Baby

878 61 0
                                    


-ვხედავ ხელი უკეთ გაქვს!
-კი, ახლა ნამდვილად აღარ მტკივა. (სწრაფად მოუჭრა გუკიმ)
-მაპატიე! დღეს უბრალოდ ზედმეტად ცუდი დღე მქონდა და ყველაფერს თავი ვერ გავართვი.
-ხოოო. (ისევ უხალისოდ მიაძახა)
-ის ბიჭები ვინ იყვნენ? შენი ძმები არიან? თუ მეგობრები? (ისე კითხა თითქოს არ სცოდნოდა).
-ორივე ერთად!
-სახლში წასვლას არ აპირებ? ვფიქრობ  დროა! ეს არც ისე კარგი ადგილია შენნაირი ბიჭებისთვის! (თითქმის ჩურჩულით უთხრა უცხომ).
-ჩემნაირი როგორი?
-უბრალოდ ვთქვი...(საუბრის დასრულებაც არ აცალა გუკიმ და ისევ გაუმეორა კითხვა)
-ჩემნაირი როგორითქო? (ახლა უკვე უყვირა გუკიმ)
-სრულყოფილი, უმანკო. დაკმაყოფილდი? ახლა კიდევ ცოტა ჩუმად რა. (ისევ დაუჩურჩულა უცხომ)
-არც უმანკო ვარ, არც სრულყოფილი სამწუხაროდ. (ზედმეტად "ნაგლად" მოუჭრა გუკიმ)
-კი ბავშვო, ასეა! უმანკოც ხარ და სრულყოფილიც.
-ბავშვი? გინდა სიფათი აგაცალო?
-ხო ბავშვი, რა ვთქვი ასეთი?
-რა უფლება გაქვს ბავშვი მიწოდო? შენი ბავშვი არ ვარ.
-ჯერ არა. (მაცდურად ჩაუღიმა უფროსმა)
-ეგ რაღას ნიშნავს?
-მალე გაიგებ, ბავშვო. ახლა კი დროზე სახლში! (მკაცრად მიმართა გუკის.)
  ასე რატომ იქცევა? ისე თითქოს მისი ბავშვი იყოს ან მეგობარი. გუკის მეგობრებიც (ჰიონების გარდა) ვერ ბედავდნენ მისთვის პასუხის გაცემას! და ახლა ეს უცნობი, სრულიად უცხო ერთ დღეში ყველაფერს ურევს.
-როგორ ბედავ და მიბრძანებ რა გავაკეთო?
-ასე მსურს!
-არსადაც არ ვაპირებ წასვლას! ( გუკიმ ბარმენს ანიშნა, კიდევ ერთი ჭიქა მომიტანეო)
უცხომ დრო იხელთა ბიჭს ხელი მოკიდა, მხრებზე ჩანთასავით გადაიგდო და ბარიდან გასვლამდე ბარმენს გადასძახა,"გავსწორდებითო" და გავიდა. გუკი აზრზე არიყო ჯერ კიდევ რა ხდებოდა. ბიჭმა ოდნავ მოშორებით ჩამოსვა, შეათვალიერა და გაიღიმა, რათქმაუნდა ეშმაკურად, როგორც ჩვევია ხოლმე:
-როგორ ბედავ! საერთოდ ვინ ხარ რომ ადენს  უფლებას აძლევ შენს თავს! (განრისხდა გუკი)
-ბოდიში თავი არ წარმიდგენია, მე თეჰიონი ვარ! კიმ თეჰიონი. მეგობრები "V-ს"მეძახიან. ისე ცოტა უნდა დაიკლო, ძალიან მძიმე ხარ! არა,ეს ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს! ისე მგონი არც კუბიკები არ გაკლია!
  ისევ უსირცხვილოდ აათვალიერა ბიჭი!
-შენ ვინ გკითხავს მაგას?
-უყურე ამ ბავშვს! (ისე წარმოთქვა თითქოს ვინმეს ეუბნებაო. თავი გააქნია და თითებიც აათამაშა) -ასე ვინ გაგათამამა?
-ღმერთო მომეცი ძალა და გამძლეობა!!
-შენი სახლი საით არის რა მითხარი? (გუკის სიტყვები არაფრად ჩააგდო და გააგრძელა)
-არ მითქვამს და არც გეტყვი არასდროს!
-კარგი ხო გატყუებ, მეც ვიცი სადაა შენი სახლი. (თეჰიონი გაუყვა გუკის სახლისკენ მიმავალ გზას და გამოშტერებული გუკიც აედევნა, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაერკვია რა ხდებოდა)
ავტორი:აუცილებლად უსმინეთ და ისე წაიკითხეთ ❤ (BTS-PIED PIPER)
