სად ხარ ალექს?😭😔

974 67 8
                                    

ვიღვიძებ, ხელებს ვგრძნობ ვინ იქნება ეს თუ არა ნიკა თვალებს ვახელ ვაიმე რა საყვარელია, თმაზე ვეფერები. გავჩერდი და ახლა მას დავუწყე ყურება.
-რატომ შეწყვიტე_ამბობს და თვალებს ახელს
-გეღვიძა?
-კი
-უნდა ავდგე_ადგომა დავაპირე როცა ისევ საწოლზე დამაბრუნა ჩემი ხელი აიღო და თმაზე დაიდო, მოვეფერე, გაეღიმა. ერთი საათი მაინც ვეფერებოდი ხელი საერთოდ არ დამღლია, ამ ხნის განმავლობაში კი ის უბრალოდ მიყურებდა და მიღიმოდა, ავდექი.
-ჰეი_ამოიბუზღუნა მან
-დღეს ლუკას სკოლა აქვს და...
-კარგი რა ცოტა ხანი.
-ბოდიში.
-გაპატიებ თუ მაკოცებ.
-იყოს არ მინდა.
-გთხოვ_ისეთი თვალებით შემომხედა მივედი და ლოყაზე ვაკოცე, გაირინდა და გაიღიმა. აბაზანაში ჩავიცვი და ლუკას ოთახში შევედი, ტანსაცმელი სულ აქეთ-იქით ეყარა.
-ეს რა არის?
-არაფერი არ მომწონს, რა ჩავიცვა?
-სკოლის ფორმა რომ გაქვს დაგავიწყდა?
-კი
-მოდი ჩაიცვი
-აუ არ მომწონს ეგ რაღაცა.
-არც მე მაგრამ უნდა ჩაიცვა_ვამბობ და ტანსაცმელს ვაწვდი.
-არ მინდა_ამბობს ლუკა. ამ დროს ჩემი ტელეფონი რეკავს დედაჩემია ვუთიშავ და ვწერ, რომ არ მცალია.
-ლუკა გთხოვ, ჩაიცვი რა ეს ხომ უბრალოდ ტანსაცმელია.
-შენი ხათრით, პიცა ძალიან მომეწონა_ვიცინი და ვაცმევ, სკოლაში მიმყავს და მე სახლში მივდივარ. ლუიზა ჯერ სახლშია.
-ესეიგი არ მიდიხარ ხო?
_მეუბნება ლუიზა.
-არა.
-ძალიან კარგია_ვუღიმი და ჩემს ოთახში ავდივარ, დედაჩემს ვურეკავ, მპასუხობს.
-გამარჯობაა.
-ეიი როგორ ხარ პრინცესა?
-კარგად შენ?
-რატო არ გეცალა აბა?
-სკოლაში წავიყვანე ლუკა.
-ლუკა?
-ის ბავშვია ვისაც ვუვლი, სადაა ბუჩქი?
-ალექსს_ეძახის დედაჩემი.
-რა?
-მოდი შენი დაა.
-მოვდივარ_ამბობს  ყვირილით.
-ბუჩქოო როგორ ხარ?
-კარგად შენ დაიკოო?
-მეც, მაპატიე ესეიგი.
-ასე გამოდის_ამბობს და იცინის.
-მანდ რომ ვიყო შეგჭამდი.
-ჩამოდი მერე.
-აუუ ახლა არა რა, გთხოვ.
-უხხ კაი_ამბობ და მითიშავს.
მესიჯი მომდის დედაჩემია.
-შენი სახლის მისამაართი მინდა_მომწერა მან ნეტა რათ უნდა.
-****** ხო მშიდობაა? რათ გინდა_მივწერე მას არაფერი მოუწერია.
ქვევით ჩავდივარ რადგან უკვე ორი საათია და ლუკა უნდა წამოვიყვანო სკოლიდან, ნიკა გამოვიდა ოთახიდან.
-სად მიდიხარ?_მეუბნება ის.
-სკოლაში, ლუკა უნდა გამოვიყვანო_იცინის-რა გაცინებს?
-პატარა კი არ არის, თვითონ წამოვა აგერვეა სკოლა.
-მერე რა_წასვლა დავაპირე.
-მარტო წამოვა.
-არა!
-წამოვა.
-არა მეთქი.
-რა გაჩხუბებთ_ამბობ ლუკა.
-რა გვაჩხუბებს და ლუკა უნდა გამოვიყვანო...ლუკაა?
-მოვედი უკვე.
-რა გჭირს?_ვეუბნები ტანსაცმელშემოხეულ ლუკას.
