[♡] 10 [♡]

1.4K 123 5
                                    

თავი 10

"არაუშავს, ჰუნმი. თეჰიონი ნაძირალაა. ჯოკერია. შენთვის არ გამოდგება." ვამშვიდებდი და ზურგზე ვეფერებოდი, ის კი ცრემლებით ჩემს მაისურს ასველებდა.

"მაგრამ, მართლა ძალიან მომწონს..." თქვა და ისევ ტირილი გააგრძელა. ამოვიხვნეშე და ისევ ზურგზე მოვუსვი ხელი. ვაპირებ ჰუნმისთან კიდევ უფრი ახლოს და ხშირად ვიყო ხოლმე. ყველანაირად ვეცდები თეჰიონს ავარიდო.

"ზოგჯერ საქმეები ისე არ მიდის როგორც გვინდა. კარგი მხრიდან შევხედოთ, მომავალში უკეთესს ბიჭს ნახავ, რომელსაც ძალიან ეყვარები." ვუთხარი. მან კი თავი სუსტად დამიქნია.

"ტიპიურ გოგოს ვგავარ დაშორების შემდეგ." იხუმრა და ცოტათი მომშორდა. მე გამეცინა.

"ნაყინი ხომ არ ვიყიდოთ?" შევთავაზე. მან თავი დამიქნია და ხელით ცრემლები მოიწმინდა.

"კარგი აზრია. თან ქეი-დრამებს ვუყუროთ." მითხრა.

[♡][♡][♡]

დღეს ორშაბათია. ჯანდაბას ორშაბათი. ჰუნმი თანდათანობით უმჯობესდებოდა, თუმცა თეჰიონის გამო კიდევ ტიროდა ხოლმე. ვუთხარი, რომ რომანტიული ფილმებისთვის არ ეყურებინა, თუმცა არ მიჯერებდა. საბოლოოდ კი ყოველთვის ქვითინებდა, რადგან თეჰიონი ახსენდებოდა.

დღეს ისტორია გვაქვს. ამიტომ, თეჰიონს თავს ვერ ავარიდებდი. საბედნიეროდ, ჰუნმი ჩვენგან შორს იჯდა, თუმცა მე იმ ადამიანის გვერდით უნდა დავმჯდარიყავი, ვინც ჩემს საუკეთესო მეგობარს გული გაუტეხა. უნამუსო ნაძირალა. თუმცა, ყველაფრის მისთვის დაბრალება არასწორია, რადგან მის ინტერესებში არც კი იყო ჰუნმის გულის დამსხვრევა, რა თეჰიონის ბრალია თუ სხვა მოსწონს.

"ჰეჯუ" თეჰიონმა ხელი მკრა და ფიქრებიდან გამომიყვანა.

"ხო რა?" წარბი ავუწიე. მან მორცხვად მანიშნა ჩემი ისტორიის წიგნზე.

"შეგიძლია მეც ჩამახედო? წამოღება დამავიწყდა."

"კარგი." ვუთხარი. მან სკამი ჩემთან ახლოს მოწია. წიგნი შუაში დავდე, რომ თეჰიონსაც შეძლებოდა ჩახედვა. არ ვიცი რატომ, თუმცა ატმოსფერო უხერხული იყო. სანამ, დირექტორის მანქანის შეღებვის დროს გამოვიჭერდი, დიდად არ ვსაუბრობდით, თუმცა სიჩუმე არაკომფორტული არასდროს არ ყოფილა. ახლა ძალიან უხერხული იყო ყველაფერი.

"ვინ მოგწონს? მეგობრის გამო გეკითხები." ვთქვი, რადგან ამ უხერხულობის ატანა აღარ შემეძლო.

"ბოდიში ვერ გეტყვი. საიდუმლოა. " მიპასუხა. მე ნელა დავაქნიე თავი. ეს მისი პირადი სივრცეა და არ მინდა იქ შევიჭრა სადაც მას არ უნდა რომ ვიყო. და საერთოდ რატომ ვკითხე ეს შეკითხვა? თუმცა, აწი ვეღარაფერს შევცვლი.

"ბავშვებო, გადაშალეთ წიგნები 117-ე გვერდზე." თქვა მასწავლებელმა. ფურცელზე ხელი დავდე და უკვე გადაშლას ვაპირებდი, თუმცა თეჰიონის ხელი უფრო სწრაფი იყო. ჩვენი ხელები ერთმანეთს შეეხო. მას უეცრად სახე გაუწითლდა. ავად არის?

"ცუდად ხომ არ ხარ? ძალიან წითელი ხარ." ვკითხე შეშფოთებულმა.

"არ ვარ ცუდად." სწრაფად მიპასუხა. მე აღარაფერი ვუპასუხე.

"მაგრამ ჩემი გული ისე სწრაფად ცემს, რომ შეიძლება გულის შეტევით მოვკვდე." მან ხელი გულის მხარეს დაიდო. მე უბრალოდ მივაშტერდი. რა ჯანდაბაზე ლაპარაკობს?

"შენ" დაიჩურჩულა თეჰიონმა.

"რატომ უკეთებ ამას ჩემს გულს?"

   /_/_/_/_

   ბოთეა ეს ჰეჯუც რაა🤦🏻‍♀️🤦🏻‍♀️
  
   თასუ [♡]

ქრთამი | კიმ თეჰიონი  Where stories live. Discover now