01

96 14 3
                                    

გაფრთხილება: მათი შინაგანი სამყარო საკმაოდ პლატონურია.





ბბშშშშშშ! 

შუშის ბოთლი დედამიწის პირიდან აღიგავა და ახლა ცაში მიფრინავს.

წკაპ წკაპ. წკლიპურტს მომდევნო მწვანე შუშის ბოთლს ურტყამს და ჰგონია, მასე ამოწმებს მის სისქეს. მერე იკუზება, მაღლა იყურება, საჩვენებელ თითს საფეთქელზე იჭერს და ამ პოზაში ცდილობს, გამოთვალოს რა სიმძლავრით უნდა დაარტყას. 

დგება. წელში კარგად სწორდება, საკმაო დროს უთმობს იმას, რომ სხეული გაშალოს. 

ახლა ბიტას იდებს მხარზე. კიდევ იზნიქება და ისე იჩრდილავს, თითქოს ღამის სამ საათზე მცხუნვარე მზე ანათებდეს გაგანია სიცხეში. 

დღეს 18 მარტია და თოვს. 

კიდევ თოვს.

შუშის ბოთლი ოდნავ შემაღლებულ ადგილას დგას. ბიტა დალეწილ მანქანაზე შემოდგმულ დაცლილ ლუდის ქილებს უქროლებს და ახლა მეორე ბოთლი მიფრინავს მაღლა გადამფრენი ჩიტივით, რომელიც სითბოსკენ მიისწრაფვის თბილ ქვეყანაში. მასაც თბილი ეგონა ქვეყანა, მაგრამ ახლა მარტია და ყინვისგან მკლავები უკანკალებს, ხელებს ვეღარ გრძნობს. 

მისი გონება კი სადღაც შორს, თბილ ქვეყნებზე შორს არის წასული უკანმოუხედავად, იქ სადღაც სხვაგან ფიქრობს, სადაც თბილა და შუადღის მზე აჭერს, იქ ოფლს ღვრიან, ნამს ნატრულობენ, გრილ სიოს, შრება ყოველივე, გვალვობს, იწვება მინდვრები და უდაბური ხდება იქაურობა.

 მაგრამ თბილა. იქ თბილა.

სწორდება. წელში ისევ ახალგაღვიძებულივით სწორდება. ოდნავ მიცურავს ქურთუკის მკლავები უკან და სუსხთან შეხებისთანავე ბიტა დაბლა უვარდება:

„ბბბრრრ." გააჟრჟოლებს.

 „როგორ.."

„..როგორ-"

ლეწე | LETSEWhere stories live. Discover now