ეჭვიანი ბუჩქი😅😋

1K 71 10
                                    

გათენდა ჩემი სამსახურში წასვლის დროც კარზე მოგვაგდა...ავდექი, მოვწესტიგდი და ჩავიცვი.
-დილამშვიდობისა_ვეუბნები ლიზის რომელიც ძალიან დაბნეულია გუშინდელი დღიდან, ალბათ მშობლები ენატრება რავი.
-არ გინდა სადმე სხვაგან დაიწყო მუშაობა?
-რატო?
-ცოტას გიხდიან
-ჯერ არ უთქვამთ რამდენს მიხდიან.
-მერე რა...
-თუ რაღაცაა წამოვალ.
-რავი მაინც გითხარი.
-კაი წავედი ეხლა სანამ გამომაგდეს ჯერ არ მისულს_გავიცინე და გამოვედი, ტაქსი გავაჩერე მისამართი ვუთხარი და გზისკენ გავიხედე.
-მოვედით_მითხრა ტაქსის მძღოლმა, ფული გადავუხადე და იქიდან გადმოვედი, სახლი ძალიან დიდი და ლამაზი იყო, მდიდრულიც. ბილიკს გავუყევი და დავაზარუნე, კარები მოხუცმა გამიღო.
-ვინ ბრძანდებით?
-მე ძიძა ვარ.
-კიდევ ერთი ძიძა_თქვა ხმადაბლა თუმცა მე მაინც გავიგე შემიპატიჟა.
-დაჯექი_მას დავუჯერე და დავჯექი-ქალბატონი ლუიზას  ახლავე დავუძახებ.
-კარგით_სანამ ქალბატონი ლუიზა მოვიდოდა სახლი მოვათვალიერე.
-გამარჯობა.
-გამარჯობა ქალბატონო ლუიზა_ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.
-უბრალოდ ლუიზა ან დეიდა ლუიზა, გთხოვ_მითხრა მან, ამ დროს კი პატარა ბიჭი ჩამოვიდა, ალექსის ხელა.
-ეს ვინ არის?_იკითხა და თითი ჩემსკენ გამოიშვირა.
-შენი ახალი ძიძა_სიტყვა "ახალი" გამოკვეთა.
-მე მარი ვარ_ხელი გავუწოდე.
-ლუკა_ჩემი გამოწვდილი ხელი დააიგნორა და პულტი აიღო, უკან წავიღე-ლიზი სად არის?
-არ ვიცი.
-ისევ გაიპარა?_იკითხა მან სიცილით. ლუიზას არაფერი არ უთქვამს.
-უკაცრავად ქალბატ...დეიდა ლუიზა ხელფასი რამდენი მექნება?_ვკითხე მას.
-900 ლარი.
-უკაცრავად???_ვიკითხე შოკირებულმა.
-თუ ცოტააა..._იმ წამსვე შევაწყვეტინე.
-არა არა პირიქით_მალევე კი ვიღაც ბიჭი ჩამოდის.
-ლუკიტო როგორ ხარ?_კითხა ლუკას.
-კარგად შოთიკო შენ?_უთხრა ლუკამ მობეზრებულად, ამ ვიღაც "შოთიკომ" კი თვალი ჩემსკენ გამოაპარა.
-კიდე ახალი ძიძა? ხუმრობ?_ლუკას გახედა მან მხრები აიჩეჩა, უცებ ჩემმა ტელეფონმა დარეკა დედაჩემი იყო გავუთიშე. ხო იცის რომ სამსახური დავიწყე რატომ მირეკავს. ისევ დარეკა ისევ გავუთიშე ისევ დარეკა ისევ გავთიშე, უკვე ნერვები მომეშალა და ხმა გავუთიშე.
-წადი შვილო უპასუხე_მითხრა ლუიზამ, თვალებით მადლობა გადავუხადე და გვერდზე ოთახში გავედი, სამზარეულო ყოფილა.
რადგან ისევ მირეკავდა ეგრევე ვუპასუხე, ალექსი იყო ჩემს ოთახში და ტიროდა.
-რა გატირებს პატარავ?_ვკითხე სევდიანად.