  ალბათ ხუთი წუთი გასულიყო. თეჰიონი  გუკისკენ მოტრიალდა,  რომელიც სულ          ოდნავი ბანცალით მოყვებოდა უკან.  ვი გაოცებული შესცქეროდა და ისევ ის ფიქრები მოაწვა, რომელიც სკოლაში უკუაგდო. შეჩერდა, დაუწყო ყურება მისკენ მომავალ გუკის და ფიქრობდა რა იყო ამაზე უფრო ლამაზი სანახავი ვიდრე გუკის აწითლებული ლოყებია? არც არაფერი. შუა ღმე იყო, მაგრამ ლამპიონები ისე ანათებდნენ,როგორც არასდროს. გუკი არ უყურებდა თეჰიონს, მისკენ არც შეუხედავს, ალბათ შერცხვა ან ზედმეტად გაბრაზებული იყო. ზუსტად ამ მომენტში იგრძნო შეჯახება, უკვე დღეში მეორედ, იგივე ადამიანისგან. ამჯერად თეჰიონმა დაჭერა შეძლო და მის გაწითლებულ სახეს შეხედა. ფართოდ გაიღიმა, არა ეს არ იყო ღიმილი,როცა იღიმიან 32 კბილი არ უჩანთ ხოლმე,ძირითადად. თეჰიონმა ისედაც შემცირებული პირადული სივრცე კიდევ უფრო დაურღვია გუკის. უმცროსი არაფრის აზრზე არიყო, მთელი დღა არაფრის აზრზე არაა. თეჰიონის ბრჭყვიალა თვალებს შეხედა, მერე ტუჩებს, ცხვირს, მის გაბურძგნულ თმებს შეხედა და გულში ჩხვლეტა იგრძნო. რაღაცას ეძებდა მთელი დღე და ეს რაღაც იპოვა კიდეც. გუკიმ იმ წამს იფიქრა რომ თეჰიონზე ლამაზი ბიჭი არასდროს შეხვედირია. ჩხედა ბიჭს თვალებში და ხო ეს არ უნდოდა მაგრამ წამოდგა და ახლა უფრო უკეთ შეძლო მისი დათვალიერება. თეჰიონი იყო მაღალი, გამხდარი ტანის, გრძელ თითება ბიჭი, რომელსაც ერთი შეხედვით ეტყობოდა ბეჭდები როგორც უყვარდა. სპორტული სტილის კედები, ჯინსის შავი შარვალი და შავი კაპიუშონიანი ჟაკეტი ეცვა, ამჯერად კაპიუშონი არ ეხურა და ეს გამოკვეთავდა მის აჩეჩილ მბზინავ თმას, ღმერთო როგორი უნაკლოა გაიფიქრა გუკიმ.როცა თეჰიონმა ფიქრები გააწყვეტინა და სიჩუმე დაარღვია. 
-არგინდა ჩემი მანქნით წავიდეთ? არც ისე კარგად გამოიყურები.
-არა. არ შეწუხდე, მე შემიძლია ჩემით წავიდე.(მოიცა, მომეჩვენა თუ გუკი დაემორცხვა თეჰიონს?)
-ბავშვო, ეგ არც იფიქრო. შენი  წაყვანით როგორ შევწუხდები? ჩაჯექი.
თეჰიონი შავი აუდისკენ გაემართა. ბიჭს კარი გაუღო და შემდეგ თვითონ ჩაჯდა მანქანაში. ბიჭს გახედა რომელიც არცთუისე სასიამოვნოდ გამოიყურებოდა და აზრი შეიცვალა. ფანჯარა ჩამოწია,მუსიკა ჩრთო, მანქანა დაქოქა და მთელი ძალით გაზს მიაწვა. გუკის ეს ძალიან ესიამოვნა, თვალები დახუჭა და სიმღერის მოსმენა გადაწყვიტა. მთელი სეული მოიარეს, თუ არ ჩავთვლით გუკის რომელსაც თვალები ერთმანეთში ეხლართებოდა. სულ ცოტახანში ბიჭს ჩეძინა. თეჰიონმა სახლში ჩუმად შეიყვანა, მისივე გასაღებით რომელიც ჯიბეში ედო,საწოლზე დააწვინა და როცა  გასვლას აპირებდა როცა ბავშვის ხმა გაიგო:
-თეჰი, შეგიძლია დარჩე?
-ბავშვო, აქვარ.
-შეგიძლია სანამ არ დავიძინებ არ წახვიდე?
-კი ბავშვო, შემიძლია.
თეჰიონი უყურებდა ბიჭს, უყურებდა და რაღაც არარეალურს გრძნობდა, შეუძლებელს. სურვილი გაუჩდა მის იდეალურ თმას შეხებოდა. მის საწოლთან ჩაიმუხლა და მის გასწორებას შეეცადა. შემდეგ დააკვირდა და ლოყებზე ხელი დაუსვა, ცხვირზე და ტუჩებზე.უნდოდა უფრო მეტიც გაებედა, მაგრამ ვერ შეძლო. ის იმაზე მეტი იყო ვიდრე დანარჩენები. გუკის დაძინებისთანავე ბიჭი სახლიდან ჩუმად გავიდა და უმცროსის სახლს მოშორდა.მთელი ღამე არ სძინებია გუკიზე ფიქრით. დილით გუკიმ თავის ტკივილით და გულისრევის შეგრძნებით გაიღვიძა. აივანზე გავიდა და გუშინდელ ღამეზე დაფიქრდა. ბავშვი ფიქრობდა რომ ეს სიზმარი იყო, მაგრამ ის ხომ ასეთი რეალური იყო? როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო?!


3 თავის დასასრულიი!
😶😶😶😶😶

Hate you, love you (დასრულებული)Where stories live. Discover now