[♡] 12 [♡]

1.5K 154 22
                                    

თავი 12

"რა ჯანდაბას აკეთებს?" გაბრაზებულმა თეჰიონმა ხელით თმა გადაიწია. ამ დროს მე იატაკზე ვიჯექი.

"რას გულისხმობდა 'სანამ ყველაფერს არ მოაგვარებთ'-ში?" ვიკითხე. თეჰიონმა თავი გააქნია და გვერდით მომიჯდა.

უეცრად, ბარძაყზე რაღაც ვიგრძენი. ზემოთ მიიწევდა.

ქვემოთ დავიხედე და რაღაც შავი არსება დავინახე.

"თეჰიონ" ვიკივლე და ხელი ისე მოვკიდე, თითქოს ჩემი ცხოვრება იყო ამაზე დამოკიდებული.

"რა?" ძლიერად შეირხა. მე ბარძაყზე მივუთითე. ის უეცრად ადგა. ისე ძლიერად ვუჭერდი ხელს, რომ მეც მომიწია წამოდგომა მის გამო. შემდეგ მეორე ფეხზეც ვიგრძენი რაღაც.

"თეჰიონ!" ისევ წამოვიყვირე. უკვე გონება მხოლოდ 'გადარჩენაზე' ფიქრობდა, ამიტომ ფეხები წელზე მოვხვიე, ხელები კი კისერზე. საბედნიეროდ, თეჰიონმა ხელი წელზე დამადო წონასწორობა შეინარჩუნა. ამ მომენტში არაფერი მაინტერესებდა გადარჩენი გარდა.

"გთხოვ მომაშორე." დავიჩურჩულე. თეჰიონმა მწერს ხელი კრა და ბარძაყიდან მომაშორა. მეორე ფეხი გავაქნიე, რომ მეორე არსებაც მომეშორებინა, თუმცა პირიქით უფრო მაღლა აძვრა. უკვე მეორეც ბარძაყზე არის. თეჰიონმა ისე მწარედ დამარტყა ბარძაყზე, რომ ტკივილისგან ამოვიკვნესე.

"მოგშორდა." მზრუნველად თქვა თეჰიონმა.

"მადლობა" ვუთხარი. ახლა გაავანალიზე რა სიტუაციაშიც ვართ.

თეჰიონის წელს ფეხები მოვაშორე და იატაკზე მყარად დავდექი. თეჰიონს ხელი ჯერ კიდევ ჩემს წელზე ედო.

"ამ... თეჰიონ..."

"ჰეჯუ..." თქვა. მასთან კიდევ უფრო ახლოს მიმწია. ჩამოიწია და ჩვენი სახეები უკვე ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. დარწმუნებული ვარ, ჩემი გულის ცემა მასაც ესმის.

მისი თვალები ჩემსას არ ტოვებდნენ. თითქოს, ჩემს გარდა ვერც ვერაფერს ამჩნევდა და არც კი უნდოდა დაენახა.

ქრთამი | კიმ თეჰიონი  Where stories live. Discover now