თავი 7
"ეგ ბოზი. ბოდიში, რომ ამაში ჩაგითრიე." თქვა თეჰიონმა, როგორც კი ბალახზე ჩემს გვერდით დაჯდა.
"არაუშავს. უკვე ვერც მე ვიტან მაგ ქალს." ვუპასუხე.
"უნდა დავამტკიცოთ, რომ უდანაშაულო ხარ." თქვა.
"არ გინდა. ყველაფერი კარგადაა."
"არა, არ არის. შენ უდანაშაულო ხარ, მე- არა. მე მოვხატე მისი მანქანა, შენ - არა. ეს უბრალოდ... არ არის სწორი. ვერ დავუშვებ შენ იმისთვის დაიტანჯო რაც არ გაგიკეთებია. "
მის სიტყვებზე გული შემეკუმშა.
გამეღიმა. "გახსოვს განათლების მინისტრისთვის წერილი რომ უნდა მიგეწერა? ახლა დავწეროთ."
ჩანთიდან სუფთა ფურცელი და კალამი ამოვიღე.
"დავიწყოთ."
[♡][♡][♡]
წერილი დავწერეთ. მე და თეჰიონი ახლა ავტობუსში ვიჯექით და განათლების მინისტრთან მივდიოდით. შორს არის.
"ძალიან მინდა, რომ ამ წერილმა გაამართლოს." დაიწყო თეჰიონმა. მე თავი დავაქნიე, ვეთანხმები მის სიტყვებს. მალე გაჩერებაზე ჩამოვედით და სასურველი შენობისკენ წავედით.
მე თეჰიონს გავხედე, მანაც შემომხედა. ერთმანეთს თავი დავუქნიეთ და შენობაში შევედით. მისაღებისკენ წავედით.
"რით შემიძლია დაეგხმაროთ?" როგორც კი მდივანმა დაგვინახა გვკითხა.
"შეიძლება მინისტრს შევხვდეთ?" თეჰიონმა კითხა. მდივანმა უცნაურად შემოგვხედა.
"შეხვედრა დანიშნული გაქვთ?"
თეჰიონმა თავი გააქნია. იუარა
"ვწუხვარ. თქვენ უნდა იყოთ ჩაწერილები. ისე ვერ შეგიშვებთ" თქვა მდივნმა. იმედგაცრუებულმა ამოვიხვნეშე.
თეჰიონმა ხელი ზურგზე დამადო და პატარა წრეების ხატვა დაიწყო ჩემს დასამშვიდებლად, რამაც იმოქმედა.
YOU ARE READING
ქრთამი | კიმ თეჰიონი
General Fictionაღწერა: " უი, დაგინახე. დავინახე რაც გააკეთე" ფიქცია, სადაც გოგონამ დაინახა თეჰიონი, რომელიც დირქტორის მანქანას საღებავებით ხატავდა და მას შემდეგ თეჰიონს უწევს შეასრულოს გოგონას ნებისმიერი მოთხოვნა, რადგან არავინ გაიგოს მისი საიდუმლო. თასუ...