სამსახურიდან წასვლა😔😔

946 64 10
                                    

გავიღვიძე, ავდექი ჩავიცვი და ბავშვები გავაღვიძე მათაც ჩავაცვი და ქვევით ჩავიყვანე, ნიკას ისევ ეძინა.
ბავშვები სკოლაში წავიყვანე, ხომ მართლა ლუიზამ მითხრა, რომ ეს დღეები შეუძლია იაროს სკოლაში დირექტორი ამათი ახლობელია და... მაღაზიაში გავიარე და ბორჯომი ვუყიდე ნიკას.
სახლში მივედი უკვე ეღვიძა ვაჟბატონს.
-მოხვედი?_კითხულობს ძლივს, რას დალიე ამდენი თუ არ შეგეძლო.
-ხო, ნახე რა მოგიტანე_ვამბობ და ბოთლს ვიღებ.
-მადლობა მაგრამ, არ მიყვარს გაზიანი სასმელები_მეუბნება ის-თუმცა მადლობა...
-არც ლუდი გინდა?_ვეკითხები და ლუდის ბოთლს დრამატულად ვიღებ.
-შენ გაიხარე_ამბობს და ლუდს სვამს-მადლობა_მეუბნება მე კი საპასუხოდ ვუღიმი.
-დღესაც ბიჭები უნდა მოვიდნენ ფეხბურთია და...
-ფეხბურთი გუშინ არ იყო.
-ხომ, მაგრამ არაფერი არ გვახსოვს_ამბობს და იკრიჭება.
-ოოხხხ, ლუდი და ჩიფსები გვაქვს გუშინ ბევრი ვიყიდე.
-შენ გენაცვალე მე.
-მე გენაცვალე შენ_ვეუბნები სიცილით, ზარია ნიკა აღებს, ბიჭები არიან.
-გამარჯობა_ვეუბნები მათ.
-გამარჯობა_მეუბნებიან ერთ ხმად და მდივანზე ჯდებიან.
-აი ჩემმა ძმამ მითხრა ნაბახუსევს შველისო_ამბობს რატი და რაღაც სასმელს იღებს, მე ჭიქები მომაქვს და მეც ვჯდები.
-დალევ?_მეკითხება დათო.
-არა_იმ წამსვე ვპასუხობ, უცებ ყველამ გადაჰკრა ნიკას გარდა.
-რატო არ სვამ ძმაო?
-ისაა_მე გადმომხედა-აღარ ვსვამ მე_ამბობს დაბნეულად და თვალებს მარიდებს, მეღიმება. რა მკაცრი ვყოფილვარ.
-მე გავალ, ხელს არ შეგიშლით_ვამბობ და სამზარეულოში გავდივარ, წყალს ვსვამ და ზემოთ მივდივარ, უცებ მათმა ლაპარაკმა დამაინტერესა.
-რას გიშვება ეს გოგო ესეთს_კარგად არ ვიცნობ მათ ამიტომ ხმებს ვერ ვარჩევ მგონი ეს ზურა უნდა იყოს.
-ის არაფერ შუაში არ არის_ამბობს ნიკა.
-აბა ვინაა შუაში?
-ვიღაც, და მითხრა რომ როცა ვსვამ არ მიხდება.
-მოყევი რააა
-კარგი მოკლედ, ნინი ქვია..._აღარ მოვუსმინე ეგრევე ოთახში ავედი, რა დამემართა არ ვიცი უბრალოდ გული ძალიან მეტკინა, რატომ? მე ის ხომ არ მიყვარს? ასე არ არის?
მალე ბიჭებიც დაიშალნენ, გადავწყვიტე ერთ კვირაში წავიდე, ხელფასს ავიღებ და მე და ალექსი სახლში დავბრუნდებით.
ერთი კვირის შემდეგ.
დღეს უკვე უნდა წავიდე ჯერ არავისთვის არ მითქვამს ეს ამბავი. იმ დღის შემდეგ ნიკას თავს ვარიდებ, ის კი პირიქით ამიტომ სასწრაფოდ უნდაა გავეცალო აქაურობას.
თუმცა ერთი პრობლემაა ძალიან დიდი, ალექსი ლუკას ძალიან შეეჩვია.
დღეს ალექსი და ლუკა სახლში არიან რადგან კვირაა და სკოლაც არ არის. ეხლა კი საჭმელს ვჭამთ ყველა ლუიზაც აქაა, შესვენება აქვს, ლიზიც კი აქ არის, მეგობართან ყოფილა. კარგი დროა მგონი სათქმელად.
-სამსახურიდან მივდივარ_ვთქვი უცებ, ყველამ მე შემომხედა.
