თავი 4
თეჰიონმა სიმღერის ღიღინი დაიწყო. მომიახლოვდა და მისი მუქი ყავისფერი თვალებით თითქოს ჩემი სულის სიღრმეში შეღწევას ცდილობდა. ფრთხილად,ნელად მოძრაობდა და მთელი ამ დროის განმავლობაში მიყურებდა.
"ერთი, ორი, სამი" ბოხი ხმით ჩამჩურჩულა ყურში. მისი თვალები კიდევ მიყურებდნენ. მხოლოდ მე. ვერ ვინძრეოდი. ის კი უკან დამიდგა.
ვინ ჯანდაბამ გადმოწერა ეს სიმღერა mp3 ში? როგორ მინდა ის ადამიანი მოვკლა.
და უეცრად თეჰიონის ხელი ვიგრძენი წელზე, მეორე ხელი- მხარზე. ის რითმულად ირხეოდა და მეც იგივეს მაკეთებინებდა.
მინდოდა მოვშორებოდი, თუმცა რაღაც მაკავებდა. თითქოს ფეხსაცმელზე წებო მესვა და იმ ადგილას ვიყავი მიწებებული.
მან რაღაც მოძრაობები სწრაფად გამაკეთებინა. არც კი მახსოვს რა. თუმცა შემდეგ რაც მოხდა რა დამავიწყებს. მისი სახე ძალიან ახლოს იყო ჩემთან. ის კი უდრეკად პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
მგონი დამავიწყდა როგორ უნდა ვისუნთქო. არამგონია საერთოდ ვსუნთქავდე.
ის დაიხარა. მანძილი კიდევ უფრო შეამცირა და ყურში ჩამჩურჩულა ბოხი ხმით: " კარგი ტრაკი გაქვს" და უეცრად მომშორდა. სხვა მიმართულებით დაიწყო სიარული.
მე კი იქ დავრჩი გამოშტერებული და შოკირებული.
[♡][♡][♡]
ჩვენი ე.წ. "ცეკვის სესია" დამთავრდა და ორივე უკვე იარაჯზე ვიყავით გაშოტილი. გადავწყვიტე ის შემთხვევა დამევიწყებინა (რაც თეჰიონმა გააკეთა და რაც მითხრა), რადგან ნამდვილად არ მინდა ახლა მაგაზე ვიფიქრო, მითუმეტეს როდესაც ოთახში მასთან ერთად ვარ... მარტო.
უკვე 10 სთ იყო.
კბილის ჩოთქიც კი არ მაქვს, ამიტომ ვერ გამოვიხეხავ კბილებს. საერთოდ ვის დააქვს სკოლაში კბილის ჩოთქი? ალბათ უკვე მყრალი სუნი ამომდის პირიდან. ჯანდაბა.
YOU ARE READING
ქრთამი | კიმ თეჰიონი
General Fictionაღწერა: " უი, დაგინახე. დავინახე რაც გააკეთე" ფიქცია, სადაც გოგონამ დაინახა თეჰიონი, რომელიც დირქტორის მანქანას საღებავებით ხატავდა და მას შემდეგ თეჰიონს უწევს შეასრულოს გოგონას ნებისმიერი მოთხოვნა, რადგან არავინ გაიგოს მისი საიდუმლო. თასუ...