ახალი სამსახური 😬😝

1.1K 72 13
                                    

-ცუდი დღე გქონდა?_მეკითხება ვიღაც და ეგრევე ვხტები...-ბოდიში შენი შეშინება არ მინდოდა_ამბობს გოგონა რომელიც სავარაუდოდ ჩემი ტოლია, წითური თმა აქვს და შავი თვალები ძალიან საყვარელია.
-არაუშავს_ვუღიმი მას-უბრალოდ მარტო ვცხოვრობ და არ გელოდი_მანაც გამიღიმა.
-ამ...ლიზი_ხელი გამომიწოდა.
-მარი, სასიამოვნოა_ვუთხარი და ჩამოვართვი.
-ჩემთვისაც_მითხრა და ხელი გამიშვა.
-აქ რატომ მოხვედი?_ვკითხე მას-ანუ ასეთ სოროში_ვუთხარი და ოთახი მოვათვალიერე.
-მშობლებს გამოვექეცი და...
-მართლა?
-ხო...
-რატომ?
-რავი ყველაფერს მიკრძალავდნენ და მომბეზრდა ეს ყველაფერი...გინდა გავისერირნოთ?_თემა შეცვალა უცებ.
-აუუ არა რა მეზარება.
-კაი რა მშობლებისგან იმიტომ წამოვედი, რომ ყველაფერს მიკრძალავდნენ და არსად არ მიშვებდნენ და შენი აზრით ეგ შენი "მეზარება" შემაჩერებს, რათქმაუნდა არა მე წავედი_მითხრა მან და კარებისკენ წავიდა.
-მოიცა_ტელეფონი ავიღე უცებ ფეხზე ამოვიცვი და გვერდზე ამოვუდექი-წავედით?_ვკითხე გამიღიმა და გასაღები მოიმარჯვა გამოვედით კარები ლიზიმ ჩაკეტა, მეკი ტაქსი გავაჩერე ორივე ჩავჯექით და მაღაზიებისკენ წავედით.
-ესეც ასე მოვედით_ამბობს მხიარულად ლიზი. ფულს ვაძლევ ტაქსისტს და მეც ლიზის მივყვები.
-გზები იცი?
-კი ვიცი სულ აქ დავდივარ.
-ანუ აქ ცხოვრობ?
-ცოტა შორს_მითხრა და მაღაზიაში შევიდა, მეც შევყევი ყველაფერი იყიდა, მეც რაღაცეები მომეწონა და ერთი ორი რაღაც ავიღე.
-ტაქსს გავაჩერებ_თქვა ლიზიმ.
-კაი რა გავისეირნოთ არ ჯობია?
-რატომაც არა_გზას დავადექით მივდიოდით და თან ვჭორაობდით როცა კედელზე გაკრულ ქაღალდს მივაშტერდი.
-ვაუუ_აღმომხდა პირიდან.
-რაარის?_იკითხა დაბნეულმა ლიზიმ.
-ვაკანსია ძიძაზე შესანიშნავია ბავშვები ძალიან მიყვარს_მისამართი და ტელეფონის ნომერი ტელეფონში ჩავიწერე და გადავწყვიტე სახლში რომ მივიდოდი მერე დამერეკა.
-სამსახურს ეძებ?_მკითხა ლიზიმ.
-ხო მომბეზრდა სახლში ჯდომა.
-მშობლები არ გყავს?
-კი დედა და პატარა ძმა, ალექსი_ლიზის გავხედე რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ გადაიფიქრა.
-მამა?
-მოდი ამაზე ლაპარაკი არ გვინდა_ამის შემდეგ ხმა აღარ ამოგვიღია სახლში მივედით და ორივემ დავიძინეთ.
ტელეფონის ხმა მაღვიძებს, დედაჩემია.
-ეეეეე ბუჩქო_ალექსი ყოფილა.
-ბუჩქს ნუ მეძახი_გაიბუტასავით.
-მანდ რომ ვიყო შეგჭამდი_ვუთხარი სიცილით.
-ხოდა ჩამოდი.
-აუუ ვერა ბუჩქო მუშაობას ვიწყებ ძიძად... ალბათ_ჩავიჩურჩულე ბოლო წინადადება ჩემთვის.
-პატარა ბავშვს უნდა მოუარო?
-ხოო.
-აუუ არა რაა, არ იმუშაო მანდ.
-რატო?
-იმიტო, რო ის ბავშვი მერე ჩემზე უფრო ძალიან შეგიყვარდება.
-არასოდეს.
-მართლა.
-მე მოგატყუებ ახლა.
-კარგიი_მითხრა და გამიღიმა.
-დედა სადაა?
-საჭმელს აკეთებს.
-არაფერიც უკვე გავაკეთე_ამბობ დედა შორიდან-როგორ ხარ პრინცესა?_და აი გამოჩნდა ჩემი ულამაზესი დედიკო.
-კარგად დე შენ?
-რავი კარგად, გავიგე მუშაობას იწყებ.
-რავი ალბათ არ ვიცი.
-იმედი გქონდეს.
-კაი დე.
-კაი წავედი ეხლა_იძახის ჩემი ბუჩქი.
-კაი წავე ბუჩქო_შემომიბღვირა მაგრამ დავაიგნორე და გავუთიშე.
-ბუჩქო? სერიოზულად_ამბობს ახლა გაღვიძებული ლიზი.
-ხუჭუჭა თმები აქვს და_მხრების ჩეჩვით ვამბობ ის კი იცინის.
-კაი კაი, არ ურეკავ?
-ვის? აააა_უცებ გამახსენდა-ხო დავურეკავ_ვამბობ და ტელეფონს ვიღებ გადის გადის გადის აიღეს, ლიზი მანიშნებს რომ ხმამაღალზე ჩავრთო, ასეც ვიქცევი.
-გისმენთ?_მესმის ქალის ნაზი ხმა.
-ძიძის თაობაზე გირეკავთ.
-მართლა??_გაუკვირდასავით.
-დიახ.
-კარგით გელოდებით.
-თქვენი სახელი?_ვკითხე მორიდებით.
-ლუიზა, თქვენი?
-მარი.
-ხვალ გელოდებით სამსახურში.
-მართლა?
-კი.
-ესე ადვილად.
-ვაიმე ისეთი შვილი მყავს რო თუ გინდა კიდევ სამი შენნაირი წამოიყვანე_თქვა სიცილით.
-კარგით_მეც სიცილით ვუთხარი და გავუთიშე. ლიზი გაშტერებული იყო.
-ლიზი ამიყვანეს_ვეუბნები სიხარულით მაინც არ რეაგირებს უცებ თავს აქნევს და მიღიმის, უცნაურია.
____
ვიცი პატარააა, მაგრამ მეტის დაწერა ვერ მოვახერხე...❣️
Vote& comment

მე შენთან ყოფნა მსურს! (დასრულებული)Where stories live. Discover now