-რა?_ამბობს ნიკა.
-რატომ შვილო?_მეკითხება ლუიზა.
-სამსახური შემომთავაზეს, ჩემს სახლთან ახლოს_ვიტყუები სინამდვილეში აბა რა ვუპასუხო, იმიტომ მივდივარ რომ ნიკამ... ან ის რა შუაშია ვერა ვარ მე. ალექსი და ლუკა თავის ოთახში გარბიან,
-ალექსს, ლუკა_ვეძახი მათ და მაგიდიდან ვდგები.
-დაანებე თავი_ამბობს ლუიზა-იცი დაფიქრდი წადი ოთახში_მას ვუჯერებ და ოთახში ავდივარ. კარები იღება ნიკაა, ჯანდაბა ღია დამრჩა კარები.
-შეიძლება?
-მოდი.
-მართლა მიდიხარ?_მეკითხება და საწოლზე ჯდება, მე კი მისკენ ზურგით ვზივარ.
-ხო.
-რატომ?
-ხომ გითხარი რატომაც მივდივარ?
-მაგას არ ვგულისხმობ.
-აბა?
-რატომ მარიდებ თავს.
-იცი ჯობია წავიდე_ვამბობ და ვდგები კარებს ვერ ვაღებ ჩაკეტა, გასაღები სადაა?
-ამას ეძებ?_მეკითხება და
გასაღებს აჩხარუნებს.
-კარგი რა.
-მითხარი რატომ მარიდებ თავს?
-არ გარიდებ.
-კარგი_ისევ ლოგინზე ვჯდები, ის დგება და ჩემს წინ იკუზება, ჩემი სახისკენ მოიწევს და ტუჩებში მკოცნის, მისგან მოშორებას ვცდილობ, მაგრამ ვერ ვშორდები და მეც ვყვები, ჩაეღიმა, მას მოვშორდი გასაღები გამოვგლიჯე კარები გავაღე და სასწრაფოდ იქაურობას გავეცალე. ალექსისთან შევედი.
-ალექსს.
-რა არის.
-ჩაალაგე ჩანთა.
-მართლა მივდივართ?_კითხულობს და ლოგინიდან ხტება.
-ხო, დედას მოენატრები, ხომ იცი არა?
-აუ არ წახვიდე რა მარი_მეუბნება ლუკა.
-მაპატიე უნდა წავიდე.
-ასე ნიკას გამო იქცევი?_მეკითხება ლუკა.
-რა?
-ნიკამ გაწყენინა?
-არა_ვამბობ და იქიდან გამოვდივარ, ესენი საიდანღა მიხვდენენ, მე ვერ მივხვდი და.
მოსაღამოვდა უკვე ყველაფერი ჩავალაგეთ ეხლა კი ტაქსს ველოდებით.
-მოვიდა ტაქსი_მეუბნება ნიკა, ლუიზა უკვე სამსახურში წავიდა და მასაც გამოვემშვიდობე უკვე.
-კარგად, პატარავ_ვეუბნები ლუკას და ვეხუტები, როცა ვშორდები, ალექსი ეხუტება ლუკას, შემდეგ კი ნიკას.
-კარგად_ვეუბნები ნიკას, ის კი მაჯაში ხელს მკიდებს და მიხუტებს, მეც მოვხვიე ხელები, არ მინდა წასვლა მაგრამ...ხელები გავუშვი.
-ნიკა გამიშვი_ვეუბნები მას, ისიც ხელს მიშვებს, ბავშვებს უყურებს მეც მათ გავხედე ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. უცებ ვერც კი გავიაზრე ისე მაკოცა და უცებვე მომშორდა, მისკენ შევბრუნდი საყელოში ვწვდი და ახლა მე ვაკოცე, ამყვა, მოვშორდი, ლოყაზე ვაკოცე და ისევ ჩავეხუტე.
-მომენატრები_მეუბნება ის.
-მეც_ვეუბნები და ვშორდები, ტაქსისკენ მივდივარ თუმცა ფეხები უკან მრჩება, არამარტო ფეხები გულიც. ტაქსში ჩავჯექით ალექსი წინ დავსვი და ღვედი შევუკარი, ნიკას ვუყურებ და ახლა ვხვდები, როგორ ძალიან მიყვარს...ცრემლებს ვიშორებ და იქიდან მოვდივართ.
___
იმედია კარგი გამომივიდა და მოგეწონათ ❤️❤️
Vote& comment

მე შენთან ყოფნა მსურს! (დასრულებული)Where stories live. Discover now