-უკვე დაგავიწყდი არა? აბა ის ბავშვი შენზე უფრო ძალიან არ შემიყვარდებაო?_იკითხა და ცრემლები გადმოცვივდა.
-კარგი რა ბუჩქო ეგ როგორ იფიქრე?_ტელეფონი მიაგდო, კარების მიჯახუნების ხმა გავიგე-ბუჩქო? პატარავ? კარგი რა გთხოვ არ გამებუტო, კარგი რა ხომ იცი რომ შენზე ძალიან არავინ არ მიყვარს, ეხლა მეც ვიტირებ, ვიცი რომ მანდ ხარ.
-ჩამოდი და შეგირიგდები_მესმის მისი ყვირილი. აუუ ერთ დღესაც მართლა რომ დავაგდები მერე ნახავს.
-ვერა ბუჩქო, მაპატიე რა?💖
-..._გამითიშა.
-რა ეჭვიანი ბუჩქი გყოლია_მესმის ვიღაცის ხმა შოთიკო ყოფილა😂
-შენს ძმას მიხედე შოთიკო_ვეუბნები და თვალებს ვატრიალებ.
-ცნობისთვის, ნიკა მქვია.
-ცნობისთვის ჩემი ბუჩქიც არ არის ეჭვიანი უბრალოდ მოვენატრე.
-და გაგებუტა.
-რომ მასთან ჩავიდე.
-მარი მოდი_მეძახის ლუიზა. მეც მასთან მივდივარ.
-მე მივდივარ ჯერ საქმე მაქვს და მერე სამსახურში მივდივარ 7-სთვის აქ ვიქნები.
-კარგით_ვეუბნები და მას ვაცილებ.
-აბა პატარავ რა გავაკეთოთ?_ვეკითხები ლუკას.
-პატარა არ ვარ.
-კარგი არ ხარ_ვეუბნები მშვიდად.
-კარგი?_მეუბნება დაბნეული და ისევ რაიმე საინტერესოს ეძებს ტელევიზორში.
-რას აკეთებ?
-რასაც ხედავ_მეუბნება მობეზრებულად, რთული დღეები მელის მაგრამ მაინც საყვარელია. და მას ვაშტერდები მახსენდება ჩემი თავი როცა, მამა გარდამეცვალა და მეც ასეთი ცივი ვიყავი, ახლა ვხვდები თუ რას გრძნობდა დედაჩემი ამ დროს... მაგრამ ის რაყომ არის ასეთი ცივი.
-რას მომაშტერდი?
-ძალიან საყვარელი ხარ_გაუკვირდა თუმცა ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა, პულტო ხელიდან გამოვგლიჯე, ტელევიზორს ვრთავ და პულტს მაგიდაზე ვდებ.
-ეიი რას აკეთებ?
-რასაც ხედავ_ვეუბნები და ვუღიმი. ტელეფონზე ვიხედები იმ იმედით რომ ალექსი დამირეკავს.
-ვინმეს ზარს ელოდები?_მკითხა ლუკამ.
-კი.
-ვისას?_კითხულობს ინტერესით.
-მინიშნებას მოგცემ_ვეუბნები მას, იბნევა-შენსავით საყვარელია, ენსავით ბუზღუნაა...
-მისი ძმა არის_აშხამებს ყველაფერს გვერდზე მჯდომი ნიკა რომელიც ამ ხნის განმავლობაში ტელეფონში იყო ჩამძვრალი.
-აუუ კარგი რააა_ბუზღუნებს ლუკა, უცებ კარების გაღების ხმა გვესმის, რომლებიც აქეთ მოდიან ახალგაზრდა გოგოს თავი ბავშვივით აქვს დახრილი და მისი წითური თმები ხელს მიშლის დავინახო მისი სახე, ლუიზა კი გამწარებულია, გოგონა თავს წევს.
-ლიზი????_ვამბობ დაბნეულად, ის კი საპასუხოდ ნაძალადევად მიღიმის...
___
ესეც ახალი თავი😳😳
Vote& comment

მე შენთან ყოფნა მსურს! (დასრულებული)Where stories live. Discover now