თავი 9
"ღმერთო ჩემო. თეჰიონი ძალიან მხიარულია! ბევრი ხუმრობები იცის და კინაღამ ცუდად გავხდი სიცილისგან. უფრო და უფრო მიყვარდება." მეუბნებოდა ჰუნმი, როგორც კი დირექტორის კაბინეტიდან გამოვედით. ლანჩის დრო უკვე დამთავრებული იყო, ამიტომ პირდაპირ შემდეგი კლასისკენ წავედით. ჩემი და ჰუნმის შემდეგი გაკვეთილი ქიმია იყო. თეჰიონი ჩვენს გარეშე წავიდა, რადგან მას ხელოვნების გაკვეთილი ჰქონდა და მისი ოთახი ჩვენგან შორს იყო.
"მართლა ძალიან გიყვარდება. მის გამო რომ მიმატოვო?" ამოვიწუწუნე. ეგეთი რამ რომ გააკეთოს თხელ ფენებად დავჭრი.
"თეჰიონის გამო არასდროს მიგატოვებ!" თვალის ჩაკვრა სცადა, თუმცა საშინლად არ გამოუვიდა. გამეცინა და ორივე კარადებს მივუახლოვდით. ჩვენი კარადები ერთმანეთის გვერდით იყო, რაც საკმაოდ ხელსაყრელია.
ქიმიის წიგნი გამოვიღე და კარადა დავხურე. ჰუნმი რაღაცას ალაგებდა. ის ვერ იტანს, როდესაც კარადა აირევა. ყველაფერს სულ წმინდავს, ამიტომ როდესაც ჩემთან მოდის სახლში, წინასწარ მიწევს ყველაფერის დალაგება თორემ შეიძლება გაგიჟდეს.
"შოკოლადი ხომ არ ვუყიდო?" მკითხა როგორც კი დაასრულა დალაგება.
"ვალენტინობა კი არაა დღეს." ვუპასუხე.
"შოკოლადის ვინმესთვის მიცემა სხვა დღესაც შეიძლება!" შემეკამათა.
"არ ფიქრობ, რომ ეგ ცოტა ძველმოდურია?" ვუთხარი და გონება დავძაბე რამის მოსაფიქრებლად.
"სასიყვარულო წერილზე რა აზრის ხარ?" ვთქვი და მან დაისისინა.
"სასიყვარულო წერილი? ეგ უფრო ძველმოდური არაა?" მითხრა.
"აბა რას იზამ?"
"ისე რომ დავფიქრდეთ, წერილის დაწერა არც ისე ცუდი აზრია."
"ხომ გითხარი" ხელზე მსუბუქად დავარტყი.
კლასში შევედით და ჩვენ- ჩვენი ადგილებისკენ წავედით. მისი ადგილი მასწავლებლის მაგიდასთან იყო ახლოს, ჩემი კი კარებთან.
YOU ARE READING
ქრთამი | კიმ თეჰიონი
قصص عامةაღწერა: " უი, დაგინახე. დავინახე რაც გააკეთე" ფიქცია, სადაც გოგონამ დაინახა თეჰიონი, რომელიც დირქტორის მანქანას საღებავებით ხატავდა და მას შემდეგ თეჰიონს უწევს შეასრულოს გოგონას ნებისმიერი მოთხოვნა, რადგან არავინ გაიგოს მისი საიდუმლო. თასუ...