ცუდი დღე 😭☝️

1.5K 70 11
                                    

დილით ტელეფონის ხმა მაღვიძებს, დედაჩემია ვიდეო ზარით მირეკავს...
ვუპასუხე:
-აბა როგორ ხარ პრინცესაა?
-როგორ ვიქნები_ვამბობ და ვამთქნარებ.
-უი გაგაღვიძე.
-ისედაც უნდა გამეღვიძა...როგორ ხარ?
-კარგად პრინცესა, შენ?
-მეც დედა.
-აბა რას შვები რა არის  ახალიი?
-რავი დე ისეთი არაფერი, სამსახურს ვეძებ და ესე...
-ჩემი გამოგზავნილი ფული არ გყოფნის?
-არა კი, კი დედა მყოფნის, მაგრამ დავიღალე სახლში ჯდომით თან ჩემი შემოსავალი მექნება რავი...
-კარგი პრინცესა როგორც გინდა.
-მადლობა დედა, კარგი ეხლა უნდა წავიდე გასაუბრება მაქვს.
-კარგი, წარმატებები პრინცესა.
-მადლობა დეე...
-შენი დაქალუშკები მომიკითხეე
-ოკ_ვუთხარი სიცილით.
-მიყვარხარ პრინცესა.
-მეც დეე, ალექსი ჩაპროშნე ჩემს მაგივრად ეგ ძილისგუდა_გაეცინა-კარგად_ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და გავუთიშე, ერთი კარგად გავიზმორე და ავდექი რა ჩავიცვა?? სანამ ავარჩევდე ჯერ გაგეცნობით მე მარი ხუციშვილი ვარ 19 წლის მყავს პატარა ძმა ალექსი რომელიც არის 7 წლის, ჩემი ბუჩქი🖤💖ხუჭუჭა თმები აქვს და ბუჩქს ვეძახი😂.
მყავს უსაყვარლესიი დედა, ლილე.
მამაჩემი...ის როცა 12 წლის ვიყავი გარდაიცვლა, ზუსტად იმ დღეს როცა დედაჩემმა გაიგო, რომ ალექსიზე იყო ორსულად დედაჩემმა მე ეს მითხრა ამიტომ გადავწყვიტეთ სახლი მოგვერთო როცა ყველაფერს მოვრჩით დედაჩემს ვუთხარი რომ უნდა დაესვენა, დაჯდა მეც მას მივუჯექი ჩემი ხელი აიღო და მის მუცელზე დამადებინა გამეღიმა, შემდეგ კი ჩავეხუტე,  გადავწყვიტე ფანჯრიდან გადამეხედა და გამეგო როდის მოვიდიდა მამაჩემი, დედაჩემს მოვშორდი და ზემოთ ავედი, ფანჯრიდან გადავიხედე დავინახე ის როგორ მოდიოდა ჩემი გმირი ის ძალლან ძალიან ძალიან მიყვარდა და ახლაც უზომოდ მიყვარს ჩემი ნახევარი იყო ორივე ძალიან მიყვარს, ალექსიც უზომოდ, ქვევით ჩავედი და დედაჩემს სიხარულით ვუთხარი რომ მოვიდა, უნდა გამეღო როცა უცებ სარკეში ჩავიხედე თმა გავისწორე რადგან ვიცოდი, რომ ამიჩეჩავდა და მე ეს ყოველთვის მომწონდა სულ ამას აკეთებდა მიყვარს თმაზე მოფერება, კარები გავაღე მამაჩემი იქ აღარ იდგა მხოლოდ მანქანას ვხედავდი ქალების ყვირილი ისმოდა, დედაჩემი გამოვიდა და ცრემლები წამოუვიდა, ხალხის ბრბოში გზა გავიკვლიე დედაჩემმა ჩემი გაკავება ვერ შეძლო, მამაჩემი იყო ის იყო, ყველგან სისხლი იყო მამაჩემთან ჩავიმუხლე მამა, ძმა ან და მეყოლება, კიდევ ერთი შვილი გეყოლება არ მოკვდე...ვეხვეწებოდი, მაგრამ მისი ბოლო სიტყვები იყო ალექსი...ალექსი დაარქვით ჩემო პრინცესა...