე ან დედაშენი რომელიც საერთოდ არ შეცვლილა , მოსიყვარულე ნუნა და ბატონი ლიი.
-რაა მასზე საიდან გაიგე?
-შენ მომიყევი გუკ! არ გახსოვს? გუკ მე შენი ''ზამთრის დათვი'' ვარ. არ გახსოვს?
-რააა? როგორ შეიძლება? არა, არა და არა. ისევ იგონებ, ისევ მატყუებ.
-როგორ შეიძლება ჩემი ბავშვი მოვატყუო? როგორ არის შესაძლებელი ეს პატარა ბაჭიას გავუკეთო?
-ბაჭია? ასე მხოლოდ....
- ''ზამთრის დათვი'' გეძახდა ხო?
გუკი სწრაფად მივარდა თეჰიონს და თოკების შეხსნა დაიწყო, რა დროსაც ბიჭები შემოცვივდნენ...
-აქ რა ხდება? გუკ რას აკეთებ? (გაკვირვებული იყო ჯუნი)
-ყველაფერს აგიხსნით! ის სიმართლეს ამბობს! ის ჩემი ''ზამთრის დათვია" მე კი მისი "ბაჭია"
-რაა? ''ზამთრის დათვი"? "ბაჭია"? ასე მხოლოდ...
-მართალია, ასე მხოლოდ ის ბიჭი მეძახდა, ბავშვობაში რომელმაც გადამარჩინა.
-არ არსებოობს!
ყველას შოკისგან ყბა ჩამოსცვივდათ, რომ გაგევლო ალბათ დააბიჯებდი. გუკმა თეჰიონს ხელები გაუთავისუფლა, ბიჭი შეიშმუშნა და ძლივს ძლივობით გაიმართა, წამოდგა და ბავშვი,რომ არ ყოფილიყო ალბათ წაიქცეოდა. ბორძიკით მიიყვანა დივანთან გუკიმ და წყნარად დასვა, პირველადი დახმარების ყუთი მოარბენინა, პირსახოცი და თბილი წყალიც მოამზადა, ბიჭის გვერდით მოკალათდა და დაუწყო მიმხმარი სისხლის მოშრება.
-მაპატიე, მე.. მე არ ვიცოდი.
-ვიცი ბაჭიავ, ვიცი.
-სიყვარულის სცენები მერე იყოს, ახლა მოყევი. დროზე! (ნაგლურად მიმართა შუგამ)
--შუგა ჰიონ, ძალიანაც არ გაუბრაზე, როცა მოგიყვება დამიჯერე სხვისი მოკვლის სურვილი გაგიჩნდება...
თეჰიონმა უამბო ყველაფერი, რაც ცოტა ხნის წინ გუკის უთხრა. ბიჭები გაოცებულები შესცქეროდნენ თეჰიონს, გუკის დედისგან ყველაფერს მოელოდნენ,მაგრამ ეს უკვე ბოლო წვეთი იყო!
-ახლა რა უნდა ვქნათ? იცი სად არის? სად ცხოვრობს ან მისი ნომერი?( განერვიულებული ამბობდა ჯიმინი)
-ვიცი რომ ხშირად იცვლის სახლს,ნომერს და მანქანებს. ყოველკვირა ახლი ნომრიდან მირეკავს და როცა ვხვდებით სულ სხვადასხვა ადგილას, რატომღაც სულ მეუბნებოდა და მაცნობდა მის ახალ სახლს.
-ოხ ეგ..... გუკ მაპატიე არ შემიძლია უბრალოდ.(წამოიკნავლა შუგამ)
-არაუშავს ჰიონ, ეგ დედაჩემი არ არის ხომ იცი.
-რა უნდა ვქნათ? (ისევ განერვიულდა ჯიმინი)
-გთხოვთ მაგაზე ხვალ ვისაუბროთ ან ზეგ, უბრალოდ დღეს მასთან მინდა ყოფნა...
-უუუუუუუუუ ახალი დრამა ინ ექშენ! (მხიარულად წამოიწყო ჰობიმ)
-რას გულისხმობ სიხარულო? (გამომწვევად გახედა ჯიმა ''რომელსაც მთელი დროის მანძილზე შოკირებისგან ხმა არ ამოუღია'' და უფრო გამომწვევად გადახვია ხელი)
-ეე ეეე ეეეე უკაცრავად? მე ვინ ვარ? კარტოფილი? (გაბრაზდა ჯუნი და ხელი მოაშორებინა ჯინს ჰობიზე, მერე კი გაბრაზებულმა ოთახი დატოვა)
-ეს სულ რატომ ეჭვიანობს ამიხსნით? ჯუნ საყვარელო რა გეწყინა? (ჯინი გაეკიდა ნამჯუნს კისრისტეხვით)
ყველა ახარხარდა. წამით მიმდინარე მოვლენები ყველას გადაავიწყდა. ცოტა ხანში შუგამ და ჯიმინმა გააგრძელა ''cute couple" ცხოვრება და სიყვარულით სავსე თვალებით შესციცინებნენ ერთმანეთს, სანამ ფერება არ დაიწყეს.
-უკარცრავად, გვრიტებო? ჰეეეი!! აქვართ? ახლა გული ამერევა ვფიცავ!! ( ოთახიდან გულის რევის იმიტაციით გავიდა ჰობი)
-სულელი. რაუნდა? რამე დავაშავე ფისო?
-არა სიხარულო, შენ რა უნდა დააშავო (შუგამ ჯიმინს ლოყებზე საყვარლად უჩქმიტა) დებილია უბრალოდ, დაიკიდე.
-ფისო ნაყინი მინდა, ხომ მიყიდი?
-რა თქმა უნდა. ახლავე წავიდეთ თან ამ ორსაც დავტოვებთ ბევრი სალაპარაკო ექნებათ.
გადახედეს გუკის და თეჰიონს, რომლებსაც მათი აზრი საერთოდ არ ჰქონოდათ და ოთახიდან ჩუმად გავიდნენ.7 თავის დასასრული
დადააააან😂 ვგიჟდები ამ თავზე💗
YOU ARE READING
Hate you, love you (დასრულებული)
Romance-იცი ამ მომენტზე დიდი ხანი ვფიქრობდი, მაგრამ რეალობად არასდროს აღვიქვამდი. -ბავშვო, გეშინია? დარწმუნებული ხარ რომ მართლა გინდა ეს? ხომ იცი მე შემიძლია დაგელოდო... გამომცდელად შეხედა, უფროსმა.