-მე და ჩემმა კლასელმა ვიჩხუბეთ_ამბობს სახლში შემოდის და მდივანზე ჯდება.
-რატომ?
-ჩემს კლასელს სცემდა და რო ვუთხარი რატომ სცემ მეთქი, დამარტყა...
-და ასე დაიწყო ომი არა?_ვეუბნები მას და ყინულები მომაქვს რომ თვალზე დავადო.
-ვინ გაიმარჯვა?_ამბობს დაინტერესებული ნიკა, თვალებს ვუბრიალებ, ხელებს დანებების ნიშნად წევს.
-ახალი ფორმა გჭირდება_ვამბობ მე.
-შენ ერთი ის გენახა, ალბათ მის მშობლებს ახალი ბავშვის ყიდვა მოუწევთ_ამბობს და იცინის, ნიკაც ყვება, თავს ვაქნევ და მეც მეცინება. ლუიზა შემოვიდა.
-რა გაცინებთ?_ამბობს ის და სანამ ლუკას თვალს მოკრავს იქამდე ვეფარებით მე და ნიკა.
-არაფერი, რა მალე მოხვედი.
-ხო დღე ისეთი არაფერი არ მომხდარა და ადრე გამომიშვეს.
-აააა_ვამბობთ ორივე.
-ლუკა სადაა.
-ჯერ არ მოსულა_ამბობ ნიკა.
-ხო ხო_ვეთანხმები მეც.
-სადაა ლუკა?_კითხულობს მკაცრად.
-ოოო დედა აქ ვარ_ამბობ მობეზრებულად ლუკა და მე და ნიკას შუაში გვიძვრება.
-ღმერთო ჩემო ეს რა არის?
-ვიჩხუბეთ სკოლაში, და დირექტორმა დაგიბარა_ამბობ ლუკა უდარდელად.
-წამოდი_ამბობ ლუიზა და ოთახში აყავს, ტელეფონი მირეკავს დედაჩემია სახლის ტელეფონით მირეკავს, ვუპასუხე.
-მარი_ამბობს ნერვიულად.
-რა არის, მშვიდობაა?
-ალექსს ვერ ვპოულობ_ამბობს ის და მე რა მემართება, ვნერვიულობ? არა უფრო უარესი.
-როდის ნახე ბოლოს?
-შენ რომ გელაპარაკა, იმის შემდეგ მითხრა მეგობრებთან მივდივარ ეზოშიო, სამი საათია უკვე გარეთ იყო მეთქი მოშივდებოდა თქო, რომ გავედი არავინ იყო, მის მეგობრებთან წავედი, მაგრამ თქვეს დღეს არ გვინახავსო. ჩემს ტელეფონსაც ვერ ვპოულობ.
-ჩემი სახლის მისამართი რაში გინდოდა?
-ეხლა მაგის დროა? ან რა სახლის მისამართი.
-შენ მომწერე.
-მე არაფერი მომიწერია.
-ოღონდ ეგ არა_აქ მოდის.
-რა არის, იცი სად იქნება?
-არა...არა არ ვიცი_ვამბობ და ტელეფონს ვთიშავ, აქ მოდის ვიცი რომ აქ მოდის, არა უნდა წავიდე, იქნებ გზაში შემხვდეს, ასე უქმად ვერ ვიჯდები. ტელეფონს ვიღებ, ფეხზე ვიცმევ და სახლიდან გამოვდივარ.
-სად მიდიხარ?_მეუბნება ნიკა.
-გთხოვ უბრალოდ თავი გამანებე_ვეუბნები და ვცდილობ დავმშვიდდე.
-რა გჭირს?
-არაფერი.
-რა გჭირს?
-გამატარე_ხელით ვწევ, მაგრამ ადგილიდან არ იძვრის, გავრბივარ ისიც გამომეკიდა.
-დაგიჭირე_ამბობ და ხელებს მხვევს.
-გამიშვი.
-არა სანამ არ მეტყვი რა ხდება?
-ჩემი ძმა...ის დაიკარგა აქ მოდის.
-აქ მარტო?
-ხო.
-წამოდი_ამბობს და ხელს მკიდებს.
-სად?_ჩემს კითხვას აიგნორებს და მანქანისკენ მივყავარ, სახლის წინ უცებ ტაქსი ჩერდება, და იქიდან ალექსი გადმოდის.
___
იმედია მოგეწონათ...❣️❣️
Vote& comment

მე შენთან ყოფნა მსურს! (დასრულებული)Where stories live. Discover now