[♡] 8 [♡]

1.5K 120 11
                                    

თავი 8

შოკში ვიყავი. სიტყვები არ მყოფნიდა. არც კი ვიცი რა უნდა ვიგრძნო მისი აღიარების შემდეგ. მას თეჰიონი... მოსწონს?

"აჰა" ვთქვი და ჩავახველე.

მე მხარი უნდა დავუჭირო. ყველაფრის მიუხედავად, ის ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარია... მეგობრებმა წესით ერთმანეთს უნდა დაუჭირონ მხარი.

"ეგ თეჰიონს უთხარი, სულელო. არ დაკარგო შანსი. შეიძლება მოწონხარ კიდეც." ვუთხარი და ხელი მხარზე 'დავუტყაპუნე'.

"არა. მას შენ მოწონხარ" თქვა.

"გოგონი, თუ მაგაზე უნდა მეკამათო იცოდე გეჩხუბები. უბრალოდ მომისმინე კარგი? მას შენ მოწონხარ. მართლა. ისტორიაზე ხომ მის გვერდით ვზივარ? ვხედავ როგორ გიყურებს ხოლმე. სულ გიყურებს." გავიცინე.

თვალები გაუნათდა. ბავშვს გავდა, რომელსაც ახალი სათამაშო უყიდეს.

"მართლა? ღმერთო ჩემო. არ ვიცოდი."

"აბაა... როგორ ეტყვი შენს გრძნობებზე?"გავუღიმე. მან მორცხვად გამიღიმა.

ალბათ არ იცის როგორ.

"კარგი. ხვალ არ ეცლება. მინისტრი და ამბები... მეორე დღეს რომ უთხრა? რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ეგ ამბავი."

ის ახლოს მოვიდა და ჩამეხუტა. "მადლობა ჰეჯუ. ვიცოდი, რომ შენ იმედი უნდა მქონოდა."

[♡][♡][♡]

მინისტრი სკოლაში ლანჩის დროს მოვიდა. ამიტომ მე და თეჰიონს საჭმლის დათმობა მოგვიწია და დირექტორთან მისვლა მინისტრთან ერთად. მე ჰუნმიც წავიყვანე. არა მგონია მინისტრს ეგ არ მოეწონოს. თანაც, ჰუნმი და თეჰიონი უნდა დავაახლოვო. მშცენიერი სიტუაციაა მაგისთვის.

" ბატონმა კიმ თქვნი სიტუაცია ამიხსნა." დაიწყო მინისტრმა. დირექტორი აშკარად შეშინებული და გაღიზიანებული იყო. მე კი სიცილს ძლივს ვიკავებდი.

დირექტორს თავი დახრილი ქონდა და ტუჩებს აწვალებდა.

"როგორ შეგიძლიათ ასე ცუდად მოექცეთ ბავშვებს?" მინისტრმა ხმას აუწია და სკამზე მჯდომი დიტრქტორი კინაღამ გადმოვარდა.

"მინისტრო, აქ რაღაც შეცდომაა. მე არ-"

"შეცდომა?" მინისტრი გაღიზიანდა. "ბავშვებს ადანაშაულებთ იმაში რაც არ გაუკეთებიათ. ბრმა ხართ? აშკარად კიმ თეჰიონი და ჯონ ჯონგუკი, ისევე როგორც მინ ჰეჯუ ყველანი უდანაშაულოები იყვნენ. ნუ თეჰიონის გარდა, რომელმაც დანაშაული მართლაც ჩაიდინა და მანქანა მოხატა. მაგრამ, მინ ჰეჯუ და ჯონ ჯონგუკი? ჯონგუკი უბრალოდ ადამიანს ეხმარებოდა და ჰეჯუ უბრალოდ არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდა." აფეთქდა მინისტრი.

მე უბრალოდ ვიღიმოდი. მიხაროდა. იმსახურებს ეს ბოზი.

გვერდით გავიხედე და დავინახე თეჰიონი და ჰუნმი ერთმანეთს ყურში რაღაცეებს ეჩურჩულებოდნენ და შემდეგ ჩუმად იცინოდნენ.

გამეღიმა. ჰუნმის მაინც უმართლებს.

"მე ძალიან ვწუხვარ, მინისტრო" თავი დახარა დირექტორმა. თუმცა, მის ხმაში ეს არ იგრძნობოდა. ძალიან ყალბი იყო. ძალიან.

"კიდევ ერთ შანსს გაძლევ. უკანასკნელს. თუ ისევ იზამ რაიმე უსამართლოს და ცუდს აქედან სამუდამოდ წახვალ." თქვა მინისტრმა. დირექტორმა კი თავი დაუქნია.

"კიმ თეჰიონ, თქვენ დანაშაული ჩაიდინეთ ამიტომ ერთი კვირით რაიმე საზოგადო სკოლისთვის კეთილ საქმეს გააკეთებთ. ასევე სტუდენტ ჯონ ჯონგუკს დაურეკეთ და სკოლაში დააბრუნეთ. თუ სურს, რა თქმა უნდა."

გახარებულმა თეჰიონმა უბრალოდ თავი დააქნია. რა საყვარელია, ლეკვს გავს.

"ვწუხვარ, რომ პრობლემები შეგიქმენით, მინისტრო" თქვა ძუკნამ. სუყველამ მინისტრს თავი დავუხარეთ და ის კაბინეტიდან გავიდა.

"კიმ თეჰიონ, მინ ჰეჯუ მიფრთხილდით." თქვა დირექტორმა.

"ჰეჯუ ოფიციალურად უდანაშაულო ხარ!" თქვა თეჰიონმა. მე გამეცინა. "მადლობა."

თბილად გამიღიმა. "არაფრის."

   /_/_/_/_

   ჰეჯუს საქციელზე რას ფიქრობთ?

   თასუ [♡]

ქრთამი | კიმ თეჰიონი  Where stories live. Discover now