მიყვარხარ ძლივს ამბობდა სიტყვებს და მისმა გულმა ძგერა შეწყვიტა...სამუდამოდ, ის მოკვდა და მოკვდა ჩემი სულიც გულიც ყველაფერი. იმის შემდეგ ცივი გავხდი ოთახიდან არ გამოვდიოდი სულ ვტიროდი დედაჩემი მიკაკუნებდა ხანდახან ვუღებდი კარებს რადგან ძალიან მენატრებოდა, ჩავეხუტებოდი მასზე მიხუტებულს დავიძინებდი. თუმცა ერთ დღეს ბავშვის ტირილის ხმა შემომესმა ოთახიდან გამოვედი და იქ დავინახე ჩემი პატარა ძმა რომელიც დედაჩემს ყავდა და აწყნარებდა დედაჩემმა კი მითხრა "არ გინდა შენს პატარა ძმას სახელი დაარქვა" და წამში წამოვიძახე ალექსი არ ვიცოდი საიდან იცოდა მამაჩემმა ის, რომ ბიჭი იქნებოდა მართლა არ ვიცოდი...შემდეგ ნელ-ნელა უკვე ბავშვსაც გარეთ დავასეირნებდი როცა წამოვიზარდე კი უკვე ვეღარ ვძლებდი სულ მამაჩემი მახსენდებოდა ერთად გატარებული წუთები, ამიტომ გადავწყვიტე წამოვსულიყავი დედაჩემსაც ვუთხარი დამთანხმდა იცოდა როგორ ძალიან მიყვარდა ის ამიტომ აქ გავაგრძელე სწავლა სანამ წამოვიდოდი კი სულ დედაჩემთან მეძინა💖 ერთი წელია რაც აქ ვარ თუმცა მეგობრები ჯერ არ მყავს ის დაქალუშკებიო დედაჩემს მოვატყუე მართალია შორს არ ვარ მაგრამ მაინც ეშინია სულ რაღაც 4 საათია ჩემს ნამდვილ სახლამდე სავალი, უნივერსიტეტშიც კი არ მყავს მეგობარი, რადგანაც სწავლა  დავამთავრე უსაქმურობით ვკვდები, ამიტომ გადავწყვიტე სამსახური მეშოვნა...კაი ახლა წავედი თორე დამაგვიანდება, ჩემი ბინა ჩავკეტე და გარეთ გამოვედი ჩემს ოთახში  არავინ არ ცხოვრობს არც ისეთი კარგი ოთახი მაქვს ნაქირავები თან ცუდი ადგილია, ისე სპეციალურად ვიქირავე ესეთი ადგილი მეზობლები რომ არ მყოლოდა და მარტო ვყოფილიყავი, ამან გაამართლა დიდად არავინ ქირაობს ამ ოთახებს და ეს მე დიდად არც მანაღვლებს, ტაქსი გავაჩერე და პირველი შემოთავაზებისკენ გავეშურე...
არაოო
კარგი მეორე ვნახოთ...
არც ამანოოო
კარგი მესამე...
ამან შეიძლებაოო ანუ არაო რა ნუ მე ყოველშემთხვევაში იმედი არ მაქვს
ეხლა მეოთხე...
ბოდიშით მაგრამ არაოო, როგორ დამამშვიდეს
მეხუთეე...
გამოცდილი კადრიო კარგი როგორც უნდათ ასეთ გამოცდილ კადრს როგორ კარგავენ არადა პრეზიდენტთან არ ვმუშაობდი...
დამლაგებლად🙄😂.
არა რა მეც კი კინაღამ დავიჯერე და იმათ რა ჯანდაბა სჭირთ კაი ჯანდაბას დავიღალე წავე სახლში...სახლში მივედი თუ არა კარები გავაღე უი ჩაკეტვა დამავიწყდა და მდივანზე დავენარცხე...ძილში ხომ მაინც გამოცდილი კადრი ვარ😂😴💖
-ცუდი დღე გქონდა?_მეკითხება ვიღაც და ეგრევე ვხტები...
___
ესეც პირველი თავი❣️❣️
Vote & comment

მე შენთან ყოფნა მსურს! (დასრულებული)Where stories live. Discover now