თავი 15
სამი თვე თვალის დახამხამებაში გავიდა. მე და თეჰიონი ისევ ერთად ვართ, იმაზე უკეთესად, ვიდრე ვიფიქრებდით.
ორი კვირის წინ ჰუნმი და ჰოსოკიც გამოუტყდნენ ერთმანეთს და ახლა ერთად არიან.
აღმოჩნდა, რომ ჯონგუჯს ჰუნმი მოსწონდა, მაგრამ გადაწყვიტა ამ საკითხზე გოგონასთვის არაფერი ეთქვა. იცის, რომ წყვილს ერთმანეთი ძალიან მოსწონს. საცოდავი გუკი.
შეყვარებულის გარეშე მხოლოდ ჯონგუკია. ალბათ, ჯერ კიდევ ძალიან ახალგზარდაა პარტნიორისთვის.
"სასაცილოა. გამოდის, ერთად იმიტომ ვართ, რომ დამაშანტაჟე. შემდეგ, სკოლაში გავიჭედეთ, მალევე განათლების მინისტრთან წავედით. უბრალოდ გასაოცარია. ისტორიაზე გვერდი-გვერდ ვიჯექით, თუმცა არც კი ვესაუბრებოდით ერთმანეთს." თქვა თეჰიონმა და ხელი ჩამკიდა.
ხანდახან მგონია, რომ ჩვენი ხელები ერთმანეთისთვისაა შექმნილი.
"მართალი ხარ. თან, რომ გავიგე ჰუნმის მოწონდი თავიდან ვიფიქრე " ღმერთო ჩემო, ჰუნმის ჯოკერი მოეწონა." მაგრამ, ნახე, ახლა მე მომწონს ჯოკერი და შეყვარებულებიც კი ვართ." გამეცინა. მან ლოყაზე მიჩქმიტა და ჩაღმავებულებზე თითი დამადო.
"ამის გაკეთება სულ მინდოდა." უაზროდ გაიცინა და ლოყის 'ორმოები' თითით კიდევ ჩაზნიქა.
"ძალიან საყვარელი ფოსოები გაქვს."
"იმ დღეს, მანქანის მოხატვის დროს რომ არ დამეჭირე, ასე მაინც ვიქნებოდით?" ვიკითხე. თეჰიონი დამეთანხმა.
"სიმართლე რომ გითხრა, ოღონდ უცნაური გიჟი ადამიანი არ გეგონო, ისტორიის კლასში ყოველთვის გიყურებდი. შენს ლამაზ სახეს ვაშტერდებოდი ხოლმე. ისე ვიქცეოდი, თითქოს ყურადღებას არ გაქცევდი, თუმცა ჩუმად სულ შენსკენ იყო ჩემი თვალები." თქვა. მე გამეცინა. არასდროს შემიმჩნევია, ისტორიის გაკვეთილზე თეჰიონი მიყურებდეს. მანქანის შემთხვევამდე.
YOU ARE READING
ქრთამი | კიმ თეჰიონი
General Fictionაღწერა: " უი, დაგინახე. დავინახე რაც გააკეთე" ფიქცია, სადაც გოგონამ დაინახა თეჰიონი, რომელიც დირქტორის მანქანას საღებავებით ხატავდა და მას შემდეგ თეჰიონს უწევს შეასრულოს გოგონას ნებისმიერი მოთხოვნა, რადგან არავინ გაიგოს მისი საიდუმლო. თასუ...