[♡] 2 [♡]

2.2K 155 20
                                    

თავი 2 (ამ თავში საუბარია მარტორქებზე (Unicorn) მითოლოგიურ არსებებზე. ნამდვილი მარტორქა არ გეგონოთ)

მისი რეაქცია უბრალოდ შეუფასებელი იყო. ვინანე, რომ ფოტო ვერ გადავუღე და ვერ გამოვიყენებდი მომავალში სურათს თეჰიონის დასაშანტაჟებლად.

მისი ყბა თითქმის მიწამდე "დაეცა" (რა თქმა უნდა ვაზვიადებ) და მისი თვალები ძალიან დამრგვალდნენ. მისი სახე ისეთი უფერული (თეთრის მაგვარი) გახდა როგორიც მინ იუნგის. მინ იუნგი კიდევ ერთი ჩხუბისთავი და "მაგარი ბიჭია" ამ სკოლაში და მისი კანი ისეთი თეთრია როგორც ქაღალდი. სერიოზულად, ხუმრობის გარეშე.

"ოოო რას აკეთებ?" ვკითხე გასაჯავრებად,იმისდა მიუხედავად, რომ მშვენივრად ვხედავდი რასაც აკეთებდა.

"მგონი ჯობს, თუ ფოტოს გადავიღებ და დირექტორს ვაჩვენებ." ვთქვი და ხელი ნიკაპ ქვეშ ამოვიდე. ვითომ ვფიქრობდი.

"არა! გთხოვ არა!" თეჰიონმა იყვირა გაღიზიანებული,გაბრაზებული ხმით და საღებავები ძირს დააგდო.

მშვენიერია.ახლა ამ სიტუაციას ჩემ სასარგებლოდ გამოვიყენებ.

ამ დროს კი ჩემმა მუცელმა ხმა გამოცა (აშკარად მომშივდა).

"გთხოვ არაფერი უთხრა და ყველაფერს გავაკეთებ რაც გინდა. რასაც მეტყვი იმას გავაკეთებ." შემევედრა თეჰიონი. რომ იცოდეთ როგორი იშვიათია მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა...

"ნებისმიერ რამეს?" თავმომწონედ გავუღიმე.

მან თავი დამიქნია. უდანაშაულო ლეკვს გავდა.

"თუ გინდა სამი შოკოლადის რძე მიყიდე. თუ გინდა..."

[♡][♡][♡]

მე და თეჰიონი მოგრძო სკამზე ვისხედით (გარეთ. სკოლაში არა). მე ბედნიერად ვაგემოვნებდი შოკოლადის რძეს, ის კი უკმაყოფილოდ ოხრავდა.

სკოლიდან მარტივად გამოვიპარეთ. მანდატურებს ეძინათ და ხმამაღლა ხვრინავდნენ.

ქრთამი | კიმ თეჰიონი  Where stories live. Discover now