თავი 16
[*skittles ქართულად არ ვიცი როგორაა ამიტომ უბრალოდ ინგლისურად დავწერე და ფოტო ზემოთ ნახეთ და წარმოდგენა გექნებათ რაზეა საუბარი]
"დავიჭირე!" იყვირა თეჰიონმა, როგორც კი skittles ენით დაიჭირა. მის ბავშვურ საქციელზე გამეცინა.
ძალიან მოწყენილები ვიყავით და რადგან სახლში ძალიან, ძალიან ბევრი skittles აღმომაჩნდა, რომელსაც მარტო ნამდვილად ვერ მოვერევი, გადავწყვიტეთ პატარა თამაში გვეთამაშა. რაც თეჰიონის აზრი უფრო იყო, ვიდრე ჩემი.
ჯერჯერობით ყველა skittles დაიჭირა თეჰიონმა. მე კი ერთიც ვერა. ზოგი ან იატაკზე დაეცა, ან კიდე მაისურში ჩამივარდა, ფუ.
"აი, მოდის. მოემზადე." მითხრა თეჰიონმა და skittles მესროლა. თუმცა, პირის მაგივრად თმაზე მომხვდა. ფეხი იატაკს მთელი ძალით დავარტყი. რატომ არ მიმართლებს დღეს?
თეჰიონი დივანზე დაჯდა, მე მაგიდასთან ვიდექი.
"ჰეჯუ, მანდ დარჩი და კიდევ ერთი მესროლე." თქვა. შეფუთვიდან ამჯერად მწვანე ამოვიღე და თეჰიონის პირს დავუმიზნე.
"ჯანდაბა!" ამოიწუწუნა თეჰიონმა. მისი შეწუხებული ხმის გაგონებისას მყისვე მისკენ წავედი და დავინახე skittles, რომელიც 'ერთ ადგილას' ჰქონდა თეჰიონს მოხვედრილი.
[იმ პატარა რაღაცით როგორ ეტკინა აზრზე არ ვარ მაგრამ კაი...]
ვაა, რა... რა კარგი მიზანი მაქვს.
ჰმმ, ხომ არ გავაწვალო? ძალიან, ძალიან ბავშვურად იქცევა და 'ცუდი' შეყვარებულია იმსახურებს.
ტუჩის კუთხები ავწიე (გავიღიმე) და გვერდით მივუჯექი.
"თეჰიონ," ვუთხარი და უფრო ახლოს მივედი მასთან. დავინახე, როგორ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ცადა რამე ეთქვა, თუმცა არ გამოუვიდა.
ხელი ბარძაყზე დავადე და თანდათანობით ზემოთ ავწიე. მის ფეხებს შორის მდებარე 'რაღაცას' ვუახლოვდებოდი.
YOU ARE READING
ქრთამი | კიმ თეჰიონი
General Fictionაღწერა: " უი, დაგინახე. დავინახე რაც გააკეთე" ფიქცია, სადაც გოგონამ დაინახა თეჰიონი, რომელიც დირქტორის მანქანას საღებავებით ხატავდა და მას შემდეგ თეჰიონს უწევს შეასრულოს გოგონას ნებისმიერი მოთხოვნა, რადგან არავინ გაიგოს მისი საიდუმლო. თასუ...